მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდანთა ცხოვრება


.: დეკემბერი :.


ძველით: 30 დეკემბერი
ახლით: 12 იანვარი


ღირსი თეოდორა კონსტანტინოპოლელი (X)


ღირსი თეოდორა კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა X საუკუნის I ნახევარში. იგი გათხოვდა, მაგრამ მეუღლე მალე გარდაეცვალა. ახალგაზრდა ქვრივი თავდაპირველად გლახაკთა და მწირთა მსახურებით ცდილობდა, სათნოჰყოფოდა ღმერთს, შემდეგ კი მონაზვნად აღიკვეცა და მისსავე სახლში, განკრძალულ სენაკში დამკვიდრებული ღირსი ვასილი ახლის (ხსენება 26 მარტს) ხელმძღვანელობით შეუდგა მოღვაწეობას. წმიდა დედა ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა 940 წელს.


„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.