მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდანთა ცხოვრება


.: აპრილი :.


ძველით: 6 აპრილი
ახლით: 19 აპრილი


† 120 მოწამე სპარსთაგან წამებული (+344-347);


სპარსეთის მეფე საპორმა საბერძნეთიდან ტყვედ წაყვანილ ქრისტიანებს სჯულის შეცვლა მოსთხოვა. ტყვეთაგან მტკიცე უარითა და ქრისტიანობის მხნე აღსარებით განრისხებულმა მეფემ მათი წამება ბრძანა, მაგრამ როცა მიხვდა, რომ ქრისტეს მხედართა სულებს წამებით ვერ გატეხდა, ისინი ცეცხლში დააწვევინა. წამებულთა შორის ცნობილია იერემიასა და არქილე ხუცესის სახელი. გადმოცემით მოწამეთა შორის იყო ღვთის სამსახურისთვის შეწირული 9 ქალწული. ეს მოხდა IV საუკუნეში, დაახლოებით 344-347 წლებში. მათი წამების შესახებ მწირ ცნობებს გვაწვდის წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი.


„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.