მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდანთა ცხოვრება


.: იანვარი :.


ძველით: 26 იანვარი
ახლით: 8 თებერვალი


ღირსი სვიმონი (+დაახლ. 390)


ღირს სვიმეონს (+დაახლ.390) ძველს უწოდებენ სვიმეონ მესვეტისაგან (ხსენება 1 სექტემბერს) განსასხვავებლად. იგი ბავშვობაში გავიდა სირიის უდაბნოში, ერთ გამოქვაბულს შეაფარა თავი და აქ ატარებდა დღეებს განუწყვეტელი ლოცვითა და ღვთისგანგებულებაზე ფიქრით: წმიდა მამა მხოლოდ გამოქვაბულის ირგვლივ ამოზრდილი ბალახებით იკვებებოდა. როცა მარტომყოფის მოღვაწეობის ამბავი გახმაურდა, მასთან სულიერი დამოძღვრის მსურველებმა იწყეს სიარული. განმარტოების მაძიებელმა მამამ რამდენჯერმე გამოიცვალა დაყუდების ადგილი, ბოლოს, ღვთის მინიშნებით, ამანის ქედის ერთ-ერთ მთაზე დაემკვიდრა,აქ ორი სავანე ააგო და კეთილად განაგებდა მის მკვიდრთა ცხოვრებას.

ღირსმა სვიმეონმა კეთილმსახური ცხოვრებისათვის ღვთისაგან სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო.


„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.