მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდანთა ცხოვრება


.: აპრილი :.


ძველით: 18 აპრილი
ახლით: 1 მაისი


† ღირსი იოანე, მოწაფე გრიგოლ დეკაპოლელისა (IX)


კონდაკი: ცხოვრებაი შენი განაშუენე კრძალულებითა, მამაო, და ხორცნი მოაკუდინენ, და სძლე მტერისა მანქანებისა, ყოვლადნეტარო, და აღხედ ღმრთისა მიმართ უჭირველისა და დაუსრულებელისა ცხოვრებისა, ვითრცა ღირსი მკვიდრობისა, იოანე, მას ევედრე ცხოვრებად სულთა ჩუენთათვის.

წმიდა იოანე ბავშვობიდანვე წმიდა გრიგოლ დეკაპოლელის (ხსენება 20 ნოემბერს) მოწაფე იყო. იოანემ ახალგაზრდობაშივე დასთრგუნა ხორციელი ვნებები და მთელ დღეებს ლოცვასა და შრომაში ატარებდა. წმიდა გრიგოლს ძალიან უყვარდა მისი მორჩილი და ბრძენი მოწაფე, წმიდა იოანეც ყოველმხრივ ცდილობდა მიებაძა მისი მოძღვრისთვის, იგი კეთილმსახურებითა და გულმოდგინებით აღასრულებდა ყოველივე ლოცვა-კურთხევას.

ხატმბრძოლთა ერესის მძიმე დროში, ლეონ სომეხის მეფობისას, წმიდა გრიგოლი და იოანე კონსტანტინეპოლში ჩავიდნენ და იქ განამტკიცებდნენ მორწმუნეებს მართლმადიდებლობაში. წმიდა იოანე იქვე აღესრულა, დაახლოებით 820-850 წლებში.

წმიდა იოანე მგალობელმა (ხსენება 4 აპრილს) წმიდა იოანე დაკრძალა მისი მოძღვრის, წმიდა გრიგოლ დეკაპოლელის გვერდით.


„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.



მოუსმინე: