მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდანთა ცხოვრება


.: აპრილი :.


ძველით: 16 აპრილი
ახლით: 29 აპრილი


† მოწამე ლეონიდი და დედანი: ქარიესი, ნიკი, გალინა, კალისა, ნუნეხია, ვასილისა, თეოდორა, ირინე და სხვანი (+258)


წმიდა მოწამე ლეონიდე და დედანი: ქარიესი, ნიკი, გალინა, კალისა, ნუნეხია, ვასილისა, თეოდორა, ირინე და სხვანი - აღესრულნენ კორინთოში 258 წელს. ისინი ქრისტეს აღიარებისთვის წყალში ჩაჰყარეს დასახრჩობად, მაგრამ უფალმა სასწაულებრივად დაიცვა და განადიდა მათი სარწმუნოება: მოწამეები წყალზე სვლითა და გალობით მხნედ აკურთხებდნენ და აქებდნენ ღვთის ყოვლისშემძლეობას. ეშმაკებისაგან გონებადაბნეული ჯალათები ნავებით დაეწივნენ წმიდანებს, ყელზე ქვები გამოაბეს და ისე დაახრჩვეს.


„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.



მოუსმინე: