მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდანთა ცხოვრება


.: აპრილი :.


ძველით: 1 აპრილი
ახლით: 14 აპრილი


† ღირსი მაკარი (+830) - პელიკიტის მონასტრის იღუმენი


ღირსი მაკარი, პელიკიტის მონასტრის იღუმენი, დაიბადა კონსტანტინეპოლში. იგი ადრე დაობლდა და გადაწყვიტა, ღვთის სამსახურისთვის შეეწირა თავი. ღირსი მაკარი ბითვინიაში, პელიკიტის მონასტერში წავიდა. აქ იღუმენი იყო სახელგანთქმული მოღვაწე ღირსი ილარიონი. იღუმენის გარდაცვალების შემდეგ ძმებმა მის ადგილზე ერთსულოვნად ღირსი მაკარი აირჩიეს. ხატმებრძოლი იმპერატორების, ლეონ მეხუთე სომეხის და მიხეილ მეორის მეფობის დროს ღირსი მაკარი, წმიდა ხატთა თაყვანისცემის გამო, გადაასახლეს კუნძულ ათუსიაზე, სადაც გარდაიცვალა კიდეც დაახლოებით რვაას ოცდაათ წელს.


„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.



მოუსმინე: