მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდანთა ცხოვრება


.: აპრილი :.


ძველით: 21 აპრილი
ახლით: 4 მაისი


† მოწამენი: ისააკი, აპოლოსი და კოდრატე (303)


ღირსი ისააკი, აპოლოსი, კოდრატე (+303) წარმართები იყვნენ და იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) კარზე მსახურობდნენ. ისინი დაესწრნენ წმიდა გიორგის (ხსენება 23 აპრილს და 10 ნოემბერს) წამებას, იხილეს დიდმოწამის სარწმუნოება, თავდადება, უფლის ძალით აღსრულებული სასწაულები და ირწმუნეს ჭეშმარიტი ღმერთი. საჯაროდ აღიარეს თავიანთი სარწმუნოება და ამხილეს იმპერატორი უშჯულოებასა და სისასტიკეში, რისთვისაც მათ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს: წმიდა კოდრატეს თავი მოჰკვეთეს, მოწამენი აპოლოსი და ისააკი კი შიმშილით მოაკვდინეს.


„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.



მოუსმინე: