მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდანთა ცხოვრება


.: თებერვალი :.


ძველით: 27 თებერვალი
ახლით: 11 მარტი ნაკიან წელს. 12 მარტი მცხრალ წელს


† წმიდა მოწამენი: ივლიანე, მსახური მისი ევნუსი, ბეზა მხედარი და მეკარი (III)


წმიდა მოწამენი: ივლიანე, მსახური მისი ევნუსი, ბეზა მხედარი და მეკარი დეკიუსის (249-251) მეფობის დასაწყისში ეწამნენ ალექსანდრიაში. ღრმად მოხუცებული ივლიანე ნეკრისის ქარებით იტანჯებოდა, არც ფეხზე დგომა შეეძლო და არც მოძრაობა. იგი სამსჯავროზე თავისმა მსახურებმა მიიყვანეს, რომელთაგან ერთმა, ევნუსმა, ახოვნად აღიარა ქრისტე, მეორემ კი უარყო მაცხოვარი. ივლიანე და ევნუსი აქლემებით დაჰყავდათ ქალაქში, დასცინოდნენ და შეურაცხოფდნენ, ბოლოს კი კოცონზე დაწვეს. მათთან ერთად ეწამა მხედარი ბეზა და მეკარი. ისინი ცდილობდნენ, უპატიო მოპყრობისგან დაეცვათ წმიდანები, რისთვისაც წმიდა ბეზას თავი მოჰკვეთეს. წმიდა მეკარი კი ცეცხლში დაწვეს.


„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.