კონდაკი: საღმრთოთა ნათლითა განბრწყინდი, ნეტარო, და განანათლებ ყოველთა, რომელნი სურვილით აქებენ პატიოსანთა ღუაწლთა შენთა, მამაო მღვდელმოწამეო ბასილი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
ღირსი ბასილი აღმსარებელი, პარიის ეპისკოპოსი (VIII) - როდესაც ხატმბრძოლობის ერესი წარმოიშვა, წმიდა ბასილი მხნედ გამოვიდა წმიდა ხატთა თაყვანისცემის დასაცავად და უარი განაცხადა ხელი მოეწერა კანონზე, რომელიც მათ განადგურებას ითვალისწინებდა. წმიდა ეპისკოპოსმა ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა ერეტიკოსებთან და თავის ეპარქიაში არ უშვებდა მათ. სარწმუნოების ერთგულებისთვის მან მრავალი დევნა, შიმშილი, სიღატაკე დაითმინა და სიცოცხლის ბოლომდე წმიდად იცავდა მართლმადიდებელ დოგმატებს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.