| |
წმინდანთა ცხოვრება
.: ივნისი :.
ძველით: 1 ივნისი
ახლით: 14 ივნისი
† წმიდა მოწამეები: იუსტინე, ხარიტონი, ეველპიტე, იერაქსე, პეონი, ვალერიანე, იუსტი და ხარიტა (+166)
წმიდა მოწამენი: იუსტინე, ხარიტონი, ეველპიტე, იერაქსე, პეონი, ვალერიანე, იუსტი და ხარიტა ეწამნენ წმიდა იუსტინე ფილოსოფოსთან ერთად 166 წელს. ისინი რომის საპყრობილეში გამოამწყვდიეს. ქალაქის თავის, რუსტიკეს წინაშე წმიდანებმა გაბედულად აღიარეს ქრისტიანული სარწმუნოება. რუსტიკემ იუსტინეს ჰკითხა: „ნუთუ მართლა გგონია, რომ დათმენილი სატანჯველის წილ ღმერთი სანაცვლოს მოგაგებს და ცათა სასუფეველს დაგიმკვიდრებს?“ წმიდა იუსტინემ უპასუხა: „კი არ მგონია, დანამდვილებით ვიცი და ღრმად ვარ ამაში დარწმუნებული“.
ქალაქის თავმა ტყვე ქრისტიანების სიკვდილით დასჯა ბრძანა. ქრისტეს მხნე აღმსარებლებს თავები მოჰკვეთეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
|
|