მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდანთა ცხოვრება


.: თებერვალი :.


ძველით: 21 თებერვალი
ახლით: 5 მარტი ნაკიან წელს. 6 მარტი მცხრალ წელს


† წმიდა ტიმოთე სიმბოლელი (+795)


ღირსი ტიმოთე მეუდაბნოე, იტალიელი ბერი, მოღვაწეობდა მცირე აზიაში, ოლიმპოს მთასთან მდებარე “სიმბოლოებად“ წოდებულ მონასტერში, რომლის არქიმანდრიტი ღირსი თეოკტისტე იყო. წმიდანმა გამუდმებული ღვაწლით სულიერ სრულყოფილებას მიაღწია და უფლისაგან სნულებათა კურნების და არაწმიდა სულების განსხმის ნიჭი მიემადლა. მან მრავალი წელი დაჰყო განდეგილობაში: იგი გარდაიცვალა ღრმა მოხუცებულობაში, 795 წელს.


„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.