მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდანთა ცხოვრება


.: თებერვალი :.


ძველით: 19 თებერვალი
ახლით: 3 მარტი ნაკიან წელს. 4 მარტი მცხრალ წელს


† ღირსი რაბულა, მოწაფე აბბა დოროთესი (+დაახლ. 530)


ღირსი რაბულა სირიის ქალაქ სამოსატში დაიბადა და კარგი განათლება მიიღო. ის ახალგაზრდობაში აღიკვეცა ბერად და წმიდა წინასწარმეტყველის ელიას და იოანე ნათლისმცემლის მსგავსად მთებსა და უდაბნოებში მოსაგრეობდა. შემდგომში წმიდანი ფინიკიაში გადავიდა, სადაც სახელი გაითქვა მადლმოსილი მოღვაწეობით. მან თავისი ცხოვრება მთლიანად ქრისტეს მოწყალებას მიუძღვნა და ეკლესიას უღრმესი ლოცვითა და სიმდაბლით ემსახურებოდა. იმპერატორმა ზენონმა ღირს რაბულას ფული გამოუყო მონასტრის მოსაწყობად.

ახალი სავანე წარმართი მოსახლეობით იყო გარემოცული, მაგრამ აქ, მოსაგრე მამების ძალისხმევით, ისინი თანდათან ქრისტეს სჯულზე მოექცნენ. ზენონის მემკვიდრის, ანასტასის ზეობისას (491-518 წლები), ღირსი რაბულა კონსტანტინეპოლში გადავიდა. მან იმპერატორისაგან კვლავ მიიღო ფულადი დახმარება და კიდევ რამდენიმე მონასტერი ააშენა სხვადასხვა მხარეში, რომლებიც ახალი მორწმუნეებისათვის ქრისტეს მოძღვრების ცენტრად იქცა. ღირსმა მამამ მთელი ცხოვრება დაუზარებელ მოღვაწეობაში გალია. იგი გამოირჩეოდა თავმდაბლობით, გულმოწყალებითა და კეთილმოსურნეობით, ამასთან, დიდი მლოცველიც იყო. წმიდანმა 80 წლის ასაკს მიაღწია. ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, დაახლოებით ხუთას ოცდაათ წელს, ღირსმა რაბულამ უფალს შეჰვედრა სული.


„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.



მოუსმინე: