მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდანთა ცხოვრება


.: დეკემბერი :.


ქრისტეშობის წინა (წმიდა მამათა) კვირიაკე.


მართალთა მამათა და დედათა ხსენების დღე გარდამავალია და ემთხვევა ქრისტეს შობის წინა კვირიაკეს.


საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეშობის წინა - წმიდა მამათა კვირიაკეს მოიხსენებს პირველთა მამა-დედათა ჩვენთა – ადამ და ევასი; მართალთა აბელისა და სეითისა, ადამის ძეთა; მართლისა ენოსისა, სეითის ძისა; მართლისა კაინანისა ენოსის ძისა; მართლისა მალელეილისა, კაინანის ძისა; მართლისა იარედისა, მალელეილის ძისა; მართლისა ენოქისა, იარედის. ძისა; მართლისა მათუსალასი, ენოქის ძისა; მართლისა ლამექისა, მათუსალას ძისა; მართლისა ნოესი, ლამექის ძისა; მართალთა სემისა და იაფეთისა, ნოეს ძეთა; მართლისა არფაქსადისა, იაფეთის ძისა; მართლისა კაინანისა არფაქსადის ძისა; მართლისა სალასი, კაინანის ძისა; მართლისა ებერისა, სალას ძისა; მართლისა ფალეკისა, ებერის ძისა; მართლისა რაგავისა, ფალეკის ძისა; მართლისა სერუქისა, რაგავის ძისა; მართლისა ნაქორისა, სერუქის ძისა; მართლისა თარასი, ნაქორის ძისა; მართლისა აბრაჰამ მამათმთავრისა, თარას ძისა; მართლისა ისაკისა, აბრაჰამის ძისა; მართლისა იაკობ მამათმთავრისა, ისაკის ძისა; მართალთა – რუბენისა, სიმეონისა, ლევისა, იუდასი, ზაბულონისა, ისაქარისა, დანისა, გადისა, ასერისა, ნეფთალემისა, იოსებისა. და ბენიამინისა, იაკობ მამათმთავრის ძეთა; მართალთა. ფარეზისა და ზარასი, იუდა მამათმთავრის ძეთა; მართლისა ესრომისა, ფარეზის ძისა; მართლისა. არამისა, ესრომის ძისა; მართლისა ამინადაბისა, არამის. ძისა; მართლისა ნაასონისა, ამინადაბის ძისა; მართლისა სალმონისა, ნაასონის ძისა; მართლისა ბოოსისა, სალმონის ძისა; მართლისა იობედისა, ბოოსის ძისა რუთისგან; მართლისა იესესი, იობედის ძისა; მართლისა დავით მეფისა, იესეს ძისა; მართლისა სოლომონ მეფისა, დავითის ძისა; მართლისა რობოამ მეფისა, სოლომონის ძისა; მართლისა აბია მეფისა, რობოამის ძისა; მართლისა ასა მეფისა, აბიას ძისა; მართლისა იოსაფატ მეფისა, ასას ძისა: მართლისა იორამ მეფისა, იოსაფატის ძისა; მართლისა ოზია მეფისა, იორამის ძისა; მართლისა იოათამ მეფისა, ოზიას ძისა; მართლისა აქაზ მეფისა, იოათამის ძისა; მართლისა ეზეკია მეფისა, აქაზის ძისა; მართლისა მანასე მეფისა, ეზეკიას ძისა; მართლისა ამონ მეფისა, მანასეს ძისა; მართლისა იოსია მეფისა, ამონის ძისა; მართლისა იექონია მეფისა, იოსიას ძისა; მართლისა სალათიელისა, იექონიას ძისა; მართლისა ზორობაბელისა, სალათიელის ძისა; მართლისა აბიუდისა. ზორობაბელის ძისა; მართლისა ელიაკიმისა, აბიუდის ძისა: მართლისა აზორისა, ელიაკიმის ძისა; მართლისა. სადოკისა, აზორის ძისა; მართლისა აქიმისა, სადოკის ძისა; მართლისა ელიუდისა, აქიმის ძისა; მართლისა. ელეაზარისა, ელიუდის ძისა; მართლისა მატთანისა, ელეაზარის ძისა; მართლისა იაკობისა, მატთანის ძისა; მართლისა იოსებ დამწინდველისა, იაკობის ძისა; მართლისა მელქისედეკისა, სალემის მეფისა: მართლისა. იობისა; მოსე წინასწარმეტყველისა; ორი წინასწარმეტყველისა; აჰრონ წინასწარმეტყველისა; მართლისა ისუ ნავეს ძისა; სამოელ. წინასწარმეტყველისა; ნათან წინასწარმეტყველისა; დანიელ წინასწარმეტყველისა; წმიდათა სამთა ყრმათა – ანანია, აზარია და მისაელისა;

მართლისა სარასი, აბრაჰამის ცოლისა; მართლისა. რებეკასი, ისაკის ცოლისა; მართლისა ლიასი, იაკობის პირველისა ცოლისა; მართლისა რაქელისა, იაკობის მეორისა ცოლისა; მართლისა ასინეთისა, იოსების ცოლისა; მართლისა მარიამისა, მოსეს დისა; მართლისა დებორასი; მართლისა რუთისა; მართლისა სარეფთელისა; მართლისა სომანიტელისა; მართლისა ივდითისა; მართლისა ესთერისა; მართლისა ანასი, სამოელის. დედისა; მართლისა სუსანასი

თუ ეს კვირა მოიწევა იულიუსის კალენდრით ოც დეკემბრამდე, (გრიგორიანული კალენდრით 2 იანვრამდე), მაშინ წავიკითხავთ:

ტროპარი: დიდ არიან სარწმუნოებისა საკვირველებანი, რამეთუ ალსა მას შინა ცეცხლისასა, ვითარცა წყალსა განსვენებისასა, წმიდანი სამნი ყრმანი იხარებდეს, და წინასწარმეტყუელი დანიელ ლომთა მწყსად, ვითარცა ცხოვართა, გამოსჩნდა, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

კონდაკი: ანგელოზმან ყრმათა სახმილი შეაცვრია, ხოლო აწ დედათა ტირილი დააცხრო და რქუა: რასა მოგაქვსთ ნელსაცხებელი ანუ ვის ეძიებთ საფლავსა შინა, აღსდგა ქრისტე ღმერთი, რამეთუ იგი არს ცხორებაი ნათესავისა კაცთასა.

კონდაკი: ხელთა მიერ დაწერილსა ხატსა არა მსახურეთ, არამედ გამოუსახველითა მით არსებითა შეიჭურენით, სამ-გზის სანატრელნო, ბრძმედსა მას შინა ცეცხლისასა იდიდენით, და შორის სახმილსა ალისა აღგზებულისასა ხადოდით ღმერთსა: ისწრაფე, მოწყალე, და მსწრაფლ გვეწიე შეწევნად ჩვენდა, სახიერ, რამეთუ ყოველივე ძალგიძს, რაოდენიცა გენებოს.

თუ ეს კვირა მოიწევა იულიუსის კალენდრით 20 დეკემბრის, (გრიგორიანული კალენდრით 2 იანვრის) შემდეგ, მაშინ წავიკითხავთ:

ტროპარი: განემზადე ბეთლემო, განღებულ არს ყოველთა ედემი და მზა იქმენ შენ ევფრათა, რამეთუ აწ ხე იგი ცხორებისა ქვაბსა შინა აღყვავილნა ქალწულისაგან, რამეთუ საშო მისი სამოთხედ საცნაურად გამოსჩნდა და მისგან აღმოსცენდა ხე იგი ცხორებისა, რომლისაგან ვსჭამოთ და ვცხონდეთ და არა მოვსწყდეთ, ვითარცა ადამ, ქრისტე იშვების აღმართებად პირველდაცემულისა მის ხატისა.

კონდაკი: იხარებდ ბეთლემო და განემზადე ევფრათა, აჰა ესერა კრავი და დიდი მწყემსი დედისა მიერ ტვირთული მშობელითურთ მოვალს, რომელსა პირველვე ხედვიდესა ღმერთშემოსილნი მამანი, ღაღადებდენ და გალობდენ მწყემსთა თანა: ქალწული შობს და კუალად ქალწულადვე გიეს მაწოვნებელად.

კონდაკი: ქალწული დღეს პირველსაუკუნეთა სიტყვისა შობად მოვალს ქვაბსა შინა გამოუთქუმელად, განეწყვე სოფელო, რომელსა გესმის, ადიდე ანგელოზთა თანა და მწყემსთა, რომელმან ინება გამოჩინებაი ყრმამან ახალმან იესო, პირველსაუკუნეთა ღმერთმან.

წმიდა მამათა კვირიაკე აღინიშნება ქრისტეშობის წინა კვირადღეს. ამ დღეს იხსენიება ძველი აღთქმის მამამთავრები ადამიდან იოსებ დამწინდველამდე; მათთან ერთად - წინასწარმეტყველები: სამოელიდან ზაქარიასა და იოანე ნათლისმცემლამდე და მომავალი მესიის სარწმუნოებით გაბრწყინებული ყველა მართალი. ამით წმიდა ეკლესია შეგვაგონებს, რომ ვიფიქროთ წმიდა მამამთავართა სარწმუნოებასა და ცხოვრებაზე, მივბაძოთ მათ მაგალითს და სარწმუნოებითა და კეთილი საქმეებით ღირსეულად შევეგებოთ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს.

ამ დღის საკითხავში ნათქვამია: „მამათა და მამათ-მთავართა, განწყობილსა, მოვედით დღეს, ერნო, დღესასწაულისმოყუარენო, შევასხმიდეთ პირველსა მამასა ჩვენსა ადამს, ენუქს და ნოეს, და მელქისედეკს და აბრაამს, ისააკს და იაკობს, სჯულსა შინა, მოსეს და აჰრონს და ისუს, სამოელს, დავითს, ისაიას, იერემიას, ეზეკიელს და დანიილს, და კვალაც მათ თანა ათორმეტთა მათ, და ილიას და ელისეს, ზაქარიას და ნათლის-მცემელსა იოანეს, და მათ თანა რომელთა იგი ჰქადაგეს ცხოვრება და აღდგომა და წყალობა ნათესავისა ჩვენისა, ქრისტე ღმერთი“.


„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.



მოუსმინე: