მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდანთა ცხოვრება


.: თებერვალი :.


ძველით: 17 თებერვალი
ახლით: 1 მარტი ნაკიან წელს. 2 მარტი მცხრალ წელს


† მართალი მარიამი, და ფილიპე მოციქულისა (I)


ღირსი მარიამი ფილიპე მოციქულის (ხსენება 14 ნოემბერს) და იყო. წმიდა ქალწული თავის ძმასა და ბართლომე მოციქულს (ხსენება 11 ივნისს) ახლდა თან და მქადაგებლურ მოღვაწეობაში ეხმარებოდა. ფრიგიის ქალაქ ივრაპოლში წმიდანები შეიპყრეს და საპყრობილეში ჩააგდეს. ფილიპე ვერ გადაურჩა წარმართთა შურისგებას, იგი ჯვარზე აღესრულა, მარიამი და ბართლომე კი გაანთავისუფლეს. ბართლომე მოციქული ინდოეთში გაემგზავრა სახარების საქადაგებლად, წმიდა მარიამი კი ლუკაინიაში (მცირე აზია) ქადაგებდა და აქვე აღესრულა მშვიდობით.


„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.