მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდანთა ცხოვრება


.: აპრილი :.


ძველით: 19 აპრილი
ახლით: 2 მაისი


† მღვდელმოწამე პაფნუტი იერუსალიმელი ეპისკოპოსი


მღვდელმოწამე პაფნუტი იერუსალიმის ეპისკოპოსი იყო. მან მრავალი ტანჯვა-წამება დაითმინა წარმართთაგან, ბოლოს კი თავი მოჰკვეთეს.

არსებობს ვარაუდი, რომ მღვდელმოწამე პაფნუტი ეგვიპტელი ეპისკოპოსი იყო და პალესტინის საბადოებში გადასახლებულ ეგვიპტელებთან ერთად დაიღუპა იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დევნილობის დროს.

მღვდელმოწამის მირონმდინარე ნაწილები მრავალ სასწაულს აღასრულებდა. წმიდანის კანონი დაიწერა ხატმბრძოლობის ერესის მძლავრობის დროს (842 წლამდე).


„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.



მოუსმინე: