|
უ. ბოიმერი "ჩვენ მხოლოდ თქვენი სული გვჭირდება"
როკ-სცენა და ოკულტიზმი: თარიღები, ფაქტები, კომენტარები
ოკულტური როკის დაბადება
1969 წელი, სან-ფრანცისკოში სატანის პირველი ეკლესიის დაარსებისა და "სატანისადმი თაყვანისცემის საუკუნის" გამოცხადებიდან სამი წლის შემდეგ ოკულტიზმი და სატანის კულტი კადნიერად შემოიჭრა როკ სცენაზე და წარუდგა საზოგადოებას. დასაბამი ამ მოვლენას მისცა ჯგუფმა "ბლექ საბათ" (Black sabbath) (შავი შაბათი). სახელწოდებამ გაამართლა: მათი ახალი გაბედული სცენები შავი მესის მძიმე როკ-მუსიკით, სატანური შელოცვებითა და ჯადოქართა კულტით, წარმოადგენდნენ "ოკულტ-როკის" პროტოტიპს _ როკ-მუსიკის განსაკუთრებულ მიმართულებას, რომელშიც ოკულიზმი (მაგია, სპირიტიზმი, სატანიზმი და ა. შ.) ვლინდება სიმღერების ტექსტებში. ჰარდ-როკის, ოკულტიზმისა და სატანიზმის ეს შეერთება უნდა ჩამოყალიბებულიყო სკოლად: "ბლექ საბათი" გახდა ჰევი-მეტალ როკის ახალგაზრდა სცენის იმ მიმართულების მიმდევარი, რომელიც შიშის ზარს სცემდა პუბლიკას.
როკ ენციკლოპედია გვამცნობს: "ბლექ საბათმა" 1969 წელს, ბირმინგემში, ერთგულება შეჰფიცა ტოტალურ როკს. ერთი წლის შემდეგ კვარტეტი თავისი ათი წუთით არანჟირებული "პარანოიდით" (ეს არის "ბლექ საბათის" ერთ-ერთი ცნობილი ჰიტი - მთარგმნ.) გახდა ცნობილი ჰიტ-ბენდი ატლანტიკის ორივე მხარეს. ჯგუფის იმდროინდელი წევრები ოზი ოსბორნი (ვოკალი), ტონი აიომი (სოლო გიტარა), ტერი ბატლერი (ბას გიტარა) და ბილი უარდი (დასარტყამი ინსტრუმენტები), თავიდანვე მიმართავდნენ ოკულტურ სცენებს და ბირმინჰემის მუშათა კვარტლებში აქებ-ადიდებდნენ თავიანთ ძალმომრეობით საბავშვო თამაშობებს მანამ, სანამ არ დაიმკვიდრეს როკ-ხულიგნების სახელი. არასრულწლოვანთა შორის მათი პოპულარობა მუსიკალურ კრიტიკოსთა შეფასების უკუპროპორციული იყო.
მძაფრი ჟღერადობის მქონე სოლისტი თავისი მკივანა ხმით შემაშფოთებელ და შოკში ჩამგდებ ტექსტს აწვდიდა საზოგადოებას: "წაართვი ვინმეს სიცოცხლე, ის არაფრად ღირს; მოკალი ვინმე, არავინ იტირებს. შენი თავისუფლება შენი მოვალეობაა; ჩვენ გვჭირდება მხოლოდ შენი სული" ("დოვლათი"). ამერიკის ახალგაზრდობა ამან მიიყვანა ისეთ აღფრთოვანებამდე, რომ ჯგუფს შეეძლო უწყვეტად ემოგზაურა ამ ქვეყანაში და გამოეცა "ოქროს" ალბომები. გასტროლების რიტმი ისეთი იყო, რომ ჯგუფის ზოგიერთი წევრი დაღლილობისგან სცენაზე ეცემოდა. ოსბორნმა ეს ასე ახსნა: "ამერიკა _ ყველაზე სატანური ქვეყანაა მთელ მსოფლიოში. აქ მხოვრები ადამიანები, რომლებიც მოწყურებულნი არიან ნარკოტიკებს, მოსიარულე მიცვალებულებს არის დამსგავსებულნი. მე მიკვირს, მათი ნახევარი კუბოებით რომ არ დადის ჩემს კონცერტებზე".
"ბლექ საბათის" პირველ ალბომს ასეთი კომენტარი დაურთო როკ-მუსიკის ექსპერტმა ტიბორ კნაიფმა: "დიპ პარპლის (Deep Purple. ბრიტანული ჰარდ როკ ბენდი - მთარგმნ.). შემდეგ, იმავე წელს, ინგლისში გამოჩნდა "ბლექ საბათის" სადებიუტო ალბომი. მათ ჰარდ როკში დაამკვიდრეს ისეთი სტილი, რომელსაც თავისუფლად შეიძლება ეწოდოს საშინელებათა როკი ხიჩკოკისებურად.
როგორ შიშსაც იწვევს საუკეთესო საშინელებათა ფილმებში ჩრდილთა თამაში, აქაც ტექსტი და დამდაბლებული კვინტა ქმნიან განსაკუთრებულ ატმოსფეროს. შავ მაგიასთან სიახლოვე მჟღავნდება 1970 წელს გამოცემული ალბომის შიდა მხარით, რომელშიც გამოსახულია გამოყირავებული ჯვარი (უნდა აღინიშნოს, რომ გადმოყირავებული ჯვარი, რომლის როკ-სცენაზე დამკვიდრებაში "ბლექ საბათს" დიდი წვლილი მიუძღვის, დღემდე უცილობელ ატრიბუტად თან სდევს ოზი ოსბორნს. ის მკვეთრად გამოხატულ ერთგულებას იჩენს ამ ოკულტური გამოხდომისადმი და მიუხედავად იმისა, რომ უკვე სოლო კარიერით გამოდის და აღარ არის "ბლექ საბათის" წევრი, კონცერტებზე ხშირად ჩნდება მაისურით, რომლის უკანა მხარეს, ზურგზე, მიხატულია გადმოყირავებული ჯვარი. იგივე ითქმის დღევანდელ "ბლექ საბათზე" და მათ ტრადიციაზე გაზრდილ ასობით თუ ათასობით "როკ-მეტალისტზე" _ მთარგმნ.). ალბომის წინა მხარეზე გამოსახულია დანგრეული და გაპარტახებული სახლი, გამხმარი ტოტები და სახლის წინ, დრაკულას არარეალურად მდგომი ფერმკრთალი ქალიშვილი" (იხ. ქვემოთ სურ.).
ანტონ ლავეიმ, ეშმაკის თაყვანისმცემელმა და აშშ-ში სატანის პირველი ეკლესიის პირველმა ოფიციალურმა დამაარსებელმა (სურ. 2), 1968 წლის ნოემბერში განმარტა: "სატანის თაყვანისმცემელი ბრბო ამახინჯებს "მამაო ჩვენოს", ურევს მას უწმაწურ სიტყვებს, ფეხით თელავს ქრისტეს ჯვარს ან თავდაყირა აყენებს მას".
აი, "ბლექ საბათის" სანიმუშო ქმნილება: "Black Sabbath".
"ეს რა არის?! ის ჩემს წინ დგას. შავი ფიგურა, უთითებს ჩემსკენ! შებრუნდი სწრაფად და გაიქეცი! ჰპოვე რჩეული! შავი ფიგურა ცეცხლოვანი თვალებით უცხადებს ხალხს თავის სურვილებს. ვხედავ, როგორ იტყორცნება ცეცხლი ზემოთ და ზემოთ! ო არა, არა, არა, არა! გეთაყვა, ღმერთო, მიშველე მე!!!"
სიმღერაში "N.I.B." ლუციფერი (სატანა) ასე იპყრობს მსმენელის სულს:
"ამბობენ ვიეთნიმე, რომ ყალბია ჩემი სიყვარული. მაგრამ, ძვირფასო, დამიჯერე და გიჩვენებ მას. ო, შემიყვარე ახლა და არ ინანებ, რომ უარყავი ის სიცოცხლე ჩვენს ერთობამდე რომ გაგივლია... ჩემი სახელია ლუციფერი - გეთაყვა, ხელი ჩამჭიდე!"
"ბლექ საბათის" პირველმა ფირფიტამ გამოიწვია არა მარტო აღშფოთების ტალღა, არამედ აღიარებისაც; თითქოსდა სხვათაშორისო, მან ხელი შეუწყო სატანური ლიტერატურის ბუმსაც წიგნის ბაზარზე. წიგნებს, რომლებშიც აღწერილი იყო შავი მესები და ჯადოქრობა, სულთა შეფუცვები და მისნური შელოცვები, წიგნის თაროებიდან იტაცებდნენ. ასეთ წიგნებზე გაჩნდა დიდი მოთხოვნილება.
"ბლექ საბათის" ალბომზე "რეფლექშნ - ბლექ საბათ" (სურ. 3) არის მკრეხელური წარწერა:
"უკვე პირველივე ფირფიტიდან მოუწოდებდნენ ისინი სატანას, რომელიც ნამდვილად მოევლინათ. მან აღუთქვა მათ მსოფლიო წარმატება, თუკი ისინი ყოველწლიურად დაუკრავდნენ დიდ შაბათს. ორივე მხარემ დღემდე დაიცვა თავისი სიტყვა. "საბათმა" გამოუშვა ექვსი ფირფიტა, რომელმაც ჯგუფს ფენომენალური წარმატება მოუტანა. მოეწყო გრანდიოზული კონცერტები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, სადაც ისინი ასრულებდნენ ჯოჯოხეთურ ჰარდ-როკს - ტემპერამენტიან მუსიკას, რომელიც იდეალურად ერწყმის ჯოჯოხეთურ დღესასწაულებს, შავ, სისხლიან შაბათებს. და შენ, უბადრუკო ბრიყვო, რომელსაც ხელში გიპყრია ეს გრამფირფიტა, უწყოდე, რომ ამით შენ გაყიდე შენი სული, რადგან ის მსწრაფლვე იქნება შეპყრობილი ჯოჯოხეთური რიტმით, ამ მუსიკის სატანური ძალით. და ამ მუსიკალური ტარანტულის ნაკბენი გაიძულებს იცეკვო დაუსრულებლად". "ბლექ საბათის" თაყვანისმცემლები ატარებენ ეტიკეტებს წარწერით, რომელიც აშკარად მოწმობს: "მე შეპყრობილი ვარ "ბლექ საბათით" (I am possessed by Black Sabbath).
Reflection Blac Sabbath
დემონიზმის უმაღლესი ხარისხი შემოთავაზებულია ფირფიტის "საბათ ბლადი საბათ"-ის (Sabbath Bloody Sabbath) გარეკანიდანვე, რომელზეც გამოსახულია სატანის საძაგელი რიტუალის სცენა, ვპოულობთ სავალალოდ ცნობილ ანტიქრისტეს რიცხვს 666 (გამოცხ. 13:18), რომელსაც სატანის თაყვანისმცემლები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ (იხ. სურ. 4). რიცხვი 666, რომელსაც ადამიანის თავის ქალასთან გადაჯვარედინებულ ძვლებთან ერთად გამოსახავს ჯგუფის მრავალი თაყვანისმცემელი, შეიძლება შევაფასოთ, როგორც სატანიზმის აშკარა აღიარება და მიმდევრობა.
Black Sabbath - Sabbath Bloody Sabbath
"ბლექ საბათის" დრამერმა (დასარტყამ ინსტრუმენტებზე დამკვრელმა), ბილ უორდმა ერთხელ გულახდილად განაცხადა: "მე ვგრძნობ, რომ სატანა, შესაძლოა ღმერთი იყოს". ხოლო ოზი ოსბორნი, უარდის კოლეგა ჯგუფიდან, ამტკიცებს, რომ მას აიძულებდნენ ზედიზედ 26-ჯერ (!) ეყურებინა საშინელებათა ფილმისთვის "Der Exorzist". საკუთარ თავზე ის ამბობდა: "მე არ ვიცი, ვარ თუ არა მე გარეშე ძალთა მედიუმი. ყოველ შემთხვევაში, რაც უნდა იყოს, ვიმედოვნებ, რომ ეს ის არ არის, რასაც ვფიქრობ - მე არ ვარ სატანა".
მუსიკოსთა ამგვარი გამოთქმის შემდეგ, რატომ უნდა იყოს გასაკვირი, რომ ზოგიერთ გამოსვლაში ისინი სიტყვას უთმობენ თვით ეშმაკს და "ამა ქვეყნის თავადს" ("Lord of this world") უწოდებენ მას.
"შენ გამოსცდი შენს სულს და არ იცი, საიდან დაიწყო. შენ ვერ პოულობ გასაღებს შენი გულისა. ფიქრობ, რომ იცი ეს ყოველივე, მაგრამ თავდაჯერებული არ ხარ. შენი სული ავადაა და ვერ კი პოულობ განკურნებას.
სამყარო შეგიქმნა ვიღაცამ ცაში, მაგრამ ირჩევ ბოროტების გზას სიყვარულის ნაცვლად. სადაც უნდა იცხოვრო - თავს წარმოიდგენ სამყაროს მბრძანებლად. შენი სული, რომელიც წაგართვი, არასოდეს დაიკარგება.
უფალო ამა ქვეყნისა - ცუდო მბრძანებელო! უფალო ამა ქვეყნისა - ის უკვე მამაა შენი აღსარებისა!
გგონია, რომ უდანაშაულო ხარ და არაფრის უნდა გეშინოდეს; შენ ამბობ, რომ არ მიცნობ, მაგრამ განა ასეა? მომმართავ მთელი შენი ჟინითა და კადნიერებით, მაგრამ მომმართავ კი მხოლოდ მე როდესაც კვდომას დაიწყებ?"
ეს არის სიმღერა ფირფიტიდან "სინამდვილის შემოქმედი" ("Master of reality" 1971). ამავე ფირფიტაზე "ბლექ საბათი" ასრულებს წინამორბედისგან რადიკალურად განსხვავებულ სიმღერას "მარადისობის შემდეგ" ("Aფტერ ფორევერ"), რომელსაც, - დაუჯერებელია, მაგრამ თუ სიმართლეს ვიტყვით, - გააჩნია სრულიად ქრისტეანული ჟღერადობა. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ქრისტეანები შესაძლოა შეცდომაში შეიყვანონ სატანური ეშმაკობით. ისეთი "ღვთისმოსავი" ტექსტი, როგორიცაა "მარადისობის შემდეგ", ჯერ კიდევ სრულიად ვერ იძლევა ამ ინტერპრეტაციის სულიერი ქვეტექსტის ნამდვილ განმარტებას! ჯერ კიდევ მოციქული პავლე უთითებდა, რომ სატანას შეუძლია საკმაოდ ოსტატურად შეინიღბოს და იცის, როგორ აცთუნოს ადამიანები, რათა მათ ფეხი დაუცდეთ და დაიღუპონ (შეად. 2 კორინთ. 11:14, 15).
გარანტირებულად შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთები მეტალის იმ ჯვრებს, რომელსაც ჯგუფის წევრები ატარებენ, მათი ქრისტეანული მრწამსის ნიშნად დაიმოწმებენ. მაგრამ, შეიძლება კი ეს ჯვრები "ბლექ საბათის" წევრების ღვთისმოსაობის ნიშნად ჩაითვალოს? არავითარ შემთხვევაში! იციან რა იმ საფრთხის შესახებ რაც დემონთაგან მოდის, "თეთრი მაგიის" მიმდევარი ზოგიერთი ოკულტისტი თავს ხშირად მეტალის ჯვრებით იცავს. მათი მტკიცებით, ბოროტ სულებს მათი (ანუ ჯვრების - მთარგმნ.) უნდა ეშინოდეთ. მიუხედავად ამისა "ბლექ საბათის" ოთხი წევრი სრულიად არ უფრთხის ჯვრები ზოგჯერ თავდაყირა ატაროს.
როკ-მუსიკის ქრისტეანული ექსპერტი აშშ-ში, ბობ ლარსონი, უკიდურესად შეშფოთებული იყო "ბლექ საბათის" ალბომთა იმ რაოდენობით, რომელიც მან ახალგაზრდათა წრეებში აღმოაჩინა.
"მე გავოგნდი, - წერს ლარსონი, - როდესაც დავინახე მრავალი ქრისტეანი ახალგაზრდა კაცი, რომელცი, "ბლექ საბათის" ალბომებს ყიდულობდა, თუმცა იცოდნენ ამ ჯგუფის განწყობა სატანიზმისადმი. ზოგიერთები ცდილობენ დაიცვან "ბლექ საბათი", უთითებენ რა ერთ-ერთ მათ სიმღებრაზე სახელწოდებით "მარადისობის შემდეგ".
"ბლექ საბათის" ალბომ "სამოთხე და ჯოჯოხეთის" გარეკანი
"ბლექ საბათის" მერვე ალბომის შემდეგ, რომელსაც ერქვა "ნურასოდეს იტყვი მოკვდი" ("Never Say Die"), ჯგუფში მოხდა განხეთქილება, როდესაც მომღერალმა ოზი ოსბორნმა დატოვა თავისი კოლეგები, რათა შედგომოდა სოლო კარიერას. გალოთებული ოსბორნი ასეთ კომენტარს უკეთებს თავის წასვლას "ბლექ საბათიდან":
"სიმართლე ითქვას, მე აქ კი არ უნდა ვიყო, არამედ "სასახლეში" უნდა ვიწვე. "ბლექ საბათში" რომ დავრჩენილიყავი, მალე ჩემგან გამოვიდოდა მეორე კეიტ მუნი. მე გატაცებული ვიყავი ლოთობით. ეს ჩემი ჰობი იყო..."
"ბლექ საბათს" თავის ვოკალისტთა გარეშე ექნებოდა ის ღირებულება, რაცა აქვს ტელევიზორს ეკრანის გარეშე", _ ნათქვამია ერთ-ერთი როკ-ჟურნალის კომენტარში. ჯგუფ "რეინბოუს" (ცისარტყელა. Rainbow) ყოფილი ვოკალისტის, რონი ჯეიმს დიოს გამოჩენით, რომელიც იმ დროისთვის ასევე მიჯაჭვული იყო ოკულტიზმს, ჯგუფმა როგორც იქნა ოზი ოსბორნის სრულფასოვანი შემცვლელი იპოვა.
1980 წელს გამოვიდა ალბომი "სამოთხე და ჯოჯოხეთი", ("Heaven and Hell"). ამ ალბომის შავ ყდაზე გამოსახულია სამი ანგელოზი სიწმიდის ორეოლებით თავზე, წითელი მანიკიურებით ფრჩხილებზე, რომლებიც თამაშობენ ბანქოს და ეწევიან სიგარეტს. როგორც ჩანს ესენი ჯოჯოხეთის ანგელოზები უფრო არიან, ვიდრე სამოთხისა (იხ. სურ. 5).
Black Sabbath - Mob Rules
1981 წლის მიწურულს ჯგუფმა გამოსცა მომდევნო ფირფიტა "ბრბოს კანონი" ("Mob Rules") (სურ. 6), რომლის სატიტულო კომპოზიციამ წარმოადგინა ოკულტურ-ფანტასტიკური ფილმის "მიძმე მეტალის" ("Heavy Metal") წამყვანი სიმღერა. ამის შემდეგ გამოვიდა ორმაგი ალბომი "ცოცხალი ბოროტება" ("Live Evil"), რომლის მოკლე სახელწოდებაში ასახულია ჯგუფის თვითშეფასება და ის, რაც მრავალათასეულ გულშემატკივარში ასოცირდება "ბლექ საბათთან".
ერთ-ერთ კონცერტზე რონი ჯეიმს დიომ ხალხს აჩვენა სატანური მისალმება, რომლის დროსაც აღიმართება საჩვენებელი და ნეკა თითები, რაც სიმბოლურად თხის (სატანიზმში თხა არის ეშმაკის სიმბოლო) რქებს გამოხატავს (იხ. სურ. 7). მომღერალმა ხმამაღლა შეჰკივლა ბრბოს და ბრბომაც ამავე სატანური მისალმებით უპასუხა როკ მომღერალს.
შემდეგ დიომ შეხედა ნიშანს, რომელიც ხელით გააკეთა და თქვა: "მხოლო ჩვენ ვიცით ამ ნიშნის მნიშვნელობა, რაც სინამდვილეში ნიშნავს: "გაუმარჯოს როკ'ენ'როლს!".
რონი ჯეიმს დიო
აი, როგორია რონი ჯეიმს დიოს სოლო ფირფიტის, - "წმინდა მყვინთავის" ("Holy Diver", 1983), გარეკანი. ბუნდოვანი პეიზაჟის შუაში გამოსახულია ეშმაკი, რომელიც სატანურად (ანუ თითების გარკვეული კომბინაციით) ესალმება ფირფიტის მყიდველს. მან ესესაა აღელვებულ ზღვაში გადააგდო ჯაჭვებით შეკრული ადამიანი, რომელშიაც, სრულებითაც არ არის ძნელი ამოვიცნოთ ღმრთისმსახური (სურ. ქვემოთ.
Ronnie James Dio - Holy Diver
სენსაცია იყო "ბლექ საბათის" რიგებში ექს "დიპ პარპლის", ვოკალისტ იან გილანის გამოჩენა, რომელმაც ძალიან მალე გადმოიღო დიოს მანერები, რომელმაც "ბლექ საბათი" 1983 წელს დატოვა.
"ისინი იქცევიან შეპყრობილებივით" _ აღწერს ერთი ახალგაზრდული ჟურნალი ახალი ფორმაციის გამოსვლას და აგრძელებს: "ალბომის გარეკანზე ეშმაკურად იღიმის ჯოჯოხეთის ახალშობილი პირმშოს მწვანეთვალება სახე. შუბლზე ამოსული რქები, მოელვარე კბილები, ბასრი ფრჩხილები თითებზე (სურ. 9). "ხელმეორედ დაბადებული" ("Born Again") - ამ ახალი და მრავლისმეტყველი ნაწარმოებით წარდგა "ბლექ საბათი" ჰარდ-როკის "დინოზავრი" სექტემბერში, გერმანული პუბლიკის წინაშე.
და მართლაც, "სატანური როკის თაყვანისმცემლები", როგორც დიდი სიამოვნებით უწოდებს საკუთარ თავს "ბლექ საბათი", ჯერ კიდევ იზიდავს ათასობით ფანს საკონცერტო დარბაზებში, სადაც ხმაურითა და ჯოჯოხეთური ძალით აღესრულება როკ-მესსები..., სქელი, მომწვანო-მოთეთრო ნისლი აწვება სცენას, როდესაც ჯგუფი იწყებს თავის გამოსვლას და მღერის "ხელმეორედ დაბადებულს", უკანა პლანზე, ტილოზე გამოიკვეთება "სტოუნჰენდჯი" ("Stonehandge")... ადგილი, სადაც ძველ ბრიტანეთში მსხვერპლებს სწირავდნენ, ხოლო წინ, მუხლებამდე სისხლში ჩაფლული, თითქოსდა დემონით შეპყრობილი, როკავს იენ გილანი და მაყურებელს "პარანოიდს" ("Paranoyd") ან "რკინის კაცს" ("Iron man") შეჰკივის, რომელიც ასევე ეშმაკის შეპყრობილივით როკავს შავი მესის ქვეშ და წივილ-კივილით ითხოვს უფრო მეტს". ჯგუფის ერთ ერთმა თაყვანისმცემელმა შენიშნა: "მათი მუსიკის ქვეშ" "კაიფის" დაჭერა შესაძლებელია ნარკოტიკების გარეშეც.
"ბლექ საბათის" ალბომი - "ხელახლა დაბადება" (ექს "დიპ პარპლის" იან გილანის მონაწილეობით)
ოზი ოსბორნი ("ლუციფერის რჩეული") როგორც უწოდა მას ერთმა მუსიკალურმა ჟურნალმა) სრულიად შეიპყრო იდეამ რაც შეიძლებოდა მაქსიმალურად გაეზარდა თავისი ოკულტური რეპუტაცია, რაც მოახერხა კიდეც და მოუტანა მას ოქროსა და პლატინის "წვიმები" რამოდენიმე მილიონი ფირფიტის გაყიდვით.
ოზი ოსბორნმა მანამ არ მოიშალა თავისი საზიზღარი ჩვეულება _ კონცერტზე გამოსვლის დროს თავი მოეჭამა ფრინველებისთვის სანამ, ერთხელაც თავი არ მოაჭამა მკვდარ ღამურას, რომელიც ერთ-ერთმა გულშემატკივარმა სცენაზე ამოუგდო და, რომლის შემდეგაც ცოფის საწინააღმდეგო აცრების სავალდებულო კურსის ჩატარება გახდა საჭირო.
ოზის სადებიუტო ალბომი "ოზის ქარიშხალი" ("Blizzard of Ozz" 1981) ერთმა ახალგაზრდულმა ჟურნალმა ასე აღწერა: "ფირფიტით "ოზის ქარიშხალი", რომელიც, როგორც ყოველთვის, მდიდარია სიმბოლიკით, ოზი ოსბორნი, "ბლექ საბათიდან" გამოსვლის შემდეგ ისევ გამოჩნდა არენაზე. ფირფიტის გარეკანზე გამოსახულია ოზი, რომელიც წევს ნისლით დაბურულ იატაკზე, შემოსილია მღვდლის წითელი ტანისამოსით, ადამიანის თავის ქალებით, შავი კატით და დიდი ჯვრით, რომელიც თავდასხმისთვის აღუმართავს (იხ. სურ. 10). ამიტომაც არ არის გასაკვირი, რატომ მიმართავს ოზი ოსბორნი ერთ ერთ თავის ცნობილ სიმღერაში თანამედროვეობის საკმაოდ ცნობილ ოკულტისტს, სატანის ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ თაყვანისმცემელს, ალისტერ კროულის:
"ბატონო კროული, მინდა ვიცოდე, რა გქონდათ მხედველობაში".
ამით, ოზი ოსბორნმა თავისი პატივი მიაგო ალისტერ კროულის (იხ. სურ. 11), და საკუთარი თავი შეიყვანა "გინესის რეკორდების წიგნში": ალბომი სიმღერით "Mr. Corwley" _ გრავირებული გამოსახულებით, გაიყიდა ყველაზე დიდი ტირაჟით.
დიდი მხეცი 666
ცნობილი ალისტერ კროული (1875-1947) მეოცე საუკუნის სატანისტთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. 1896 წელს სტოკჰოლმში მას თითქოსდა ჰქონდა ხილვა და ამ ხილვამ დაარწმუნა, რომ ის არის ანტიქრისტე. იმ დღიდან ასეც უწოდებდა საკუთარ თავს: "დიდი მხეცი - 666" ან "მხეცი უფსკრულიდან" (გამოცხ. 11:7) და ფიქრობდა, რომ ოკულტური ძალები მედიუმს, როგორც საკომუნიკაციო არხს, გამოიყენებდნენ კაცობრიობასთან კავშირის დასამყარებლად და თავიანთი ზეადამიანური ცოდნისა და შესაძლებლობების გამოსავლენად.
კროული თავის მისიას ხსნიდა იმით, რომ მას "აუცილებლად მოქმედებაში უნდა მოეყვანა ოკულტური ძალები, რომლებიც თავის აპოგეას მიაღწევდნენ ამ საუკუნის ბოლოს". თვითონ კროულის საკუთარი თავი წარმოედგინა წინასწარმეტყველად, რომელიც გახსნის ახალ ერას და გვერდზე მოისვრის დაძველებული და სიცოცხლისთვის უმაქნისი ქრისტეანობის ნარჩენებს. მეტად საგულისხმოა კროულის სიტყვები: "სატანა კაცობრიობის მტერი კი არ არის: ის სიცოცხლეა... სიყვარული... და სინათლეა"; "... გზა ზეცისკენ ჯოჯოხეთზე ძევს".
კროულის მიზანი იყო - გაეთავისებინა ადამიანს დემონური ძალა და მით მოეპოვებინა ბატონობა მთელს სამყაროზე. შავი მაგიისა და სატანიზმის, ასევე ნარკოტიკების ინტენსიურ გამოყენებასთან ერთად კროულის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გაუკუღმართებულმა სქესობრივმა ურთიერთობებმა. კროულის ნაცნობები და მეგობრები მას ახასიათებენ როგორც სექსუალურ მანიაკს მამაკაცებთან და დედაკაცებთან მისი უთვალავი კონტაქტის გამო. ინდურ ტანტრა-კულტისადმი მიდრეკილი, ის ქადაგებდა გაუკუღმართებულ სექსუალურ ურთიერთობას, როგორც სექსუალური მაგიის განუყოფელ ნაწილს. ასაკის მატებასთან ერთად კროული სულ უფრო და უფრო საშიში ხდებოდა და თავისი სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გზებს უკვე სადიზმში პოულობდა. თუ ნორმალური ადამიანი კუჭში გასვლისას ტუალეტით სარგებლობს, კროული ამას აკეთებდა ოთახში, პირდაპირ ხალიჩაზე. ამასთან, ის ამტკიცებდა, რომ მისი ექსკრემენტები სიწმინდეა.
აალისტერ კროულის ეკუთვნის მრავალი ლექსი თუ ნარკვევი, რომლებშიც ის გამოხატავს თავის ოკულტურ ფილოსოფიას და აღწერს ცდებს, რომელთა უმრავლესობა პორნოგრაფიულია. ძირითადი ნაშრომი "კანონთა
წიგნი" (The book of the law) კროულის 1904 წელს უკარნახა მისმა წინამძღოლმა სულმა, დემონმა აივასმა. ამ ანტიბიბლიაში კროულიმ გადმოსცა თავისი სატანური სწავლება და გამოიყვანა ძირითადი პოსტულატი: "აკეთე რაც გინდა - ეს არის მთელი კანონი!"
კროულის მიბაძვითა და ამ "მცნების" აღსრულებით აღმოცენდა საიდუმლო წეს-ჩვეულებათა და მათთან დაკავშირებული ოკულტური ლოჟების მთელი სამყარო. შავ მაგიაში ეშმაკის თაყვანისცემა აღესრულებოდა საშინელი წესების დაცვით, ადამიანთა მსხვერპლშეწირვის ჩათვლით.
ალისტერ კროული იყო ბოროტებისა და გარყვნილების ვნებით შეპყრობილი არსება, ბოროტების "ბაცილის" მატარებელი; თავისი ხილვებითა და შავი მაგიის პრაქტიკით მან დაასნებოვნა უამრავი ადამიანი და ჩაითრია ისინი ბოროტების მორევში. მისი წიგნების გაყიდვით ამოღებული თანხა დღეისთვის გამოიხატება ხუთნიშნა ციფრით.
ჟურნალისტი ჰოს კნაუტი წიგნში "ბოროტების აღთქმა" ("Das Testament des Bosen") წერს: "ის, რასაც ალისტერ კროულიმ მიაღწია თავი ცხოვრებაში, რასაც ასწავლიდა, აქვეყნებდა და პრაქტიკაში ნერგავდა, მრავალი ოკულტური ჯგუფისთვის გახდა სახელმძღვანელო. კროულის მეშვეობით მათ იპოვეს ახალი გზა ცხოვრებაში, ახალი იდეური მიმართულებები, ახალი რელიგია. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ევროპასა და აშშ-ში თავისი სწავლების გაფურჩქვნას კროული უკვე ვეღარ მოესწრო. იცხოვრა რა მშფოთვარე ცხოვრებით, კროული გარდაიცვალა 1947 წელს თავის სამშობლოში, ინგლისში, მარტოკა, გონებააშლილი და განარკომანებული".
კროულის ყველაზე სახელგანთქმულ მიმდევრებად და მისი სწავლების გამგრძელებლებად მოგვევლინნენ ჯიმი პეიჯი, მსოფლიოში სახელგანთქმული, ამჟამად დაშლილი ჯგუფის, "ლედ ზეპელინის" (Led Zeppelin - ტყვიის დირიჟაბლი) ლიდერი (გიტარისტი - მთარგმნ.) და კინორეჟისორი კენეტ ანჯერი, რომელმაც დაამკვიდრა მსოფლიოში ალისტერ კროულის კულტი და მის სულიერ სამყაროს აზიარა ჯგუფი "როლინგ სტოუნზი" (Rolling Stones).
როდესაც ჯიმი პეიჯი ტურნეს ან სტუდიაში მუშაობის შემდეგ ახალი ძალებით "დამუხტვას" მოისურვებდა, ის განმარტოვდებოდა ტბა "ნესი"-სთან მდებარე სახლში "Boleskine". მოჩვენებებით სავსე ეს სახლი ადრე ალისტერ კროულის საკუთრება იყო, რომელიც იქ თავის საიდუმლო კულტში "ნათლობის" ოკულტურ რიტუალებს ასრულებდა. პეიჯი იყო არა მარტო მუსიკოსი, არამედ მაღაზიის, კერძოდ, ოკულტური ლიტერატურის მაღაზიის მფლობელი. ცნობილი გიტარისტი ასეთ განმარტებას იძლეოდა: "ლონდონში არ იყო ოკულტური ლიტერატურის კარგი კრებულები, ამიტომაც მიწევდა სხვადასხვა ადგილებში მოგზაურობა, რომ მეშოვა სასურველი წიგნი".
ალისტერ კროულის ყოფილი სახლი ტბა "ლოხ-ნეს"-თან, რომელიც შემდგომ შეიძინა ჯიმი პეიჯმა და იქ კროულისეული სულისკვეთება აღადგინა.
"ლედ ზეპელინის" ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული სიმღერაა "კიბე ზეცამდე" (Stearway to heaven), რომელშიც ეგვიპტური მითოლოგიის იმავე სახელწოდების კულტს ეძღვნება. ამ სიმღერის ტექსტში ჩადებულია სატანური სარწმუნოების სიმბოლოს დაშიფრული შინაარსი! თუ ფირფიტას, რომელშიც ეს სიმღერაა ჩაწერილი (ეს არის "ლედ ზეპელინის" IV ალბომი - მთარგმნ.) უკუღმა დაატრიალებთ, რაც ჩვეულებრივ ფირსაკრავზე შეუძლებელია, ასეთ ფრაზებს მოისმენთ:
"Listen! We have been there... I will sing, because I live with Satan... Sevr me! There is no escaping it... with Satan... if we've got to live for Satan... Master Satan..." "მისმინე! ჩვენ იქ ვიყავით.. მე ვმღერი, რადგან ვცხოვრობ სატანასთან ერთად... მემსახურე!.. იქ არ არის გადარჩენა... თუ გვინდა ვიცხოვროთ სატანისთვის... ბატონ-პატრონი სატანაა".
ფირფიტის უკუღმა ჩაწერის ხერხი ("შებრუნებული შენიღბვა"), რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა, დიდი ხანია ცნობილია. არ არის გამორიცხული, რომ ეს მეთოდიც ალისტერ კროულის შემუშავებული იყოს, რომელიც ასწავლიდა, რომ ყოველს, ვინც კი დასაქმებულია სატანიზმით, უნდა შეეძლოს "აზროვნება, გაგება, ლაპარაკი, კითხვა და წერა ამგვარ შებრუნებულ ენაზე".
"ლედ ზეპელინი". სურათის ზემოთ განთავსებულია ჯგუფის და პირადად პეიჯის ლოგოები (Zoso), რომელთაც ოკულტური მნიშვნელობა გააჩნიათ
მოვიყვანთ "შებრუნებული შენიღბვის" კიდევ ერთ მაგალითს. ჯგუფ "არკანზასის შავი მუხა" (Black Oak Arkansas) აქვს სიმღერა "როდესაც ელექტრობა მოვიდა არკანზასში". ამ სიმღერის ერთ-ერთ ნაწილში, მომღერალი იმეორებს უაზრო სიტყვებს. თუ ფირფიტას დავატრიალებთ უკუღმა, ყველაფერი გასაგები გახდება: "სატანა, სატანა, სატანა. ის ღმერთია, ის ღმერთია, ის ღმერთია".
"ბლექ ოუკ არკანზასი" (Black Oak Arkansas)
ყოველი როკ-ჯგუფის წარმარტების გადამწყვეტი ფაქტორი არის ენერგია: უნარი, გადასცე ის პუბლიკას, მიიღო და ისევ გადასცე. სინამდვილეში როკ-კონცერტი სხვა არაფერია, თუ არა რიტუალი, რომლის დროსაც ხდება ფსიქიური ენერგიის გამოთავისუფლება და გადაცემა. "ლედ ზეპელინის" კონცერტები, არსებითად, დაფუძნებულია, გაძლიერებულ ჟღერადობაზე, განმეორებადობაზე და რიტმზე. მას ბევრი აქვს საერთო მაროკოს ტრანსმუსიკასთან, რომელიც თავისი წარმომავლობით და დანიშნულებით მაგიურ ხასიათს ატარებს - მუსიკა, ფერწერა და ლიტერატურა აღმოცენებულია შელოცვებისა და მაგიისგან და გამოიყენება განსაზღვრული დანიშნულებით. "ლედ ზეპელინის" კონცერტებზე მუსიკოსებისა და პუბლიკის მიზანია ენერგია. მის მისაღწევად აუცილებელია მაგიური ძალის წყაროსთან შეერთება, როგორი სახიფათოც უნდა იყოს ეს" (ჯიმი პეიჯი. "ლედ ზეპელინის" ლიდერი და გიტარისტი).
"როლინგ სტოუნზი"
"როლინგ სტოუნზი" - ეს ერთობ პოპულარული ჯგუფი დასაშვებად მიიჩნევდა ფლირტს სატანის კულტთან. უკვე 1967 წელს გამოვიდა ამ ჯგუფის ალბომი (როკ-მუსიკის სამყაროში ასე უწოდებენ გიგანტ ფირფიტას - მთარგმნ.) სახელწოდებით "მისი სატანური უდიდებულესობის სურვილი" ("Their Satanic Majesties Request"). შემდგომში მიკ ჯაგერმა, "სტოუნზების" ვოკალისტმა, აღიარა, რომ ჯგუფის ამ ფირფიტის გამოცემის შთამაგონებელი იყო თვით ანტონ ლავეი, სატანის ეკლესიის მღვდელმთავარი. მოგვიანებით გამოჩნდა გახმაურებული სიმღერა "სიმპათია ეშმაკისადმი" ("Sympathy for the devil"), რომელიც ამერიკელი სატანისტების ჰიმნი უნდა გამხდარიყო.
ტონი სანკეზი, "სტოუნზის" ერთ-ერთი მეგობარი, ჯგუფის ერთი კონცერტის შესახებ ჰყვება: "როდესაც სიმღერის "სიმპათია ეშმაკისადმი" შესრულებამ მიაღწია თავის კულმინაციას, ჯაგერმა ჩამოიხია თავისი წითელი მაისური და გამოაჩინა საზიზღარი ტატუირება, რომელზეც გამოსახული იყო ეშმაკი. საკუთარ თავს ვკითხე: "ხომ არ არის ჯაგერი გატაცებული შავი მაგიით იმაზე უფრო მეტად, ვიდრე ჩვენ ვვარაუდობდით?"
ჟურნალში "როლინგ სტოუნზ" (ეს არის ჟურნალი, რომელიც მთლიანად ეძღვნება როკ-მუსიკას - მთარგმნ.) გიტარისტმა კეიტ რიჩარდმა ხაზი გაუსვა: "შავი მაგია - ეს ისეთი რამეა, რაც ყველამ უნდა შეისწავლოს. ის საკუთარ თავში შეიცავს დიდ შესაძლებლობებს. ბევრი გაეთამაშა მაგიას და აქედანაც კი მიიღო თითოეულმა რაღაც. საიდან აღმოცენდა ვუდუს კულტი (აფრიკელთა შავი მაგია)? ყოველივე ეს უარყოფილია, როგორც ცრუმორწმუნეობა და მონაჩმახი. მე არა ვარ ექსპერტი და არც დავიწყებ ამის მტკიცებას. მე მხოლოდ ვცდილობ, როგორც შემიძლია, მივიყვანო ეს საზოგადოების ცნობიერებამდე... ზოგიერთი მაგი ჩვენ ლუციფერის საიდუმლო აგენტებად მიგვიჩნევს, სხვები კი ფიქრობენ, რომ ჩვენ თვითონ ვართ ლუციფერები".
"როლინგ სტოუნზის" ალბომის სახელწოდება "Get Yer Ya-Ya's Out" (1970) წარმოსდგება გამოთქმიდან, რომელიც გამოიყენება ვუდუს კულტში. ფირფიტის "თხის თავის წვნიანი" ("Goat's Head Soup" – 1973) ჩაწერილი იყო ვუდუს რიტუალის თანხლებით. ერთ-ერთ სიმღერაში შესაძლებელია ეშმაკით შეპყრობილის ყვირილის მოსმენაც. ალბომის შიდა მხარეზე გამოსახულია თხის მოჭრილი თავი, რომელიც ადუღებულ ქვაბში დაცურავს. ეს არის სატანიზმის კლასიკური სიმბოლო (თხის თავი ლუციფერის ნიშანია და მას საკმაოდ ხშირად გამოსახავენ მეტალისტური როკ ჯგუფები. იხ. გალერეა).
ზემოთქმულის გათვალისწინებით, აღარ უნდა გაგვიკვირდეს კეიტ რიჩარდის აღმოჩენა, რომ "სტოუნზის" სიმღერები აღმოცენდებიან სრულიად სტიქიურად, თითქოსდა სპირიტულ სეანსებზე იყოს შთაგონებული. მან განმარტა, რომ ამ სიმღერებს მათი შემთხზველები დიდი რაოდენობით წერენ, იმ შემთხვევაში, თუ ისინი გახდებიან სასურველი და გახსნილი მედიუმები.
"როლინგ სტოუნზის" ალბომის Goat's Head Soup გარე და შიდა მხარეები
ცეცხლთან თამაში
განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს კროულის მოწაფის კენეტ ანჯერის კავშირი "როლინგ სტოუნზთან". ანჯერი საკუთარ თავს უწოდებს კინოს ჯადოქარს, რომელმაც თავის ფილმებში ხორცი შეასხა კროულის იდეებს მაგიაზე, სექსზე და ძალადობაზე. მის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებად მიჩნეულია ფილმი "ლუციფერის აღზევება" ("Lucifer Rising"), რომელიც ალისტერ კროულის სატანური ვერსიის ეკრანიზაციაა.
ფილმში მთავარი როლის შემსრულებლად კენეტ ანჯერმა აირჩია "სტოუნზის" მომღერალი მიკ ჯაგერი. ამ როლის ყოფილი შემსრულებელი, გიტარისტი ბობი ბიუსოლეილი გაურკვეველი მიზეზებით უცებ აბობოქრდა, გაიქცა და შემაძრწუნებელი მკვლელობა ჩაიდინა, შემდეგ კი თავისი მსხვერპლის სისხლით კედელზე სკრიპტული ნიშნები მიახატა.
"რაღაც ზომით ჩვენ ყველას გვეშინოდა კენეტისა, - აღიარა ტონი სანკეზმა, - მის გარშემო ხშირად ხდებოდა აუხსნელი რამ". იმ დამთრგუნველი გრძნობის მიუხედავად, რომელსაც ეს ყოველივე იწვევდა, კომპოზიტორმა მიკ ჯაგერმა ფილმისთვის "ჩემი ძმა დემონის გამოძახება" გამოიყენა ჰიპნოტური ჟღერადობის ფრაგმენტი კომპოზიციიდან "ლუციფერის აღზევება' და ლუციფერის როლიც თავად შეასრულა. ერთ-ერთმა კინოკრიტიკოსმა ასე შეაფასა ფილმი: "... ეს არის ჯოჯოხეთური ფანტასმაგორია, რომელშიც ანჯერი შეულოცავს დემონებს, აღასრულებს შავ მესას და საიდუმლო ხილვებს გამოსახავს".
რეჟისორი - სატანისტი კენეტ ანჯერი (Cenneth Anger)
მიკ ჯაგერი, უეჭველად, შემდგომშიც სიამოვნებით გამოიყენებდა თავის ტალანტს ანჯერის სამსახურში, რომ არა ერთი შემთხვევა, რომელსაც მეტად მძიმე შედეგები მოჰყვა. ეს მოხდა 1969 წლის 6 დეკემბერს. შტატებში ტურნეს მიწურულს, დამასრულებელ აკორდად "სტოუნზმა" უფასო როკ-ფესტივალის მოწყობა გადაწყვიტა. ადგილიც შეირჩა: ალტამონტ სპიდვეი - მიტოვებული ავტოტრასა სან-ფრანცისკოს მახლობლად.
ალტამონტი თავისი სამიათასიანი პუბლიკით უნდა გამხდარიყო სისხლიანი სასაკლაო, რომელიც მოაწყვეს ჯგუფ "ჯოჯოხეთის ანგელოზების" წევრებმა ("ჯოჯოხეთის ანგელოზებად" იწოდებოდა ე. წ. "ბაიკერების" დაჯგუფება - მთარგმნ.) და რომლებიც "სტოუნზებმა" მოიწვიეს მორიგეებად - ფესტივალზე "წესრიგის" დასამყარებლად და რომლებმაც ყველაზე მხეცური ფორმით დაიწყეს პუბლიკის ტერორიზება (იხ. გალერეა).
სრული და საბოლოო კატასტროფა საღამოს, ფესტივალის აპოგეაზე , "როლინგ სტოუნზის" გამოსვლის დროს მოხდა. სიმღერის "კეროლ" შესრულებისას ერთი ახალგაზრდა წყვილი სრულიად გაშიშვლდა და გაემართა სცენისკენ, როგორც საკურთხევლისკენ, რათა იქ "ჯოჯოხეთის ანგელოზთა" ჩექმებისა და ხელკეტებისთვის თავგანწირულს "მსხვერპლშეწირვის" რიტუალი აღესრულებინა და ამგვარი უცნაური ფორმით საკუთარი თავი "მსხვერპლად" (ანუ საცემად - მთარგმნ.) მიეტანა. - იუწყება ტონი სანკეზი.
"როლინგ სტოუნზის" გამოსვლა ალტამონტზე
რაც უფრო უხეშად სცემდნენ მათ, მით უფრო თვალსაჩინო ხდებოდა, რომ რაღაც უხილავი ძალა აიძულებდა ამ ორ ახალგაზრდას მსხვერპლად შეეთავაზებინა საკუთარი თავი სატანის ამ აგენტებისთვის. ძალადობამ ყოველგვარ წარმოდგენას გადააჭარბა. ყველაფერი ძველი რიტუალივით გამოიყურებოდა: მსხვერპლს არათუ არ სურდა, არამედ სიამოვნებდა კიდევაც ეს ტანჯვა და მხეცური მოპყრობა".
როდესაც "სტოუნზმა" დაიწყო სიმღერა "სიმპათია ეშმაკისადმი", "ანგელოზები" მსმენელებს დაერივნენ და დაუნდობლად ურტყამდნენ. შეუძლებელი შეიქნა სცენასთან მოწყობილი შეტაკების შეჩერება. კონცერტი სრულიად უკონტროლო გახდა. მიკ ჯაგერმა წაიბუზღუნა: "ამ ნომრის შესრულებისას ყოველთვის რაღაცა ხდება".
"სიმღერაში "სიმპათია ეშმაკისადმი" მოხდა მთელი იმ დამანგრეველი ბოღმის კონცენტრაცია, რომელიც ბრბოში დუღდა, - განმარტა სანკეზმა. "სატანის ანგელოზებმა" სისხლი იყნოსეს, ჰაერში მკვლელობის "სუნი" დატრიალდა, იელვა დანებმა. "სტოუნზი" ყოველთვის ეთამაშებოდა ძალადობას და არც ახლა შეეძლო გათავისუფლებულიყო იმ ბოროტი სულებისგან, რომლებსაც მომღერლებმა თვითონვე უხმეს".
"ჯოჯოხეთის ანგელოზები" და ჩხუბი ალტამონტზე
შემდეგ, როდესაც მიკ ჯაგერმა, რომლეიც ლუციფერს განასახიერებდა, დემონურ პოზაში დაიწყო როკ-სპექტაკლიდან სიმღერის "ჩემი ძალაუფლების ქვეშ" ("Under My Tumb") შესრულება, თვრამეტი წლის ზანგი ბიჭი, მერედიტ ჰანტერი პირდაპირ სცენასთან მოკლეს "ჯოჯოხეთის ანგელოზებმა" (იხ. ფოტომასალა)! აი ასე, სიკვდილითა და ძალადობით დამთავრდა "როლინგ სტოუნზის" გამოსვლა.
მერედიტ ჰანტერის მკვლელობა (სურათზე მწვანე ფერის შარვალ-კოსტიუმში) ალტამონტზე
ალტამონტის ღონიძიებამ კიდევ სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. "ფესტივალის ადგილზე, რომელიც გადაჭედილი იყო ადამიანებით, კარვებითა და მოძრავი აპარატურით, აღირიცხა სულ ცოტა ოცამდე მძიმე შემთხვევა. ერთი "პლიმუტი" დიდი სიჩქარით შეიჭრა ბრბოში და ორი ადამიანი იმსხვერპლა.
ნარკოტიკებით გაბრუებული ახალგაზრდა არხში ჩაიხრჩო; მეორე ცეცხლში ჩავარდა და მძიმე დამწვრობებით საავადმყოფოში გააქანეს. 19 ექიმი და 6 ფსიქიატრი ქანცის გაწყვეტამდე ემსახურებოდა ახალგაზრდებს და ცდილობდა ხან ნარკოტიკულირ გაბრუებიდან, ხან ადრეული მშობიარობიდან და ხან კიდევ ჩხუბში მიღებული ჭრილობებისგან მათ გადარჩენას.
მიკ ჯაგერი იმდენად შოკირებული იყო სატანიზმის გამოვლენით ალტამონტზე, რომ იმწამსვე გაწყვიტა კონტრაქტი ანჯერთან და მის ფილმში მონაწილეობაზე უარი თქვა. "თავიდან, - განმარტავდა ანჯერი,- ის მთელ ამ მაგიას აღიქვამდა, როგორც თამაშს, მაგრამ ახლა ეს გახდა რეალობა, რომელსაც შეეძლო მთელი ჯგუფი დაეშალა. კიდევ ორ თუ სამ ასეთ "ალტამონტს" "სტოუნზი" უკვე ვეღარ გაუძლებდა. მიკ ჯაგერმა ფილმი აღიქვა, როგორც მხიარული ხუმრობა და მოულოდნელად აღმოჩნდა იმდენად გაოგნებული, რომ ყოველივე ამაში ვერანაირი კმაყოფილება ვეღარ იპოვა".
ალტამონტის სისხლიანი სასაკლაოს შემდეგ "როლინგ სტოუნზი" ჩამოშორდა კროულის მაგიას და, დარჩა რა სცენაზე, ნაკლებად სარისკო საქმეს - რეკლამას მიუბრუნდა. მათ კოლეგას კი, გრეჰემ ბონდს, თავისი მაგიური აქტივობისთვის დიდი საფასურის გადახდამ მოუწია. საქსოფონისტი და კლავიშებიან ინსტრუმენტებზე დამკვრელი ბონდი, რომელიც საკუთარ თავს კროულის უკანონო შვილად მიიჩნევდა, სიცოცხლეს გამოესალმა:
"როგორც მისი მენეჯერი მოწმობს, ბონდი არ იყენებდა ნარკოტიკებს, როდესაც 1974 წლის 8 მაისს ლონდონის პარკის, ფინსბურის, გავლით მეტროსკენ მიემართებოდა, საკმაოდ ოპტიმისტური განწყობა ჰქონდა ფირფიტის გამოსაცემად დადებული ახალი ხელშეკრულების გამო. მატარებელმა, რომლის ქვეშაც ბონდი აღმოჩნდა, იმდენად დაასახიჩრა იგი, რომ მხოლოდ ორი დღის შემდეგ, თანაც თითების ანაბეჭდებით გახდა შესაძლებელი მისი პიროვნების ამოცნობა. ერთადერთი, რაც დაუზიანებელი დარჩა, იყო ვერცხლის მაგიური ამულეტი, რომელსაც მკერდზე ატარებდა.
ამ უბედური შემთხვევის შემდეგ ბონდის მეგობარმა გოგონამ, დიანა სტიუარტმა, ჟურნალ "ახალი მუსიკალური ექსპრესისადმი" მიცემულ ინტერვიუში შეძრწუნებულმა გაიხსენა, რომ ერთი ფირფიტის ჩაწერისას, "იმ დროს, როდესაც მუსიკოსი ატარებდა "ნათლის გადმოყვანის" (The bringing down of the light) კროულისეულ რიტუალს, უეცრად მთელს სტუდიაში კედელს ცეცხლი წაეკიდა".
ადგილმდებარეობის განსაზღვრა
ოკულტიზმი და მაგია, სატანა და დემონები - რა იმალება ყოველივე ამის უკან? არის თუ არა რაიმე სარწმუნო ამაში? ჩვენს განათლებულ, მატერიალისტურ საუკუნეში ყველაფერი ეს ბევრს არარეალურად ეჩვენება და მათი არსებობისადმი რწმენაც გამოიყურება, როგორც “ბნელი მატერიალიზმის” რელიქტი. ხშირად გვესმის ასეთი არგუმენტი: “მხოლოდ გაუნათელებელ ადამიანებს სჯერათ ჯერ კიდევ სატანისა და დემონების არსებობის”. ან კიდევ: “ნუთუ ამ “უაზრობაში” არის რაიმე? მაგრამ ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არის რეალობა, და არიან ადამიანები, მათ შორის ცნობილი როკ-მუსიკოსები, რომლებიც ანგარიშს უწევენ ბოროტების ამ ძალებს.
პირველ ორ თავში ჩვენ გავეცანით ცალკეულ როკ-ჯგუფებს და მუსიკოსებს, რომლებიც საკმაოდ ნათლად მოწმობენ ბნელ ძალთა არსებობასა და მოქმედებას. მომდევნო თავებში ჩვენ დავიმოწმებთ კიდევ რამოდენიმე მაგალითს. მაგრამ იმისათვის, რათა სწორად გავიგოთ ეს ფაქტები და მივცეთ მათ შესაბამისი შეფასებები, საჭიროა გავეცნოთ დამატებით ინფორმაციას.
დემონთა სამყაროსადმი რწმენა, რომლებთანაც ადამიანს შეუძლია შევიდეს კონტაქტში და რომეთაც ძალუძთ ზეგავლენა მოახდინონ მასზე, საყოველთაოდ არის გავრცელებული. არა მხოლოდ ე. წ. “პრიმიტიულ” ხალხებს სჯერათ მათი არსებობის, არამედ დასავლეთის კულტურულ წრეებსაც.
“ჩვენს დროში, არანაკლებ ოცი მილიონი ევროპელი გატაცებულია ოკულტიზმით, - ამტკიცებს ჟურნალისტი ხორსტ კნაუტი, - მას მიუძღვნა საკუთარი თავი გერმანიის მოსახლეობის სამ მილიონამდე ადამიანმა და, გარდა ამისა, ხუთიდან ათ მილიონამდე ადამიანი გამოხატავს თავის დიდ სიმპათიას ამ საიდუმლო მეცნიერებებისადმი და სურს “თავი დაიზღვიოს” მათში”.
აშშ-დან იტყობინებიან, რომ დაახლოებით ათი მილიონი ამერიკელი აქტიურად მიმართავს ჯადოქრობას, შავ მაგიასა და სატანის კულტს. ჯადოქართა საზოგადოებები, ასევე სატანისტური ორგანიზაციები სოკოებივით მრავლდებიან გერმანიაშიც. ოკულტიზმით აქტიურად გატაცებულთა რიცხვი აქ გამოიხატება ხუთნიშნა ციფრით.
სპირიტთა რაოდენობა სამოცდაათიდან ას მილიონამდე აღწევს. მათი უმთავრესი ცენტრი არის ბრაზილიაში, სადაც გამოიცემა დაახლოებით 150-ზე მეტი სპირიტუალური გაზეთი. მილიონობით ადამიანი, რომელთა შორის არის მრავალი უმაღლესი განათლების მქონე, მყარად არის დარწმუნებული ზებუნებრივ ძალთა არსებობაში. იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც შეუძლიათ სხვებსაც გაუზიარონ თავიანთი ოკულტური, ანუ უხილავ ძალებთან კონტაქტების გამოცდილება (რომელი ძალებიც ზემოქმედებენ ხილულ სამყაროზე), იმდენად დიდია, რომ ამის უარყოფა პრაქტიკულად არის შეუძლებელი.
ბიბილია მკაფიოდ მოწმობს ამ ზებუნებრივ ძალთა არსებობას. ბიბლიის ღმრთითშთაგონებულ ავტორთათვის მათი არსებობა უეჭველი ფაქტია. ოს გუინესსი ამასთან დაკავშირებით წერს: “ქრისტეანული აზროვნებისთვის ბუნებრივსა და ზებუნებრივს შორის იმაში კი არ მდგომარეობს, რომ პირველი უფრო რეალურია, ვიდრე მეორე. პირიქით, თუმც ბუნებრივი სამყარო ხილულია, ხოლო ზებუნებრივი - უხილავი, ისინი თანასწორად რეალურნი არიან”.
გუსტავ დორე. "და თქუა ღმერთმან: იქმენინ ნათელი და იქმნა ნათელი" (დაბ. 1:3)
ღმერთი არის როგორც ხილული, ასევე უხილავი სამყაროს შემოქმედი. ღმერთი უხილავია ადამიანისთივს, რადგან კაცი, რომელიც შეიქმნა “მიწის მტვრისგან”, ცხოვრობს ხილულ სამყაროში. ადამიანის ბუნებრივი ყოფიერება განსაზღვრულია სივრცითა და დროით. საბუნებისმეტყველო შემეცნების ფარგლებში ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი შეხედულებები მხოლოდ ხილული სამყაროს შესახებ. იმქვეყნიური რეალობა ამგვარ შემეცნებას და კვლევას არ ექვემდებარება, ამიტომაც შეუძლებელია მეცნიერებამ კვლევითი მეთოდებით სწორი საბუნებისმეტყველო დასკვნები გამოიტანოს მის შესახებ. “ის, რისი გამოკვლევაც შეუძლებელია, არ არსებობს!” - სამწუხაროდ , ასეთი დასკვნა დღეს მრავალს გამოაქვს. მათთვის ყოფიერება მთავრდება იქ, სადაც შეუძლებელია საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მეთოდების გამოყენება. სწორად ბრძანებს ორტვინ შვეიცერი, რომელმაც ღრმად შეისწავლა ეს პრობლემა:
“შემეცნების თითოეული საგანი ითხოვს შემეცნების განსაზღვრულ მეთოდს. არასწორი მეთოდი ან ვერ მოგვცემს ვერანაირ შედგეს, ან კიდევ შედეგი იქნება არასწორი. აქედან გამომდინარე: თუ მე ვერ ვღებულობ რეზულტატს, ან არ არსებობს შემეცნების საგანი, ან მისი შემეცნების მეთოდი არის უვარგისი. როდესაც მსგავს მიდგომას იყენებენ ღმრთის არსებობის შესამეცნებლად, უნდა გავაკეთოთ დასკვნა: თუ მე არ შემიძლია შევიმეცნო ღმერთი, ის ან არ არსებობს, ან კიდევ (რაზეც არავინ არ ფიქრობს) შემეცნების ჩემი მეთოდი იყო არასწორი”.
მაგრამ როგორ შეუძლიათ ადამიანებს შეიმეცნონ ღმერთი? ბიბლია ასე პასუხობს ამ შეკითხვას: “რამეთუ მეცნიერებაჲ იგი ღმრთისაჲ ცხად არს მათ შორის, რამეთუ ღმერთმანვე გამოუცხადა მათ” (რომ. 1: 19). მაშ როგორ შეიმეცნება ან იხილვება ღმერთი? ბიბილიას ამაზეც გააჩნია პასუხი: “რამეთუ უხილავი იგი მისი დაბადებითგან სოფლისაჲთ ქმნულთა მათ შინა საცნაურად იხილვების, და სამარადისოჲ იგი ძალი მისი და ღმრთეებაჲ” (რომ. 1:20).
კერპთაყვანისმცემლობისა და კერპთმსახურების სხვადასხვა ფორმების აღმოცენების შედეგად, ადამიანური ცნობიერება ღმრთის პიროვნებასთან მიმართებაში დეგენერირებს. “ღმრთის ყოფიერების სრული უარყოფის ტენდენცია თვალსაჩინოა თანამედროვე საზოგადოებაში” , - ამტკიცებს მატერიალიზმი, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის გადაგვარებული აზროვნების თანამედროვე ვარიანტი. მაგრამ ეს ათეისტური თვალსაზრისი არ არის ახალი. ჯერ კიდევ სამი ათასი წლის წინ ბიბლიაში მას მიეცა ასეთი შეფასება: “თქვა უგუნურმან გულსა შინა თვისსა: არა არს ღმერთი” (ფსალმ. 13:1).
ამრიგად, ჩვენ დავადგინეთ, რომ გონებით მხოლოდ ღმრთის აღიარება არის შესაძლებელი. ამასთან დაკავშირებით იბადება მეტად მნიშვნელოვანი კითხვა: არსებობს თუ არა სხვა მეთოდი, გარდა გონებით შემეცნებისა, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი იქნებოდა ღმრთის შემეცნება? დიახ, ასეთი გზა არსებობს! ბიბლიის პასუხი ამ შეკითხვაზე ასეთია: ეს გზა არის - რწმენა. ამასთან, აქ არ იგულისხმება რაღაც ბუნდოვანი, იმ გამოთქმის მსგავსი, სადაც ნათქვამია: “მე მწამს, რომ, შესაძლოა, სადღაც არსებობს კიდეც ღმერთი, მაგრამ ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული ამაში”. ბერძნული სიტყვა რწმენა, რომელიც გამოიყენება ძველ ბიბლიურ ტექსტებში, ნიშნავს “ნდობას”. ბიბლია ასეთ განსაზღვრას აძლევს რწმენას: “ხოლო არს სარწმუნოებაჲ მოსავთა მათ ძალ, საქმეთა მამხილებელ არა-ხილულთა, რამეთუ ამას შინა იწამნეს მოხუცებულნი” (ებრ. 11:2, 3).
რწმენის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, სხვათა შორის ნათქვამია: “ხოლო თჳნიერ სარწმუნოებისა ვერ შესაძლებელ არს სათნო-ყოფაჲ; რამეთუ სარწმუნოებაჲ უღირს რომელი მოუჴდების ღმერთსა, რამეთუ არს, და მეძიელებლთა მისთა სასყიდლის მიმცემელ ექმნების” (ებრ. 11:6).
მაგრამ შეიძლება თუ არა ვიპოვოთ ღმერთი და შევიდეთ მასთან კონტაქტში? რა სარგებელია კაცისთვის სწამდეს ღმრთის არსებობა, მაგრამ ვერ უკავშირდებოდეს მას? რა დგას ღმერთსა და კაცს შორის, რა აბრკოლებს მათ შორის კავშირს? ბიბლიური პასუხი ამ შეკითხვაზე ნათელს ფენს უპირველესად ყოვლისა ადამიანის ნეგატიურ მდგომარეობაზე: თითოეული ადამიანი დამნაშავეა ღმრთის წინაშე. ადამიანმა ღმერთს შესცოდა. ცოდვის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანმა ისურვა ეცხოვრა არა ღმრთის, არამედ საკუთარი ნების მიხედვით, ღმრთისგან დამოუკიდებლად და არა აქვს მნიშვნელობა ეს იყო მის წინააღმდეგ შეგნებული ამხედრების მიზეზი, თუ ადამიანური შეცდომა - ადამის შეცდომის გამო ყველამ, მის მოდგმაში დაიმსახურა სიკვდილი: “ყოველთავე შესცოდეს და დაკლებულ არიან დიდებისაგან ღმრთისა” (რომ. 3:22-23). ამიტომაც “საგზალი ცოდვისაჲ სიკუდილი არს” (რომ. 6:23).
ცოდვამ წარმოშვა სრული და სამარადისო გაყოფა ღმერთთან: “რაჲ მოყუსება არს სიმართლისა და უშჯულოებისა? ანუ რაჲ ზიარებაჲ არს ნათლისა და ბნელისა?” (2 კორინთ. 6:14). აქვს თუ არა გამოსავალი ადამიანს? დიახ არსებობს, რადგან ღმერთს “…ყოველთა კაცთაჲ ჰნებავს ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ” (1 ტიმ. 2:4). ამიტომაც: “რამეთუ ჟამნი იგი უმეცრებისანი უგულებელს-ყვნა ღმერთმან და აწ ამცნებს ყოველთა კაცთა ყოველსა ადგილსა შენანებად” (საქმე 17:30).
შეინანო, ეს ნიშნავს შეცვალო შენი დამოკიდებულება ცოდვასთან და საკუთარ თავთან; სრულიად დაეთანხმო უფლის სამართლიან განსაზღვრებას, რომ ცოდვილნი ვართ მის წინაშე და, რომ “ჩუენ სამართლად ღირსი, რომელი ვქმენით, მოგუეგების” (ლუკა 23:41). ღმერთს ნებავს არა მარტო ჩვენი ცოდვილიანობის აღიარება მის წინაშე, არამედ მისდამი მორჩილებაც, რათა ამგვარად შესაძლებლობა მიეცეს ადამიანს საკუთარი ცოდვების აღხოცვისა. ამისთვის ორი ათასი წლის წინათ ღმერთმა წარმოაგზავნა ძე თვისი მხოლოდშობილი, იესუ ქრისტე, რათა მას აეღო ცოდვანი კაცთა. ჯვარზე თავისი სიკვდილით იესუ ქრისტემ კაცობრიობის ცოდვები გამოისყიდა. ზემოთ დამოწმებული იყო ორი ადგილი ბიბლიიდან, სადაც ნაჩვენებია ყველა ადამიანის უბადრუკი მდგომარეობა. ამ ციტატების გაგრძელება გვიჩვენებს გამოსავალსაც ამ მდგომარეობიდან. “ხოლო სიმართლე ღმრთჲსაი სარწმუნოებითა იესუ ქრისტესითა ყოველთა მიმართ და ყოველთა ზედა მორწმუნეთა, რამეთუ არა არს განწვალება, რამეთუ ყოველთავე შესცოდეს და დაკლებულ არიან დიდებისაგან ღმრთისა” (რომ. 3:22-24). “რამეთუ საგზალი ცოდვისაჲ სიკუდილი არს, ხოლო ნიჭი ღმრთისაჲ – ცხორებაჲ საუკუნოჲ ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა” (რომ. 6:23).
როდესაც ჩვენ ჭეშმარიტად ვირწმუნებთ უფალ იესუს, მაშინ ჩვენს ცხოვრებაში ხდეება დიდი ცვლილება: “და ქრისტე ყოველთათჳს მოკუდა, რაჲთა ცხოველნი იგი არღარა თავთა თჳსთათჳს ცხოველ იყვნენ, არამედ მათთჳს მომკუდრისა მის და აღდგომილისა” (2 კორინთ 5:15). იესუ ქრისტეს თითოეული ადამიანის ცხოვრების გარდაქმნა ნებავს.
უხილავი რეალობა: სატანა
გუსტავ დორე. სატანის დაცემა
ღმერთი არის როგორც ხილული, ასევე უხილავი სამყაროს შემოქმედი. ღმერთი უხილავია ადამიანისთივს, რადგან კაცი, რომელიც შეიქმნა “მიწის მტვრისგან”, ცხოვრობს ხილულ სამყაროში. ადამიანის ბუნებრივი ყოფიერება განსაზღვრულია სივრცითა და დროით. საბუნებისმეტყველო შემეცნების ფარგლებში ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი შეხედულებები მხოლოდ ხილული სამყაროს შესახებ. იმქვეყნიური რეალობა ამგვარ შემეცნებას და კვლევას არ ექვემდებარება, ამიტომაც შეუძლებელია მეცნიერებამ კვლევითი მეთოდებით სწორი საბუნებისმეტყველო დასკვნები გამოიტანოს მის შესახებ. “ის, რისი გამოკვლევაც შეუძლებელია, არ არსებობს!” - სამწუხაროდ , ასეთი დასკვნა დღეს მრავალს გამოაქვს. მათთვის ყოფიერება მთავრდება იქ, სადაც შეუძლებელია საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მეთოდების გამოყენება. სწორად ბრძანებს ორტვინ შვეიცერი, რომელმაც ღრმად შეისწავლა ეს პრობლემა:
“შემეცნების თითოეული საგანი ითხოვს შემეცნების განსაზღვრულ მეთოდს. არასწორი მეთოდი ან ვერ მოგვცემს ვერანაირ შედგეს, ან კიდევ შედეგი იქნება არასწორი. აქედან გამომდინარე: თუ მე ვერ ვღებულობ რეზულტატს, ან არ არსებობს შემეცნების საგანი, ან მისი შემეცნების მეთოდი არის უვარგისი. როდესაც მსგავს მიდგომას იყენებენ ღმრთის არსებობის შესამეცნებლად, უნდა გავაკეთოთ დასკვნა: თუ მე არ შემიძლია შევიმეცნო ღმერთი, ის ან არ არსებობს, ან კიდევ (რაზეც არავინ არ ფიქრობს) შემეცნების ჩემი მეთოდი იყო არასწორი”.
მაგრამ როგორ შეუძლიათ ადამიანებს შეიმეცნონ ღმერთი? ბიბლია ასე პასუხობს ამ შეკითხვას: “რამეთუ მეცნიერებაჲ იგი ღმრთისაჲ ცხად არს მათ შორის, რამეთუ ღმერთმანვე გამოუცხადა მათ” (რომ. 1: 19). მაშ როგორ შეიმეცნება ან იხილვება ღმერთი? ბიბილიას ამაზეც გააჩნია პასუხი: “რამეთუ უხილავი იგი მისი დაბადებითგან სოფლისაჲთ ქმნულთა მათ შინა საცნაურად იხილვების, და სამარადისოჲ იგი ძალი მისი და ღმრთეებაჲ” (რომ. 1:20).
კერპთაყვანისმცემლობისა და კერპთმსახურების სხვადასხვა ფორმების აღმოცენების შედეგად, ადამიანური ცნობიერება ღმრთის პიროვნებასთან მიმართებაში დეგენერირებს. “ღმრთის ყოფიერების სრული უარყოფის ტენდენცია თვალსაჩინოა თანამედროვე საზოგადოებაში” , - ამტკიცებს მატერიალიზმი, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის გადაგვარებული აზროვნების თანამედროვე ვარიანტი. მაგრამ ეს ათეისტური თვალსაზრისი არ არის ახალი. ჯერ კიდევ სამი ათასი წლის წინ ბიბლიაში მას მიეცა ასეთი შეფასება: “თქვა უგუნურმან გულსა შინა თვისსა: არა არს ღმერთი” (ფსალმ. 13:1).
ამრიგად, ჩვენ დავადგინეთ, რომ გონებით მხოლოდ ღმრთის აღიარება არის შესაძლებელი. ამასთან დაკავშირებით იბადება მეტად მნიშვნელოვანი კითხვა: არსებობს თუ არა სხვა მეთოდი, გარდა გონებით შემეცნებისა, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი იქნებოდა ღმრთის შემეცნება? დიახ, ასეთი გზა არსებობს! ბიბლიის პასუხი ამ შეკითხვაზე ასეთია: ეს გზა არის - რწმენა. ამასთან, აქ არ იგულისხმება რაღაც ბუნდოვანი, იმ გამოთქმის მსგავსი, სადაც ნათქვამია: “მე მწამს, რომ, შესაძლოა, სადღაც არსებობს კიდეც ღმერთი, მაგრამ ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული ამაში”. ბერძნული სიტყვა რწმენა, რომელიც გამოიყენება ძველ ბიბლიურ ტექსტებში, ნიშნავს “ნდობას”. ბიბლია ასეთ განსაზღვრას აძლევს რწმენას: “ხოლო არს სარწმუნოებაჲ მოსავთა მათ ძალ, საქმეთა მამხილებელ არა-ხილულთა, რამეთუ ამას შინა იწამნეს მოხუცებულნი” (ებრ. 11:2, 3).
რწმენის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, სხვათა შორის ნათქვამია: “ხოლო თჳნიერ სარწმუნოებისა ვერ შესაძლებელ არს სათნო-ყოფაჲ; რამეთუ სარწმუნოებაჲ უღირს რომელი მოუჴდების ღმერთსა, რამეთუ არს, და მეძიელებლთა მისთა სასყიდლის მიმცემელ ექმნების” (ებრ. 11:6).
მაგრამ შეიძლება თუ არა ვიპოვოთ ღმერთი და შევიდეთ მასთან კონტაქტში? რა სარგებელია კაცისთვის სწამდეს ღმრთის არსებობა, მაგრამ ვერ უკავშირდებოდეს მას? რა დგას ღმერთსა და კაცს შორის, რა აბრკოლებს მათ შორის კავშირს? ბიბლიური პასუხი ამ შეკითხვაზე ნათელს ფენს უპირველესად ყოვლისა ადამიანის ნეგატიურ მდგომარეობაზე: თითოეული ადამიანი დამნაშავეა ღმრთის წინაშე. ადამიანმა ღმერთს შესცოდა. ცოდვის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანმა ისურვა ეცხოვრა არა ღმრთის, არამედ საკუთარი ნების მიხედვით, ღმრთისგან დამოუკიდებლად და არა აქვს მნიშვნელობა ეს იყო მის წინააღმდეგ შეგნებული ამხედრების მიზეზი, თუ ადამიანური შეცდომა - ადამის შეცდომის გამო ყველამ, მის მოდგმაში დაიმსახურა სიკვდილი: “ყოველთავე შესცოდეს და დაკლებულ არიან დიდებისაგან ღმრთისა” (რომ. 3:22-23). ამიტომაც “საგზალი ცოდვისაჲ სიკუდილი არს” (რომ. 6:23).
ცოდვამ წარმოშვა სრული და სამარადისო გაყოფა ღმერთთან: “რაჲ მოყუსება არს სიმართლისა და უშჯულოებისა? ანუ რაჲ ზიარებაჲ არს ნათლისა და ბნელისა?” (2 კორინთ. 6:14). აქვს თუ არა გამოსავალი ადამიანს? დიახ არსებობს, რადგან ღმერთს “…ყოველთა კაცთაჲ ჰნებავს ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ” (1 ტიმ. 2:4). ამიტომაც: “რამეთუ ჟამნი იგი უმეცრებისანი უგულებელს-ყვნა ღმერთმან და აწ ამცნებს ყოველთა კაცთა ყოველსა ადგილსა შენანებად” (საქმე 17:30).
შეინანო, ეს ნიშნავს შეცვალო შენი დამოკიდებულება ცოდვასთან და საკუთარ თავთან; სრულიად დაეთანხმო უფლის სამართლიან განსაზღვრებას, რომ ცოდვილნი ვართ მის წინაშე და, რომ “ჩუენ სამართლად ღირსი, რომელი ვქმენით, მოგუეგების” (ლუკა 23:41). ღმერთს ნებავს არა მარტო ჩვენი ცოდვილიანობის აღიარება მის წინაშე, არამედ მისდამი მორჩილებაც, რათა ამგვარად შესაძლებლობა მიეცეს ადამიანს საკუთარი ცოდვების აღხოცვისა. ამისთვის ორი ათასი წლის წინათ ღმერთმა წარმოაგზავნა ძე თვისი მხოლოდშობილი, იესუ ქრისტე, რათა მას აეღო ცოდვანი კაცთა. ჯვარზე თავისი სიკვდილით იესუ ქრისტემ კაცობრიობის ცოდვები გამოისყიდა. ზემოთ დამოწმებული იყო ორი ადგილი ბიბლიიდან, სადაც ნაჩვენებია ყველა ადამიანის უბადრუკი მდგომარეობა. ამ ციტატების გაგრძელება გვიჩვენებს გამოსავალსაც ამ მდგომარეობიდან. “ხოლო სიმართლე ღმრთჲსაი სარწმუნოებითა იესუ ქრისტესითა ყოველთა მიმართ და ყოველთა ზედა მორწმუნეთა, რამეთუ არა არს განწვალება, რამეთუ ყოველთავე შესცოდეს და დაკლებულ არიან დიდებისაგან ღმრთისა” (რომ. 3:22-24). “რამეთუ საგზალი ცოდვისაჲ სიკუდილი არს, ხოლო ნიჭი ღმრთისაჲ – ცხორებაჲ საუკუნოჲ ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა” (რომ. 6:23).
როდესაც ჩვენ ჭეშმარიტად ვირწმუნებთ უფალ იესუს, მაშინ ჩვენს ცხოვრებაში ხდეება დიდი ცვლილება: “და ქრისტე ყოველთათჳს მოკუდა, რაჲთა ცხოველნი იგი არღარა თავთა თჳსთათჳს ცხოველ იყვნენ, არამედ მათთჳს მომკუდრისა მის და აღდგომილისა” (2 კორინთ 5:15). იესუ ქრისტეს თითოეული ადამიანის ცხოვრების გარდაქმნა ნებავს.
ოკულტიზმით გამოწვეული დაავადებანი
ადამიანი, რომელიც დასაქმებულია ოკულტიზმით, საკუთარ თავს ადვილად მისაწვდომს ხდის ბნელ ძალთათვის და მით, შეგნებულად თუ შეუგნებლად, მათ ზეგავლენას არის დაქვემდებარებული. ამან შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული დაავადებანი და დარღვევანი. ფიზიკურ და ფსიქიურ ანომალიათა გარდა, რომლებიც შეენიშნებათ ოკულტური უნარით “დაჯილდოებულ” ადამიანებს, მოშლილობანი ძირითადად ვლინდება ორ სფეროში:
მშვინვიერი მოშლილობანი: დეპრესია და აგრესია, შიში და ძალადობა, სექსუალური გადახრები, დათრგუნულობა და სუიციდალური მიდრეკილებები.
სულიერი მოშლილობანი: ქრისტეანები, ან ისინი ვისაც სურს გახდეს ქრისტეანი, კარგავენ კავშირს ღმერთთან, ექმნებათ პრობლემები ლოცვასთან და ბიბლიის კითხვასთან დაკავშირებით (სხვა რელიგიებით, როგორც ჩანს, დემონები მაინცა და მაინც არ არიან დაინტერესებულნი); სულიერი მოდუნება, უსასოობა, უიმედობა სულის ცხოვნებასთან დაკავშირებით, ბილწი და მკრეხელური აზრები, სულიერი სიფხიზლის უნარის დაკარგვა, რწმენის შესუსტება, სიხარულის დათრგუნვა, გულგრილობა და თვით სახარებისგან და იესუ ქრისტესგან განდგომა.
ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს, ხომ არ არის სექსუალური გარყვნილება და ნარკომანია, რომელსაც ხშირად ვხვდებით როკ-მუსიკოსთა შორის, გამოწვეული, როგორც ოკულტისტები უწოდებენ, “ეშმაკის შურისძიებით” - მოვლენით, რომელიც გამოწვეულია ან, უკიდურეს შემთხვევაში, ძლიერდება მაშინ როდესაც ირღვევა ოკულტური საზღვრები.
დემონური ზეგავლენა
"ზოგჯერ შიში გიპყრობს"
AC/DC ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ, ჯგუფის გიტარისტს, ანგუს იანგს, რომელიც სცენაზე თავს იგიჟებს, ჰკითხეს:
- საიდან ღებულობ ენერგიას?
- იქიდან, ზემოდან (ზემოთ უთითებს).
- საიდან?... ზემოდან?...
- ან ზემოდან, ან ქვემოდან. უფრო, იქიდან, ქვემოდან, იქ, ზემოთ ხომ როკ'ენ'როლი არ არის.
ჟურნალისტი მშრალად შენიშნავს: "ალბათ სანუგეშოა, რომ უკვე ვიცით, ფირფიტისთვის "გზატკეცილი ჯოჯოხეთისკენ" ("Highway to Hell"), AC/DC-მ შთაგონება საიდან მიიღო".
კლიფ უილიამსი, იანგის კოლეგა და ჯგუფის წევრი, ჰყვება: "როდესაც ანგუსი თავს იგიჟიანებს სცენაზე, ტრანსში იმყოფება. შემდეგ მას არაფერი ახსოვს".
ინდუიზმში გადასული გიტარისტი ჯონ მაკლაფლინი აცხადებს, რომ გამოსვლის დროს მისი ჯგუფის, "მაჰავიშნუ ორკესტრას" უკან, მუსიკის სული დგას. მაკლაფლინმა ერთხელ თქვა: "როდესაც ერთ საღამოს ვუკრავდით, უეცრად ჩემში სული შემოვიდა. მე ვაგრძელებდი დაკვრას, თუმცა ეს უკვე აღარ იყო ჩემი მუსიკა და ჩემი დაკვრა!"
სხვა, საყოველთაოდ ცნობილი გიტარისტი ასევე მოწმობს: "როდესაც სცენაზე ვდგევარ, ზოგჯერ ისეთი გრძნობა მეუფლება, რომ ვუკრავ არა მე, არამედ ის კაცი, რომელიც მე მგავს და ჩემსავით უკრავს, მაგრამ ეს მე არ ვარ. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოსდა გვერდიდან შევცქერი საკუთარ თავს, თითქოსდა გიტარაზე დამკვრელი პიროვნების გვერდით ვდგევარ და მაკვირვებს ის მელოდიები და იმპროვიცაზიები, რომელსაც ის ასრულებს".
იგივეს აცხადებს დრამერი ჯინჯერ ბეიკერი: "ძალზედ ხშირად გეუფლება ისეთი გრძნობა, თითქოსდა მე კი არა, ჩემს ინსტრუმენტზე ვიღაც სხვა უკრავს, და ეს ვიღაც ჩვენი ჯგუფის სხვა ინსტრუმენტებზეც უკრავს. სწორედ ესა მაქვს მხედველობაში, როცა ვამბობ, რომ ზოგჯერ შიში მიპყრობს".
ნებისმიერი ადამიანი, ვისთვისაც ცნობილია ოკულტური მოვლენები, პირველივე შეხედვიდან უცთომელად დაინახავს აქ დემონური კონტროლის ნიშნებს.
უცნაური, საკვირველი გარეგნული ცვლილება, კიდურების კრუნჩხვითი, მექანიკური მოძრაობები - ამგვარ მოვლენებს ხშირად ვხედავთ როკ მუსიკოსთა "ცხელი" გამოსვლების დროს, რაც ხშირად განიმარტება, როგორც შოუს ნაწილი ან მუსიკოსთა გრძნობების გამოხატულება.
ასეთი მოვლენები დამახასიათებელია სპირიტიზმისთვისაც, როდესაც მედიუმი მაკონტროლებელი სულის ზეგავლენის ქვეშ ექცევა და პრაქტიკულად დემონის მიერ შეპყრობილი ხდება. ამიტომაც აუცილებლად მიმაჩნია მივუთითო იმაზე, რომ მსგავსი მოვლენებს საფუძვლად უდევს მხოლოდ დემონური ზეგავლენა. ასეთი განმარტება უფრო ახლოა სინამდვილესთან, როდესაც თვით მუსიკოსიც აღიარებს, რომ "მას ვიღაცა ეუფლება".
ასე, მაგალითად, ჰარდ-როკ ჯგუფის, "მიტ ლოუფის" ("ხორცის ნაჭერი") ვოკალისტმა აღიარა: "როდესაც სცენაზე გამოვდივარ, შეპყრობილი ვხდები". 1982 წლის იანვრის გამოსვლის დროს, აშკარად შეიმჩნეოდა ასეთი შეპყრობილობა. როდესაც კონცერტის ბოლო სიმღერა დაასრულა, უეცრად თავს დაეცა კონტროლს დაუქვემდებარებელი შეტოკება, მომღერალს ისეთი ძლიერი კრუნჩხვები დაეწყო, რომელიც მას ადრე არასოდეს განეცადა.
ჯიმ სტეინმანმა, "მიტ ლოუფის" კომპოზიტორმა, აღიარა:
"ყოველთვის მოხიბლული ვიყავი ზებუნებრივით და როკს აღვიქვამდი როგორც იდეალურ საშუალებას მის მისაღწევად".
არცთუ დიდი ხნის წინათ წავიკითხე ქრისტეანთა ცნობა, რომლებმაც აღმოაჩინეს კავშირი როკს, ნარკოტიკებსა და ოკულტიზმს შორის, როდესაც ნახეს დემონით შეპყრობილი დედაკაცი, ცნობილი ოკულტისტი და მაგი, რომელიც ღებულობდა ჰეროინს, ლოთობდა და ეწეოდა გარყვნილ ცხოვრებას. ახალგაზრდა ქალმა ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევა და ღმერთთან მისვლა გადაწყვიტა. ეშმაკისგან დედაკაცის გათავისუფლების დროს დემონები ისეთ ხმებს გამოსცემდნენ ამ ახალგაზრდა ქალისგან, რომლებსაც ხშირად გამოსცემენ როკ-მუსიკოსები. ამ საშინელი ორთაბრძოლის მხილველი ახალგაზრდები იმდენად შეძრწუნდნენ, რომ გადაყარეს ის ფირფიტები, რომლებშიც ჩაწერილი იყო როკ-მუსიკა.
"უცნაური, საკვირველი გარეგნული ცვლილება, კიდურების კრუნჩხვითი, მექანიკური მოძრაობები - ამგვარ მოვლენებს ხშირად ვხედავთ როკ მუსიკოსთა "ცხელი" გამოსვლების დროს, რაც ხშირად განიმარტება, როგორც შოუს ნაწილი ან მუსიკოსთა გრძნობების გამოხატულება" ბნელი ძალების გამოძახება - თამაში ცეცხლთან
ბობ ლარსონი გვამცნობს: "ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე შეხედულება იმის შესახებ, რომ როკ-მუსიკის მეშვეობით დემონური ძალები მოქმედებენ, სხვა ადამიანთა დაკვირვებებითაც დასტურდება". ერთ-ერთი მეგობრისგან, რომელიც ნარკომანებთან და საზოგადოებისგან გარიყულ ადამიანებთან მუშაობდა, მოვისმინე ყველაზე საშინელი ისტორია, რომელიც ოდესღაც მომისმენია. რამოდენიმე კვირის განმავლობაში მას ურთიერთობა ჰქონდა თექვსმეტი წლის ახალგაზრდასთნ, რომელიც ამტკიცებდა, რომ კონტაქტი გააჩნია დემონებთან. ერთხელ მან სთხოვა ჩემს მეგობარს ჩაერთო რადიო და რომელიმე პროგრამა ეპოვა, სადაც გადაიცემოდა როკ-მუსიკა. რადიოგადაცემის მოსმენისას მანამ, სანამ მომღერალი დაიწყებდა სიმღერას, ახალგაზრდას შეეძლო გადმოეცა სიმღერის ტექსტი, რომელიც მას ადრე არასოდეს მოესმინა. როდესაც ჰკითხეს თუ როგორ ახერხებდა ამას, ახალგაზრდამ უპასუხა, რომ იცნობს ამ სიმღერების შთამაგონებელ სულებს და დაუმატა, რომ ერთხელ ნარკოტიკულ ტრანსში ყოფნისას უსმენდა დემონებს, რომლებიც მღეროდნენ იმავე სიმღერას, რომელიც შემდეგ ჯგუფ "ასიდ როკ"-ის ჩანაწერებში მოისმინა.
მრავალი ჯგუფი თავის სიმღერას ნარკოტიკების ზეგავლენის ქვეშ წერს. მრავალი მუსიკოსი აღიარებს, რომ კომპოზიციათა გარკვეული ნაწილი ინსპირირებულია იმქვეყნიურ ძალთა მიერ, რომლებიც, ამავდროულად ცალკეულ მუსიკოსებს და ზოგჯერ მთელ ჯგუფსაც კი აკონტროლებენ.
ჯგუფ "ლედ ზეპელინის" ალბომზე "პრეზენს", გამოსახულია უცნაური ფორმის შავი საგანი, რომელმაც ბევრი მითქმა-მოთქმა და განსხვავებული კომენტარები გამოიწვია. ჯიმი პეიჯმა ახსნა, რომ ეს საიდუმლო საგანი წარმოადგენს იმ ძალის სიმბოლოს, რომელიც ჯგუფს აძლევს უნარს უსაზღვრო ზეგავლენა მოახდინოს მსმენელზე და, რომ ის "პრეზენსში" მყოფი სულის გამოხატულებაა. ასეთი გულახდილობა ბადებს ეჭვს, რა შეიძლება იყოს ლეგენდარული ჯგუფის განუწყვეტელი პოპულარობის მიზეზი: დინამიკებიდან გადმოღვრილი ჰარდ-როკ სიმღერები თუ ამის უკან მდგომი ბნელი ძალა?
შემაშფოთებელი გრძნობა გვეუფლება, როდესაც ჯიმი პეიჯის განცხადებას ვისმენთ: "მაგია არასოდეს ყოფილა კეთილი ან ბოროტი, შავი ან თეთრი. ეს უბრალოდ მეთოდია, რათა გაიხსნას დემონური სინამდვილე და გახდე მისი მონაწილე".
"მაგიის სამყაროში მცხოვრები ადამიანი ცდილობს დაიმორჩილოს და თავისთვის სასარგებლო გახადოს ის უზენაესი ძალები, რომელიც მან აღმოაჩინა" (ალისტერ კროული).
იმ უდიდეს საშიშროებაზე, რომელსაც დაქვემდებარებულნი არიან როკ მუსიკოსები, როდესაც საკუთარ თავს უთმობენ დემონურ ძალებს და მათი ზეგავლენის ქვეშ ექცევიან, ლაპარაკია ჟურნალში "როკი და შავი მაგია" (Шпотлигхт 10/1978).
"შემოქმედებითი ემოციური გამოსვლა საკუთარი თავიდან, აფეთქებული ენერგია, ტრანსი და სრული თავგანწირვა - აი ის ატრიბუტები, რომელიც დომინირებს ნებისმიერ როკ-გამოსვლაში, რომლითაც შეპყრობილია ნებისმიერი როკ-მუსიკოსი და წარმოადგენს მაგიის კუთვნილებას. მსახიობებსა და როკ-მუსიკოსებს ბნელ ძალებთან კონტაქტის დასამყარებლად ერთი ნაბიჯიღა დარჩათ, - გამოიძახონ ისინი და ისარგებლონ მათი მომსახურებით".
ბოლანმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ინგლისელ ახალგაზრდებს შორის. ორნახევარ წელიწადში გაიყიდა მისი თვრამეტი მილიონი ფირფიტა. დღის პრესა იუწყებოდა, რომ "ტ-რექსის" კონცერტების დროს დედაკაცთა ერთი ნაწილი იმყოფებოდა ღრმა ტრანსში, მეორე ნაწილი კი მძაფრ კონვულსიებში კიოდა. მარკ ბოლანი ინგლისში, იდუმალებით მოცულ საავტომობილო კატასტროფაში დაიღუპა.
მაგრამ, მაინც, ყველაზე დიდი ზეგავლენა როკ-მუსიკაზე მოახდინა ჯგუფმა "ბითლზ". ტონი შერიდანმა, რომელიც 1962 წელს ბითლზებთან ერთად ჰამბურგის ერთ-ერთ კლუბში უკრავდა, ამ ჯგუფის წარმატების ერთ ერთ მიზეზად ოკულტიზმი დაასახელა. მან განაცადა, რომ 1962 წელს ჯონ ლენონი ძალზედ დაინტერესდა ოკულტიზმით და, რომ "ბითლზთან" ერთად ის ჰამბურგში ორგანიზებული ერთი-ერთი სპირიტული სეანსის მონაწილეც გახლდათ. ჯონმა მას მაშინ უთხრა: "მე ვიცი, რომ "ბითლზს" ისეთი წარმატება ექნება, რომელიც არასოდეს, არცერთ ჯგუფს ჰქონია. მე ზუსტად ვიცი ეს, რადგან ამისთვის მე ეშმაკს სული მივყიდე".
1963 წლიდან "ბითლზმა" მსოფლიო წარმატებას მიაღწია, თუმცა არანაკლები ზრუნვა გამოიჩინა სარეკლამო აფიშების მიმართაც, სადაც ხაზგასმული იყო მათი უპირატესობა სხვა შემსრულებლებზე და გააჩნდა სარეკორდო საკასო შემოსავალი, რითაც ყველა დარჩდილა. ასე დაედო საფუძველი "ბიტლომანიას".
საბოლოოდ "ბითლზმა" აშშ-ში ყველაზე პოპულარული სიმღერების სიაში, 1964 წლის 4 აპრილს პირველი ხუთი ადგილი მოიპოვა, ხოლო მათი გიგანტ-ფირფიტა "გაიცანით - ეს "ბითლზია" ("Meet the Beatles") და "წადგენა - "ბითლზი" ("Introducing the Beatles") ყველაზე პოპულარული ფირფიტების სიაში პირველ ორ ადგილზე გავიდა. მარტოდენ 1973 წლამდე მათ გაყიდეს თავიანთი მუსიკის ოთხმოცდაათი მილიონი ფირფიტა და ასოცი მილიონი სინგლი (მცირე ზომის ფირფიტა). ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტიც, რომ სატანისტმა ჩარლზ მენსონმა აღასრულა შვიდი საშინელი მკვლელობა მხოლოდ იმიტომ, რომ "ბითლზის" სიმღერებში თავისთვის საიდუმლო შეტყობინებები აღმოაჩინა. მენსონის თანახმად, "ბითლზის" ორმა სიმღერამ": "Helter Skelter" და "Blackbird", უკარნახეს მას დეგრადაციისა და მკვლელობის ფილოსოფია. შარონ ტატესის სახლში იპოვეს რამოდენიმე გვამი და კედელზე სისხლით მოთხვრილი წარწერა "Pigs" (ღორები) (სიმღერიდან"Piggies"). მეორე მსხვერპლის სახლის კედელზეც ასევე იპოვეს სისხლიანი წარწერა: "Helter Skelter".
დავუბრუნდეთ ჯონ ლენონს. ფირფიტაზე "გონების თამაში" ("Mindgames" 1973) მან ჩაწერა სიმღერა, რომლის სახელწოდებაა "ლუციფერის გამოსვლა" ("Bring on the Lucie"), რომელშიც ის ბუკვალურად ლოცულობს ანტიქრისტეს მიმართ.
"არის ერთი რამ, რაც უცილობლივ უნდა გააკეთო:
გაათავისუფლე ადამიანები. გააკეთე ეს, გააკეთე დაუყოვნებლივ! ჩვენ ვართ ტყვეები აწეული ხელებით... ამიტომაც გავკივით ლოცვას: "გაათავისუფლე ადამიანები ... შენი სახელი ხომ 666-ია!".
ჯონ ლენონი (მარცხნივ) და მისი მკვლელი ჩაპმენი
1980 წლის 8 დეკემბერს, ჯონ ლენონი, იდუმალ ვითარებაში მოკლა მისმა ფანატმა მარკ ჩემპენმა. ჩემპენმა მკვლელობა დააფუძნა "ხმებს და ეშმაკს". ნუთუ ეს იყო ის საფასური, რომელიც ეშმაკმა ყოფილი ბიტლისგან მოითხოვა?
საცდურები და მათი გადალახვა
მრავალმა მკითხველმა იცის თუ როგორ გამოსცადა ეშმაკმა ქრისტე უდაბნოში ორმოცდღიანი მარხულობის შემდეგ. "მაშინ იესუ აყვანილ იქნა უდაბნოში სულის მიერ, ეშმაკისაგან საცდუნებლად... აიყვანა იგი ეშმაკმა ძალიან მაღალ მთაზე, და უჩვენა მას ქვეყნის ყველა სამეფო და დიდება მათი. და უთხრა: ყოველივე ამას მოგცემ, თუ დაეცემი და თაყვანს მცემ მე. მაშინ მიუგო მას იესომ: გამშორდი, სატანა, რადგანაც დაწერილია: უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე. მაშინ მიატოვა იგი ეშმაკმა, და აჰა, ანგელოზები მოვიდნენ და ემსახურებოდნენ მას" (მათე 4:8-11).
აქედან შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა: სატანას სურს მიისაკუთროს ის დიდება და პატივი, რომელიც მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის. ამისთვის ის ადამიანს ჰპირდება ძალაუფლებას, დიდებას, ცოდნას და ზებუნებრივი უნარებით დაჯილდოვებასაც კი, ანუ ყოველივეს, რისკენაც, თავის ურწმუნო და უღმერთო მდგომარეობაში, მიილტვის ადამიანი. თუმცა ამ ხელშეკრულებაში დაფარულია ხაფანგი, რომელიც წარმოაჩენს სატანის ბოროტ ბუნებას: ჯერ ის საკუთარ ნებას უქვემდებარებს ადამიანს, შემდეგ კი "მადლობის ნიშნად" ცეცხლის გეჰენასა და მარადიულ სატანჯველში მიათრევს (გამოცხ. 20:10-15). სატანა ძალზედ ხშირად ჰპირდება თავის მსხვერპლს ზეცას და სიკვდილის უკანასკნელ წამებამდეც კი ატყუებს მას.
"რას გამორჩება კაცი, თუ მოიგებს მთელს ქვეყანას და სულს კი წააგებს? ანდა რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ?" (მათე 16:26) - იესუ ქრისტეს ამ კითხვაზე სერიოზულად უნდა დაფიქრდეს ყოველი ადამიანი. მაცხოვარი წინ აღუდგა საცთურებს, სატანის მაცდურ წინადადებებს, რითაც ყველა ღმრთისმოყვარეს მაგალითი მისცა. საცდურები მან უკუაგდო ღმრთის სიტყვით: "გამშორდი, სატანა, რადგანაც დაწერილია: უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე". იგივეს ბრძანებს პირველი მცნებაც (იხ. გამ. 20:3). ამაზე სატანამ ვერაფერი უპასუხა და გაწბილებული და მხილებული გაშორდა უფალს. დარიგება, რომელსაც წერილი აძლევს ქრისტეს მოწაფეებს, ასე ჟღერს: " მაშ, დაემორჩილეთ ღმერთს, წინ აღუდექით ეშმაკს და უკუიქცევა თქვენგან" (იაკობ. 4:7).
მათ, ვინც ჯერ კიდევ არ დამორჩილებია უფალს, წინასწარმეტყველ ესაიას პირით ეუბნება: "მიატოვოს ბოროტეულმა თავისი გზა და ცოდვილმა კაცმა - თავისი ზრახვები; მიაქციოს უფლისკენ და ის შეიწყალებს მას, და ჩვენი ღმერთისკენ, რადგან მრავალგზის მიმტევებელია" (ეს. 55:7).
სახიფათოა სულთა გამოცდა
ამ თავს ვამთავრებთ ამონაწერებით პიერ გრანინის წიგნიდან, როკისა და მაგიის შესახებ სათაურით: "სახიფათოა სულთა გამოცდა. ჯგუფ "კან"-ის მაგიური მსოფლმხედველობა" ("Es ist gef'hrlich, die Geister zu verwirren. Das magische Weltbild der Can") რომელშიც შთამბეჭდავად აღწერს გერმანულ ჯგუფ "კან"-ის თავს გადამხდარ ოკულტურ მოვლენებს. ალბომ "ტაგო მაგო"-დან დაწყებული (1971), მგრძნობიარე მსმენელს არაერთხელ შეუნიშნავს აურის არსებობა ჯგუფის ყველაზე შთაგონებული გამოსვლების დროს. არარეალური, თითქმის ფანტასტიკური ურთიერთგაგება იმპროვიზაციების დროს ისეთ შთაბეჭდიელებას ახდენს, თითქოსდა ყოველმა მათგანმა წინასწარ იცოდა ის, თუ რას დაუკრავდნენ სხვები მომდევნო მომენტში. თითქოსდა, ეს დამბანგავი, მომხიბლველი ბგერები პირდაპირ ქვეცნობიერებიდან გამოდიოდა.
მაგრამ, როგორ იყო შესაძლებელი ასეთი ბრწყივნალე სინქრონიზირება მუსიკოსებს შორის? ის თავდაჯერებულობა, რომლითაც მათ ტრანსამდე მიჰყავდათ პუბლიკის ნაწილი, სხვა, ჩვეულებრივ როკ-ჯგუფს ბევრად აღემატებოდა. მეგობართა ვიწრო წრეში "კან"-ის წევრები უცნაურ ფსიქიკურ განცდებზე ლაპარაკობდნენ და რეცენზიებშიც სულ უფრო ხშირად ჩნდებოდა სიტყვა ტელეპატია. ყოველივე ეს ცხადყოფდა, რომ "კან"-იც ოდესღაც გულახდილად ილაპარაკებდა მაგიაზე. დღეს დამტკიცებულად შეიძლება ჩაითვალოს ზებუნებრივ საკომუნიკაციო შესაძლებლობათა არსებობა, თუნდაც ისეთისა, როგორიცაა ტელეპატია, ნათელმხილველობა, მომავალ მოვლენათა ამოცნობა პარაფსიქოლოგიურ გამოკვლევათა შედეგად. ამ სფეროში "კან"-ს შეუძლია წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება.ერთხელ "კანის" გიტარისტი მიქაელ კაროლი, კელნის ახლოს მდებარე საკუთარ სტუდიაში იმპროვიზირებდა ისე, რომ საყურისები ეკეთა, გიტარის ხმა გამაძლიერებელი კოლონკებიდანაც კი არ ისმოდა, რადგან ბგერა პირდაპირ მაგნიტოფონში მიდიოდა. გარეთ შეშას აპობდა ვიღაც კაცი, ვისაც ეჭვადაც კი არ ჰქონდა რა ხდებოდა შენობის შიგნით, მაგრამ მედიუმის მოქმედებისადმი მგრძნობიარე ადამიანი იყო. მუსიკოსებმა შენიშნეს, რომ შეშის დამპობი, ყოველ წამს, როგორც კი მიქაელი შეწყვეტდა დაკვრას, თავს ანებებდა მუშაობას. და პირიქით, როგორც კი იწყებდა დაკვრას, ისევ, ზუსტი და თანაბარი რითმით აკაკუნდებოდა ნაჯახის ხმაც...
სულ უფრო ხშირად "კან"-ის გარშემო ხდებოდა აუხსნელი მოვლენები, რაზეც მუსიკოსები დუმდნენ ან ძალზედ დიდი სიფრთხილით თუ ჰყვებოდნენ. მაგალითად, შემთხვევა სტუდიის საათთან დაკავშირებით, რომელიც ინგლისური სატელევიზიო პროგრამის ("Old Grey Whistle Test") ჩაწერის დროს, 1974 წლის თებერვალში მოხდა. სპექტაკლის დაწყების შემდეგ რიტმიკოსმა ჯაკი ლიბეცეიტმა შენიშნა, რომ მის დასარტყამ მოწყობილობას რაღაც შეემთხვა. მან შეწყვიტა ჩაწერა და იმავე წამს საათის წამზომი ისარიც გაჩერდა. რამოდენიმე წუთის შემდეგ მედოლემ სიგნალი მისცა "მზად ვარო" და წამზომიც ამოქმედდა. მუსიკოსთაგან ეს არავის შეუნიშნავს, მაგრამ მთელს სცენას ოთხი ვიდეო კამერა იღებდა და შესაძლებელი იყო თავიდანვე ყველაფრის შემოწმება. ერთ ერთმა ოპერატორმა თქვა: "თქვენს თავს მართლაც რაღაც უცნაურობები ხდება".
ერთხელ ჯგუფი ციურიხის თეატრის სპექტაკლში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს. ირმინ შმიდტის ორღანი დადგმის წინ გამოირთო. მიუხედავად იმისა, რომ გატეხილი გამომრთველის მობრუნება შესაძლებელი იყო მხოლოდ სახრახნისით ან დიდი ფიზიკური ძალის დიდი გამოყენებით, ყოველ ჯერზე მაინც წარმოიშვებოდა საკონტროლო ბგერა და სცენის ტექნიკოსსაც ამ შემთხვევის მრავალგზისი განმეორების შემდეგ, უკვე აღარ გაუშვია ორღანი მხედველობის არიდან. რა უცნაურიც უდნა ყოფილიყო ეს, მომხდარი მაინც მექანიკური დაზიანებით უნდა აიხსნას. მაგრამ იმის ახსნა, თუ როგორ შეეძლო მიქაელ კაროლს აზრის დაძაბვით ან სიტყვიერი ბრძანებით ჯერ მოეშალა, შემდეგ კი კვლავ აღედგინა ორღანის ჟღერადობა (რომელზეც იშვიათად უკრავდნენ), შეუძლებელია ფიზიკური კანონების მეშვეობითაც კი.
ასეთი შემთხვევები ხშირად ხდებოდა მუსიკოსთა თავს. ჯაკი ლიბეცეიტი ამბობდა: "როდესაც ზებუნებრივი მოვლენა მთავრდება, ყველაფერი, ჩვეულებრივ დავიწყებას ეძლევა. და შემდეგ უკვე ძნელია იმის დადგენა თუ რა იყო ეს". იმის ვარაუდიღა გვრჩება, რომ აქ საქმე გვაქვს უნარიან მედიუმებთან, რომლებიც მგრძნობელობის ხანგძლივი გავარჯიშების შედეგად ამ ფენომენისადმი უფრო მგრძნობიარენი არიან და უნარი შესწევთ გამოიწვიონ ისეთი მოვლენა, რაც სხვა ადამიანებისთვის შეუძლებელია. როდესაც 1975 წლის ოქტომბერში ჯაკი პარიზელ ჯადოქარს, მადამ ლებოს ეწვია და რჩევა-დარიგება სთხოვა, პირველი სიტყვები, რომელიც ლებომ ჯაკის ხელების შეხების დროს წარმოთქვა იყო: "აჰა, თვითონაც მედიუმი ყოფილხართ!" მადამ ლებო, რომელიც მაგების წრეებში დიდად ცნობილია, ამ შეხვედრის დროს ბევრი ისეთი რამ უწინასწარმეტყველა ჯაკის, რაც შემდეგ ზუსტად აღსრულდა. შემდგომ, მან ასევე შესძლო დაემყარებინა ტელეპთიური კონტაქტი და მზად იყო ასი პროცენტით მინდობოდა ლებოს წინასწარმეტყველებას. სხვათა შორის, კერძო ცხოვრებასთან დაკავშირებულ მრავალ წინასწარმეტყველებასთან ერთდ, ლებომ ჯაკის ჯგუფ "კან"-ის კომერციული წარმატებაც უწინასწარმეტყველა 1976 წლის შემოდგომისთვის, რომელიც მართლაც შესრულდა ალბომ "Flow Motion"-ისა და რამოდენიმე სინგლის ("I Want More" და "Silent Night") გამოსვლის შემდეგ.
"სასტუმრო კალიფორნია" "Eagles"
სამხრეთ-კალიფორნიული ჯგუფი "იგლს" ("Eagles" - "არწივები") ჩამოყალიბდა ოკულტისტი მწერლის, კარლოს კასტანედას ზეგავლენით. 1972 წლიდან "იგლსი", აშშ-ს დასავლეთ-სანაპიროსთვის დამახასიათებელი გაწონასწორებული როკით, ყველაზე ცნობილ ამერიკულ ჯგუფად ითვლებოდა. უბრალო ტექსტები, შთამბეჭდავი მისამღერები და გულმხურვალე შესრულება მათ სიმღერებს ადვილად დასამახსოვრებელსა და სასიამოვნოდ მოსასმენს ხდიდა. მსმენელი არც კი ხვდებოდა მათი ზოგიერთი სიმღერის ოკულტურ მიმართულებას, იმდენად "ბარხატივით რბილი" და სასიამოვნო იყო მათი შესრულება. მაგრამ, მათი ორივე სუპერჰიტი - "ერთ ერთი ამ ღამეთაგან" ("One of these Nights" 1975) და "სასტუმრო კალიფორნია" ("Hotel California" 1976) ნათლად აჩვენებს, რომ "იგლსი" არცთუ ისეთი უწყინარი ჯგუფია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.
სიმღერაში "ერთ ერთი ამ ღამეთაგან" არის ასეთი სიტყვები:
"ერთხელ ამ ღამეთაგან... მე შევხვდი სატანის ქალიშვილს. მე ვეძებ ქალს, რომელსაც ცოტა აქეთურიც აქვს და ცოტა იქეთურიც. ვგრძნობ მის სიახლოვეს, მაგრამ ვერსად ვპოულობ... შენ საკუთარი დემონები გყავს, გაქვს შენი სურვილები, მე კი ცოტათი ჩემგანაც მაქვს..."
"სასტუმრო კალიფორნია" გადმოსცემს იმ ადამიანის მოგონებას, რომელსაც გააჩნდა საშინელი ოკულტური გამოცდილება. სიმღერაში "ბნელი" მხარე სტროფებს შორისაა ჩასმული ასე, რომ თავმპატიჟ მისამღერს "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სასტუმრო კალიფორნიაში", მაცდურად გაჰყავს მსმენელი განზე ჭეშმარიტი შინაარსისგან.
სიმღერაში ერთი კაცი ჰყვება, როგორ მიემგზავრებოდა ერთხელ, გვიან საღამოს, ავტომობილით, ცარიელ ავტოსტრადაზე. უეცრად, შორს მოციმციმე შუქი დაინახა. მიუახლოვდა, ავტომობილი გააჩერა და მგზავრობით დაღლილმა დასვენება გადაწყვიტა. შევიდა "სასტუმრო კალიფორნიაში" მაგრამ ვერ გაიგო სად იმყოფება - ცაში თუ ჯოჯოხეთში. ღამით რაღაც ხმები ესმის, უკვეთავს ღვინოს და აუწყებენ, რომ ეს სული აქ 1969 წლიდან არ ყოფილა. ღამის სტუმარი სატანური რიტუალის მოწმე ხდება:
"ჭერზე მიმაგრებული სარკე, ვარდისფერი შამპანიური ყინულით და ქალის ხმა: "ჩვენ ხომ საკუთარი სურვილებით ვართ დატყვევებულნი". ოსტატის ოთახში სადღესასწაულო წვეულება გაუმართავთ. სტუმართაგან ერთნი დანარჩენებს დანებით ჩხვლეტენ, თუმცა ვერ კლავენ" ... შიშით დაზაფრული სტუმარი გარეთ გამოვარდება სასტუმრო "კალიფორნიიდან". კუნაპეტ ღამეში უეცრად ის ხვდება საშინელ რეალობას, რომ მიუხედავად იმისა, შეუძლია ნებისმიერ დროს დატოვოს სასტუმროს ტერიტორია, ვეღარასოდეს გათავისუფლდება მისგან. "მოეშვი, ნუ იძაბები, - ისმის ხმა სიბნელეში, - ჩვენ დაპროგრამებულები ვართ, რათა მივიღოთ განკარგულება. შენ ნებისმიერ დროს შეგიძლია გამოსვლა, მაგრამ გათავისუფლება ვერასოდეს".
"სასტუმრო კალიფორნიის" ტექსტი ალბათ სან-ფრანცისკოს სატანურ ეკლესიაზე მიანიშნებს. ამ ქალაქში ის მდებარეობს... "კალიფორნიის" ქუჩაზე. თანხვედრაა? ფირფიტის მარცხენა მხარეს გამოსახულია "სასტუმრო კალიფორნია" სამი ფანჯრით. შუა ფანჯარაში მოსჩანს სახე (იხ. ზემოთ. სურათზე), რომელშიც შესაძლოა სატანური ეკლესიის მეთაურის, ანტონ ლავეის ამოცნობა. "იგლსის" მენეჯერმა ლარი სიეტლემ აღიარა, რომ ჯგუფის ზოგიერთ წევრს კავშირი აქვს სატანის ეკლესიის წევრებთან.
შეიძლება დავეთანხმოთ წიგნის "მოგუგუნე ცეცხლი" ავტორს, ჯონ როკველს, რომელიც წერს:
"ჩვენ გვახასიათებს თავის მართლება, როდესაც ვისმენთ ისეთ მუსიკას, როგორიცაა "სასტუმრო კალიფორნია". ზომიერი, მაგრამ შემპყრობი რიტმი, მომღერალთა ხმა და გიტარა ისე გატყვევებს, რომ უკვე ვცდილობთ ყურადღება არ მივაქციოთ სიმღერის ტექსტს".
"იგლსის" ცხოვრებისეული პოზიციას ყველაზე უკეთ გადმოსცემს სიმღერა "კარგი დღე ჯოჯოხეთში" ("Good Day in Hell"):
"ვისურვებდი მენახა საკუთარი სიკვდილი სახელებით აღსავსე ცეცხლოვანი წიგნის ალში. ო დიახ, ეს იქნება კარგი დღე ჯოჯოხეთში, და მე ხვალვე შევალ ჩემთვის განკუთვნილ პატივში".
რიჩი ბლექმორი
ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ოკულტისტად ითვლება ჯგუფ "დიპ ფარფლის" ("Deep Purple") გიტარისტი რიჩი ბლექმორი, რომელმაც 1975 წელს დააფუძნა საკუთარი ჯგუფი "ცისარტყელა" ("Rainbow"). მან აღიარა, რომ "დიპ ფარფლის" დაფუძნების შემდეგ, ჯგუფის ბასისტმა ნიკ სიმპერმა ის ოკულტიზმს აზიარა. ბლექმორი თავის ჩანაწერებს აკეთებდა ციხე-სიმაგრში, სადაც მას უნდა გამოცხადებოდა დემონი, რომელიც საკუთარ თავს ბაბილონის ღმერთის, ბაალის, ოთხათასწლოვან მონას უწოდებდა. "მე დაინტერესებული ვარ მრავალი უცნაური მოვლენით, განსაკუთრებით კი სულებით", - ამბობდა ბლექმორი.
ბლექმორის დაინტერესება შავი მაგიით, როგორც ჩანს, ინსპირირებული იყო სიმღერებით "სტარგეიზერ" (სიმღერა ეგვიპტელ ჯადოქარზე), "ტაროტ ვუმენ" (სიმღერა მკითხაობაზე ოკულტური ბანქოთი (კარტით)) და "გეიტს ოფ ბებილონ" (სიმღერა ბაბილონის კარიბჭეზე). ბლექმორი, რომელიც ცნობილია თავისი ტემპერამენტით, უხეშობით და ცუდი ხასიათით, გამუდმებით შავებშია ჩაცმული.
ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ოკულტისტად ითვლება ჯგუფ "დიპ ფარფლის" ("Deep Purple") გიტარისტი რიჩი ბლექმორი, რომელმაც 1975 წელს დააფუძნა საკუთარი ჯგუფი "ცისარტყელა" ("Rainbow"). მან აღიარა, რომ "დიპ ფარფლის" დაფუძნების შემდეგ, ჯგუფის ბასისტმა ნიკ სიმპერმა ის ოკულტიზმს აზიარა. ბლექმორი თავის ჩანაწერებს აკეთებდა ციხე-სიმაგრში, სადაც მას უნდა გამოცხადებოდა დემონი, რომელიც საკუთარ თავს ბაბილონის ღმერთის, ბაალის, ოთხათასწლოვან მონას უწოდებდა. "მე დაინტერესებული ვარ მრავალი უცნაური მოვლენით, განსაკუთრებით კი სულებით", - ამბობდა ბლექმორი. ბლექმორის დაინტერესება შავი მაგიით, როგორც ჩანს, ინსპირირებული იყო სიმღერებით "სტარგეიზერ" (სიმღერა ეგვიპტელ ჯადოქარზე), "ტაროტ ვუმენ" (სიმღერა მკითხაობაზე ოკულტური ბანქოთი (კარტით)) და "გეიტს ოფ ბებილონ" (სიმღერა ბაბილონის კარიბჭეზე). ბლექმორი, რომელიც ცნობილია თავისი ტემპერამენტით, უხეშობით და ცუდი ხასიათით, გამუდმებით შავებშია ჩაცმული.
Deep Purple-ს ერთ ერთი კონცერტი, რომელსაც დაესწრო 200 000 ათასი ადამიანი
"KISS"
"ჯოჯოხეთური როკ-ენ-როლის მფრქვეველი დემონები", - ასე უწოდა ერთ ერთმა ამერიკულმა ჟურნალმა ჯგუფ "ქისს". თვით ჯგუფის პროდიუსერმა ბობ ეზრინსაც კი ჯგუფი "დაუცხრომელი ვნებისა და აღვირახსნილი ბოროტების სიმბოლოდ" მიაჩნია. ექს-დრამერი (მედოლე) პიტერ კრისი ამაყად აცხადებდა: "მე ვარ ბოროტი. მე ერთნაირად მწამს სატანის და ღმერთის. საქმე რომ გააკეთო, ორივე უნდა გამოიყენო". ჯინ სიმონსს, ჯგუფის ერთ ერთ წევრს, რომელიც დაინტერესებულია კანიბალიზმით, კიდევ ძალიან უყვარს ენის გამოყოფა - დემონების თაყვანისცემის ძველთაძველი, წარმართული სიმბოლო!
საგულისხმოა, რომ ერთმა ახალგაზრდა ფანმა მოჰკლა თავისი თანაკლასელი მხოლოდ იმიტომ, რომ მას არ მოსწონდა ჯგუფი "ქის".
ამ ჯგუფის სახელწოდების აბრევიატურა "KISS", ასე იშიფრება "Kings In Satanic Service" ("მეფენი სატანის სამსახურში")...
ჯოჯოხეთური სიმღერა "ქუხილის ღმერთი" ("God Of Thunder") შეიცავს ასეთ განკარგულებას: "ჩემს ირგვლივ შემოვიკრებ სიბნელეს, რათა აღმავსოს და გიბრძანებ მოიყარო მუხლი ქუხილის ღმერთის წინაშე, რადგან ის არის როკ-ენ-როლის ღმერთი".
"ქისის" ერთ-ერთ ფანზე მითხრეს, რომ თურმე ეს განკარგულება შეუსრულებია. ამ მოზარდს თავისი მეგობრის რჩევით, შუაღამე, კედელზე ჩამოკიდებული ჯგუფ "ქისის" პორტრეტის მიმართ ულოცნია, უეცრად პორტრეტი ნათელს მოუცავს, ჯეინ სიმონეს თავისი ენა გადმოუგდია და აუმოძრავებია. ბიჭი იმდენად შეძრწუნებულა ამ საშინელი მოვლენით, რომ "ქის"-ის მოსმენისთვის თავი დაუნებებია.
Iron Maiden
ბრიტანულმა ჰევი-მეტალ ბენდმა "აირონ მეიდენმა" ("რკინის ქალწული" - გადატანით მნიშვნელობით ნიშნავს რკინის სახრჩობელას - ადმ.) 1982 წლის ალბომით, "მხეცის რიცხვი" ("Tne number of the beast") საყოველთაო ყურადღება მიიპყრო. ამ ფირფიტის სატიტულო სიმღერა ამავე დროს წარმოადგენს მათი კონცერტის კულმინაციას. ჯგუფის ერთ ერთმა წევრმა ინტერვიუში განაცხადა, რომ "აირონ მეიდენი" არ თვლის საკუთარ თავს სატანის თაყვანისმცემლად, თუმცა ალბომ "მხეცის რიცხვის" ჩაწერის დროს მიღებულმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ანგარიში უნდა გავუწიოთ ოკულტურ ძალებს. ამ ფირფიტის ჩაწერის დროს მრავალი უცნაური რამ ხდებოდა".
სურათზე (მარცხნივ) გამოსახულია სიტყვები აპოკალიფსისიდან: "ვისაც გაგების თავი აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა, და მისი რიცხვი - ექვსას სამოცდაექვსი" (გამოცხ. 13:18) ქრისტეანებმა რომ ნახონ, როგორ მოაქვთ სახლში მათ შვილებს სატანური ბიბლია ან სხვა მსგავსი ლიტერატურა, მყის სანაგვეში გადაუძახებდნენ ამ წიგნებს. თუმცა სატანურ ბიბლიასა და ოკულტურ ლიტერატურას დღეს გრამფირფიტები ცვლიან. მიუხედავად იმისა, რომ როკ-ფირფიტების გამომცემლები და მათი ინტერპრეტატოები ღიად ლაპარაკობენ ბოროტ ძალთა არსებობასა და ზეგავლენაზე, როგორც ჩანს, ეს მაინცა და მაინც, ბევრს არ აღელვებს!...
მრავალი ჯგუფის გრამფირფიტის გარეკანზე შეიძლება ვპოვოთ დემონურ არსებათა გამოსახულებანი და სიმბოლონი. ძალზედ ხშირად გამოისახება პენტაგრამა (მაგების ვარსკვლავი) - საიდუმლო ორგანიზაციების ნიშანი. თავდაყირა გამოსახული პენტაგრამა არის სატანიზმის სიმბოლო, თანაც ორივე ზედა წვერი, ამ შემთხვევაში, წარმოადგენს თხის, ანუ სატანის რქების სიმბოლოს. ამ, ე. წ. "პენტაგრამული რიტუალის" მეშვეობით მაგიური, შავი მესა აღესრულება.
სავარაუდოდ, მრავალი ფირფიტის გარეკანი გაფორმებულია ნარკოტიკული და დემონური შთაგონების ქვეშ მყოფი ადამიანების მიერ. ამ თვალსაზრისით, საგულისხმოა ინგლისის ფერმწერთა აზრი, რომ ის ორმოცდაჩვიდმეტი მხატვარი, რომლებიც სულთა და მოჩვენებათა დასახატად სპეციალიზაციას ინგლისის ციხე-სიმაგრეებშიგადიან, სპირიტისტები არიან.
2009 წელს ჯგუფმა Iron Maiden, გამართა მსოფლიო ტურნე, რომლის დროსაც (მარტო პირველი ტურის 45 დღის განმავლობაში) კონცერტები ჩაატარა 13 ქვეყანაში და რომელსაც, საერთო ჯამში, ნახევარ მილიონამდე ადამიანი დაესწრო. Iron Maiden-ს თან ახლდა გადამღები ჯგუფი სტუდიიდან Banger Productions (ტორონტო, კანადა), რომელმაც ჯგუფის მსოფლიო მოგზაურობა ბოინგის თვითმფრინავით, დოკუმენტურ ფილმად გადაიღო. ყველაზე საგულისხმო აქ ის არის, რომ ამ რეისს ჯგუფმა დაარქვა 666. ფილმსაც ასე ეწოდება: "რეისი 666".
როდესაც სიბნელე ესწრაფვის გონების დაბრმავებას
ალბათ, მრავალ ქრისტეან მკითხველს დაეუფლა ის გრძნობა, რაც მე მქონდა მაშინ, როდესაც ინფორმაციას ვაგროვებდი ამ წიგნისთვის. მეტად დამამძიმა მრავალმა ფაქტმა და მათმა ურთიერთკავშირმა. ამ თემატიკამ ნერვები დამაწყვიტა, ლამის შევწყვიტე კიდეც, რადგან ვგრძნობდი დემონურ ძალთა მძლავრ შემოტევაა.
ერთხელ საღამოს 45-ე ფსალმუნი წავიკითხე, რომელშიც ნათქვამია: "ღმერთი ჩუენი შესავედრებელ და ძალ, შემწე ჭირთა შინა, რომელთა მპოვნეს ჩუენ ფრიად. ამისთჳს არა მეშინოდის ჩუენ ძრვასა ქუეყანისასა და ცვალებასა მათთასა, გულთა ზღუათასა" (ფსალმ. 45:1-3). შევხედოთ ჯგუფ "ემერსონ, ლეიკ და პალმერის" ფირფიტის "ტვინის ოპერაცია" ("Brain Salad Surgery" 1973) გარეკანს. ეს ნამუშევარი შთაგონებულია მხატვარ-სურეალისტ ჰ. რ. გიგერის დემონის მიერ. გიგერმა სახელი გაითქვა ნაშრომით "Н. R. Giger's Necronomicon", საიდუმლო, მაგიური წიგნით, რომელშიც გამოსახულია მრავალი შემაძრწუნებელი არსება, რომელიც მიწისა და ზღვის სიღრმეებში მიმალულან, რათა თავის დროზე ამოვიდნენ იქიდან და საბოლოოდ გაანადგურონ კაცობრიობა, რათა მთელს მსოფლიოზე იბატონონ (ბოლო დროს მეცნიერები სულ უფრო და უფრო ჰპოულობენ ისეთ უცნაურ არსებებს, რომლებსაც მუმიფიკაციის წყალობით შენარჩუნებული აქვთ თავიანთი გარეგნობა. დღემდე უცნობია ამ არსებათა ვინაობა, ვინ არიან ისინი, მითოლოგიური არსებები თუ მუტანტები. ცნობების დამაჯერებლობაზე თავს ვერ დავდებთ, მაგრამ ვფიქრობთ, დედამიწისა და ოკეანის სიღრმეები ბევრ საიდუმლოს მალავს. იხ ფოტოგალერეა - ადმ.). ღმერთი სატანაზე უფრო ძლიერია. მაგრამ, სამწუხაროდ, ადვილად ვცდებით, როდესაც უფლებას ვაძლევთ ბნელ ძალებს დაეუფლონ ჩვენს გონებას იმდენად, რომ ჩვენს ირგვლივ მხოლოდ სიბნელესღა ვამჩნევთ, სიხარული კი თითქოსდა შორს მიდის ჩვენგან. სწორედ ეს წარმოადგენს ეშმაკის გეგმას, რომელიც იყენებს გველის ტაქტიკას, რომელიც თავისი მზერით ნუსხავს და აჰიპნოზებს თავის მსხვერპლს, შემდეგ კი ყლაპავს. რა უნდა მოვიმოქმედოთ, სატანის ამ მოჩვენებითი ძალის დემონსტრაციამ რომ არ მოგვნუსხოს და არ შეგვპყრას?
ამის პასუხს ვპოულობთ პავლე მოციქულის ეპისტოლეში ებრაელთა მიმართ: "ამიტომ ჩვენც, რაკიღა ღრუბელივით გარს გვახვევია ესოდენ მრავალი მოწმე, ჩამოვიშოროთ ყოველგვარი სიმძიმე თუ ხელ-ფეხ შემკვრელი ცოდვა და მოთმინებით გავლიოთ ჩვენს წინაშე მდებარე სარბიელი. თვალი მივაპყროთ იესუს, რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფს, მის წინაშე მდებარე სიხარულის წილ რომ დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და დაჯდა ღვთის ტახტის მარჯვნივ" (ებრ. 12:1-2).
ბერძნული სიტყვა "aphhorontes" თარგმანში გაიგება, როგორც "განვაშოროთ მზერა ყველაფერს იესუს გარდა". სატანის ძალებთან შეტაკებისას ნუ შეხედავ მათ, რათა მათი ზეგავლენის ქვეშ არ მოექცე, არამედ შენი მზერა მიაპყარ იესუს. აუცილებელია ვიცოდეთ ეს და ვასწავლოთ სხვებსაც. დაუშვებელია იესუსგან ჩვენი მზერის მოცილება, რადგან ეშმაკი იმწამსვე დააბრმავებს ჩვენს გონებას თავისი ხრიკებით. იესუ ქრისტეშია "დაფარული სიბრძნისა და ცოდნის მთელი საუნჯე" (კოლას. 2:3)... "მასში მკვიდრობს ხორციელად ღვთაების მთელი სავსება" (კოლას. 2:9). ეს საგანძური განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს მიჰყვეს ქრისტეს და მხოლოდ მას ემსახუროს. "და თქვენც სავსენი ხართ მასში, ვინც არის თავი ყოველი მთავრობისა და ხელმწიფებისა" (კოლას 2:10). არ გსურთ განა გქონდეთ სიცოცხლის სისავსე იესუ ქრისტეში?
"ავტოსტრადა ჯოჯოხეთში"
ჰევი მეტალი და ბლექ მეტალი
თვალშისაცემია ის, რომ თითქმის ყველა ჯგუფი, რომელიც ღიად მიმართავს ოკულტიზმს, განეკუთვნება მძიმე როკისა (hard rock) და მძიმე მეტალის (heavy metal) მიმართულებებს.
მუსიკათმცოდნე ტიბორ კნაიფმა "ჰარდ-როკს" ესთეტიურად გარდაქმნილი ტერორი უწოდა, რომელსაც "გამოცდილი ფსიქიატრივით შეუძლია კვლავ და კვლავ შეაძრწუნოს თავისი მსხვერპლი". მძიმე როკ მუსიკის ეს თავისებურება შესაძლებელს ხდის გამოყენებულ იქნას სატანური შინაარსის მქონე შეტყობინებების გადასაცემად. ჯგუფ "ბლაქ საბათის" ბასისტმა სიმღერების ოკულტურ მიმართულებაზე აღნიშნა: "მძიმე მუსიკა ყველაზე მოხერხებულია მძიმე ტექსტების გადმოსაცემად".
ტიბორ კნაიფს მძიმე როკის მეორე განმასხვავებელ თვისებად მიაჩნია "Zelebration von Gewalt" (ანუ "ძალის მსახურება"), ფენომენი, რომელიც სიამოვნებით ერთიანდება ნებისმიერ ანტიქრისტეანულ იდეალთან. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც როკ-ენ-როლის მეამბოხენი შემოიფარგლებოდნენ თავისუფალი სექსის, ნარკოტიკებისა და უხამსი გამონათქვამების პროპაგანდით, - ამჯერად უმღერიან ჯოჯოხეთსა და სატანას.
ოთხმოციანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბდა ჰევი-მეტალის ახალი თაობა, რომლის მრავალი წარმომადგენელი ბაძავს "ბლექ საბათს", თავის გარშემო იკრებს ბოროტების ძალებს, თავის სიმღერებში მოუწოდებს სატანას და პრესის წინაშე პოზირებს შავი მესის რიტუალის პოზებში. მათი გრამფირფიტების გარეკანი საშინელებათა ნებისმიერ ოთახს დაამშვენებდა.
ჯგუფი Demon
ჯგუფ "დემონის" ვოკალისტმა განაცხადა: "ჩვენ თავიდანვე გვსურდა გვქონოდა დემონური რეპუტაცია და სხვა რა სახელი შეიძლება მოერგოს მძიმე როკ ჯგუფს თუ არა "დემონი"?! ახალგაზრდობაში გადარეულები ვიყავით "ბლექ საბათზე", ახლა კი ისე გვსურს დაკვრა, როგორც უკრავდნენ ერთ დროს ჩვენი კუმირები, ოღონდ უფრო მძიმედ". გრამფირფიტების სახლწოდებათა შერჩევითი ჩამონათვალიც კი კარგად აჩვენებს თუ რითი არიან დაინტერესებულნი ახალი ჰევი მეტალ ჯგუფები: "უყვირე ეშმაკს" ("Motley Crue"), "დემონის ღამე" ("Demon"), "ცეცხლი ჯოჯოხეთიდან" ("Mass"), "შევხვდებით ჯოჯოხეთში" ("Grim Reaper"), "მომეცი ჯოჯოხეთი" ("Witchfynde"), "ჯოჯოხეთის მეგობრები" (Witchfinder General) და სხვა მრავალი.
ამ სიმღერების სახელწოდებები "ანტიქრისტედან" და "შავი მაგიიდან" იცვლება ვიდრე მკრეხელურ სიმღერამდე "ღმერთმა აკურთხოს მხეცის შვილები" ("God Bless the Children of the Beast"), რომელიც დაწერა ჯგუფმა "Motley Crue".
ჯგუფი Venom
თუმცა ვერც ერთი ზემოთჩამოთვლილი ჯგუფი ახლოსაც კი ვერ მივა ჯოჯოხეთურ ჯგუფთან "Venom" (შხამი). ჯგუფის სამი მუსიკოსი: კრონოსი, მანტასი და აბადონი - თაყვანს სცემენ სატანას, როდესაც "ძველი გველის" (გამოცხ. 20:2) შხამს უგალობენ.
ჰევი მეტალისადმი მიძღვნილი ერთ ერთი ჟურნალი იუწყება, რომ "Venom"-მა მთლიანად მიუძღვნა თავი ბლექ მეტალს (შავ მეტალს), ჰევი მეტალის ყველაზე ექსტრემალურ და სასტიკ ფორმას. მას ძლივს თუ შეედრება ოზი ოსბორნი ან ჯგუფები "Accept" და "Judas Priest". მიუხედავად იმისა, რომ "ბლექ საბათმა" ჯერ კიდევ 1970 წელს ერთ ერთმა პირველმა დაიწყო ოკულტური, მაგიური და სპირიტისტული თემების დამუშავება თავის სიმღერებში, არავის ისეთი მოშურნეობითა და მონდომებით არ დაუწყია შავი ოკულტიზმის ქადაგება, როგორც "Venom"-ს. მათი სიმღერებში ლაპარაკია მხოლოდ სატანაზე, ჯოჯოხეთზე, სიკვდილსა და ეშმაკებზე"
venom - ის ფირფიტები: "ბრძოლაში სატანასთან ერთად", "შავი მეტალი" და "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში"
ყველაზე ცნობილი სიმღერები: "სატანის შვილები", ("Sons of Satan"), "ჯოჯოხეთის შვიდი კარიბჭე" ("Seven Gates of Hell") და "დამტოვე ჯოჯოხეთში" ("Leave Me in Hell"), ასევე ამ ჯგუფის სამი სხვა ფირფიტა: "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში" ("Welcome to Hell"), "შავი მეტალი" და "ბრძოლაში სატანასთან ერთად" ("At War with Satan"), საფუძვლიანად ადასტურებს ამ დასკვნას.
სცენაზე "Venom"-ი ასრულებს შავი მესის მსგავს "სატანურ მეტალს", რომელსაც თან მრავალჯერადი აფეთქებები ახლავს. თავის ინტერვიუში ჯგუფის წევრები არ მალავენ, რომ საკუთარ თავს სატანის მარჯვენა ხელად მიიჩნევენ დედამიწაზე.
""Venom"-ი უკვე აღარ არის ჰევი მეტალის მუსიკა, ეს თითქმის კულტია", - ასე დაახასიათა ჯგუფი მძიმე მეტალის ერთ ერთმა თაყვანისმცემელმა. ამ ჯგუფმა ისეთი პოპულარობა მოიპოვა, რომ მისი გერმანული ფან-კლუბი მკითხველთა ფოსტას ვერ აუდის.
მიუხედავად იმისა, რომ ამ სამ როკერს საკმაო ცოდნა დაუგროვებია ოკულტიზმსა და დემონიზმში, ამტკიცებენ, რომ არ არიან ეშმაკის თაყვანისმცემლები როგორც, მაგალითად, კინგ დაიმონდი (ჰევი-მეტალ ბენდ "მერსიფულ ფეიტის" ლიდერი). სიმღერებით "შავი დაკრძალვა" ("Black Funeral") და "შავ მესსა" ("Blac Masses"), ასევე სცენაზე გაჩაღებული საკულტო რიტუალებით, რომლის უმთავრესი რეკვიზიტებია სისხლი, ძვლები და სამსხვერპლო, "Mercyful Fate" ბოროტებას მოუწოდებს.
ერთ-ერთ როკ-ჟურნალი გვამცნობს, რომ ამ ჯგუფის კონცერტზე "სცენაზე, პირდაპირ ჯოჯოხეთიდან გამოდის - მეფე დემონი! ათი ათასი ფანატიკოსი ხელგაწვდენილი ესალმება სატანას! ბორგავს ბრბო და თითოეულ სიმღერას ყვირილითა და ისტერიით აცილებს, - ასე ასრულებს "Mercyful Fate" სიგიჟის სცენას..."
ჟურნალისტი, რომელმაც ინტერვიუ ჩამოართვა ჯგუფის ლიდერს და ვოკალისტს კინგ დაიმონდს, ასკვნის: "თქვენი ტექსტები და სცენა ექსტრემალურად სატანურია! თუმცა, ცხოვრებაში ჩვეულებრივი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ". პასუხი: "უნდა ითქვას, რომ ცხოვრებაში მე ისეთივე ვარ, როგორც სცენაზე. მე ძალიან მაინტერესებს სატანიზმი. ვაგროვებ ჯვრებსა და რელიკვიებს, რომლებიც ეკლესიებში ავიღე. როდესაც ადამიანებს მესსებზე ან შელოცვებზე ესმით, მათ ყრმათა მსხვერპლშეწირვისა ან ადამიანის შეწირვის შთაბეჭდილება რჩებათ და ეს შეხედულება ფართოდაა გავრცელებული". კითხვა: "როდესმე გქონია უსიამოვნებანი ეკლესიასთან, შენი გამოსვლების გამო?" პასუხი: "მე ვერ ვუწოდებდი ამას უსიამოვნებას. როდესაც ერთხელ მღვდლებთან და სარწმუნოების სხვა წარმომადგენლებთან რადიოდისკუსიაში მიმიწვიეს, თავიდან მედგრად შემომიტიეს, მაგრამ შემდეგ იძულებულნი გახდნენ ეღიარებინათ, რომ ჩემს მიერ ამ სფეროში მოპოვებული ცოდნა არის საკმაოდ საფუძვლიანი".
მრავალი ჯგუფი მიიჩნევს, რომ სატანური "ობერტონები" ყოველთვის ჰპოვებენ გამოძახილს პუბლიკაში და ხელს უწყობენ ფირფიტების გაყიდვას, ასევე კონცერტებზე დამსწრე პუბლიკის მრავალრიცხოვნებას. ზოგიერთი ჯგუფისთვის სატანიზმი მეტ-ნაკლებად ნიშნავს მხოლოდ ოკულტიზმთან გათამაშებას და გაშარჟებას, იმ დროს, როდესაც სხვები მას ეკიდებიან მთელი სერიოზულობით.
როკ-სცენა წარმოადგენს საკმაოდ ჭრელ სურათს: ჯგუფებიდან ერთნი შეგნებულად არიან დაკავებულნი სატანიზმით, მეორენი კი ცდილობენ ამ ფორმით მოახდინონ ფურორი და სენსაცია. არიან ისეთებიც, რომლებიც თავიანთ გამოსვლებში ერთმანეთს უხამებენ სატანიზმის საფუძვლიან პროპაგანდასა და სპექტაკლის ელემენტებს.
ვის რეპრეზენტაციას ახდენს AC/DC?
ყოველივე ზემოთთქმულთან დაკავშირებით უნდა ვახსენოთ ცნობილი ავსტრალიური ჯგუფი AC/DC, რომლის დადგმებში ჭარბობს ჯოჯოხეთისა და სატანის თემები. AC/DC ინგლისურიდან მუდმივ და ცვალებად დენს ნიშნავს, ხოლო ავსტრალიურ ჟარგონზე მასში მოცემულია მითითება ბისექსუალურობაზე.
ბნელი თემებით გატაცებამ გამოიწვია AC/DC-ს სხვაგვარი განმარტებაც. ერთი როკ-ავტორი წერს: "მე ავირჩიე ჰარდ როკ ჯგუფი "AC/DC" იმიტომ, რომ ეს სახელწოდება შემოკლებით აღნიშნავს: "ანტიქრისტე - სიკვდილი ქრისტეს" ("Antichrist, death to Christ"). და ეს ჯგუფი ჯოჯოხეთის ზარებს არისხებს (მაგალითისთვის კმარა სიმღერაც: "Hells' Bells").
1979 წელს ჯგუფმა გამოსცა ალბომი სახელწოდებით "ავტოსტრადა ჯოჯოხეთში" ("Highway to Hell") და ფენომენალურ წარმატებას მიაღწია. ამ სიმღერით ჯგუფმა შექმნა ინტერნაციონალური ჰიმნი, რომელიც დღემდე ჰარდ როკის მიმდევართა მრწამსს წარმოადგენს.
Livin' easy, lovin' free Season ticket on a one way ride Askin' nothin', leave me be Takin' everything in my stride Don't need reason, don't Need rhyme Ain't nothin' I would rather do Goin' down, party time My friends gonna be there too
I'm on a highway to hell On a highway to hell Highway to hell, I'm on a highway To hell
No stop signs, speedlimit Nobody's gonna slow me down Like a wheel, gonna spin it Nobody's gonna mess me 'round Hey Satan, payin' my dues Playin' in a rockin' band Hey mama, look at me I'm on my way to the Promised land, wow
Don't stop me, hey, hey, hey... Yeah, an' I'm goin' down All the way, wow On the highway to hell
|
იოლი ცხოვრება, თავისუფალი სიყვარული და აბონემენტი სამუდამო მოგზაურობაში. არავითარი შეკითხვა, დამანებეთ თავი, ყველაფერი მიმაქვს მოგზაურობაში. არ არის საჭირო არავითარი არგუმენტი, არავითარი ლამაზი ფრაზა, არავითარი ლამაზი რითმა, არაფერი ისე არ მწყურია, ვიდრე ვიყო ქვესკნელის ღრეობაში, სადაც იქნებიან ჩემი მეგობრები.
მე ვდგევარ ჯოჯოხეთისკენ მიმავალ პირდაპირ გზაზე ჯოჯოხეთისკენ მიმავალ პირდაპირ გზაზე, ჯოჯოხეთისკენ მიმავალ პირდაპირ გზაზე, მე ვდგევარ ჯოჯოხეთისკენ მიმავალ პირდაპირ გზაზე
არავითარი შეზღუდვა სიჩქარისა, ძირს აკრძალვები, ვერავინ შემაჩერებს, მივქრი, ვითარც ბორბალი, და ვერავინ შემაჩერებს.
ჰეი, სატანა, მე ვიხდი ჩემს ვალებს, რადგან ვუკრავ როკ-ორკესტრში. ჰეი, დედა, შემომხედე, - მე მივდივარ აღთქმულ ქვეყანაში - ჰეია... ნუ შემაჩერებთ მე, ჰეი, ჰეი, ჰეი... დიახ, მე ბოლომდე ვივლი ამ გზაზე - ჰეია! მე მივდივარ პირდაპირ ჯოჯოხეთში.
|
სიმღერაში "გზატკეცილი ჯოჯოხეთისკენ" ჯგუფის მუსიკოსებმა ჩადეს ყველაფერი, რასაც კი მათთვის უმთავრესი მნიშვნელობა ჰქონდა. "როკ-ენ-როლი" ეს არის პირდაპირი გზა ჯოჯოხეთისკენ", - ამბობს ჯგუფის გიტარისტი ანგუს იანგი. მაგრამ ვის შეეძლო ევარაუდა, რომ ამ სიმღერას ექნებოდა საშინელი გაგრძელება.
"ნუ გამაჩერებ, ჰეი, ჰეი, ჰეი... მე წავალ ამ გზით ბოლომდე - ჰეია! პირდაპირ ჯოჯოხეთში", - ასე გაჰკიოდა მთელს მსოფლიოში AC/DC-ს ვოკალისტი ბონ სკოტი. 1980 წლის 19 თებერვალს კი მორიგი დროსტარებისა და ღრეობის შემდეგ ის დაიხრჩო საკუთარ ნარწყევში. ჯერ კიდევ 1977 წელს სიმღერაში "Hell ain't a bad Place to be" ამტკიცებდა, რომ "ჯოჯოხეთი არცთუ ისე ცუდი ადგილი უნდა იყოს". ერთი ახალგაზრდული ჟურნალი ასე გამოეხმაურა ბონ სკოტის გარდაცვალებას: "ბოლო თვეებში ბონ სკოტი მღეროდა და ზოგჯერ ჰყვიროდა კიდეც, რომ "მე მივდივარო პირდაპირ ჯოჯოხეთში". და ამას შემთხვევითობას მიაწერენ მაშინ, როდესაც არ უნდათ დაფიქრება. ჩვენი აზრით ბონ სკოტის სიკვდილი უფრო მეტზე ლაპარაკობს: სატანა და ჯოჯოხეთი ეს სათამაშო არ არის. რაც უფრო უდარდელად მოეკიდები ამ საკითხს, მით უფრო ადვილად გახდები საბურთაო ეშმაკისთვის..."
მათ ვინც ელოდა, რომ ბონ სკოტის საშინელი სიკვდილის შემდეგ AC/DC უფრო თავშეკავებული იქნებოდა ჯოჯოხეთის თემატიკასთან დაკავშირებით, იმედი გაუცრუვდათ. ამის ნაცვლად, ჯგუფმა დაწერა ახალი სიმღერა: "ჯოჯოხეთის ზარები" ("Hells' Bells"), რომელშიც ახალმა ვოკალისტმა, ბრაიან ჯონსონმა სატანის სახელით გვაუწყა: "მე ვარ ქუხილი, ღვარად რომ ვღვრი წვიმას. მე თავს ვატყდები ვითარც გრიგალი. ჩემი ელვა კრთის ცის კამარაზე. თუმც ახალგაზრდა ხარ, მაგრამ უნდა მოკვდე".
იყო თუ არა ეს მინიშნება ბონ სკოტის გარდაცვალებაზე? ასეთი რამ არ შეიძლება აიხსნას შავი იუმორით, რადგან სიმღერას აქვს ასეთი გაგრძელება: "მე არავის ვატყვევებ, არ მინდა არავის სიცოცხლე, ვერავინ გაექცევა ჭიდილს. მე მაქვს ზარები და წაგიყვან ჯოჯოხეთში. მე დაგიჭერ... სატანა შენ დაგიჭერს".
ძალიან მალე ცნობილმა ქრისტეანებმა გამოთქვეს პროტესტი, რომელიც უთითებდა იმ საშინელ თამაშზე, რომელსაც ჯგუფი ეწევა თავის ფანატებთან. "AC/DC"-ს მომღერალი ბრაიან ჯონსონი ძლიერ აღშფოთდა:
"ეს არანორმალური ტიპები ყველგან დაძვრებიან თავიანთი ღმერთით და სატანაზე ჩვენზე მეტს ლაპარაკობენ. რასაც ჩვენ ვაკეთებთ ეს არის უბრალოდ ხუმრობა... არავითარი სატანური მოციქულები არ გვაქეზებენ. ჩვენ გვჭირდება ვიპოვოთ მხოლოდ სტროფი, რომელიც თავისი რითმით მოადგებოდა შემდეგს..."
ამ ჯგუფის კონცერტებზე ათასობით გულშემატკივარი აღფრთოვანებით მღერის "გზატკეცილს ჯოჯოხეთისკენ". რა ემართება ახალგაზრდობას, რომელიც ამაყად გაჰკივის: "მე მივდივარ პირდაპირ ჯოჯოხეთში... ნუ შემაჩერებთ, ჰეი, ჰეი, ჰეი, .... დიახ, მე ამ გზით ბოლომდე ვივლი... ჰეია! მე მივდივარ პირდაპირ ჯოჯოხეთში"?
ზოგიერთი ადამიანი მღერის ამა თუ იმ სიმღერას და სიტყვებს არ აკვირდება. სიმღერის შინაარსი არ დადის მათ შეგნებამდე. მაგრამ, სხვათათვის ეს სიმღერა არის მათი მსოფლმხედველობის გამოხატულება. განა სამართლიანი და ჭეშმარიტი არ არის ბიბლიის სიტყვები, რომ: " ღვთის შიში არ არის მათ თვალწინ" (რომ. 3:18)?
ჯოჯოხეთი სულაც არ არის სასიამოვნო ადგილი, განსხვავებით იმისგან, რასაც ირწმუნება ზოგიერთი როკ ჯგუფი. ჯოჯოხეთი - ეს არის წყეულთა ადგილსამყოფელი. ის არის ცეცხლის ღუმელი, სადაც იქნება: "ტირილი და კბილთა ღრჭიალი" (მათე 13:42), სადაც "ულევია მათთვის მატლი და უშრეტი - ცეცხლი" (მარკ. 9:44). ეს არის სამარადისო ტანჯვის ადგილი (მათე 25:46). ბიბლია მთელი პასუხისმგებლობით გვაფრთხილებს ჯოჯოხეთის შესახებ. ამიტომაც საშიშია ჯოჯოხეთთან თამაში და გახუმრება.
"ადამიანებს ერთხელ უწერიათ სიკვდილი, მერე კი განკითხვა" (ებრ. 9:27), მაშინ გაიკმინდავს ხმას ღმრთის წინაშე ყველა დამცინავი. " ვინ გაუძლებს მის წყრომას, ვინ აიტანს მის მძვინვარებას? ცეცხლად იღვრება მისი რისხვა, კლდეები ირღვევიან მისგან" (ნაუმი 1:6).
ღმერთს არ უნდა კაცის სიკვდილი, არამედ მისი ცხოვნება ნებავს. " უთხარი მათ: ცოცხალიმც ვარ, ამბობს უფალი ღმერთი! თუ მინდოდეს ბოროტეულის სიკვდილი, თუ ბოროტეულის მოქცევა თავისი გზიდან და მისი გადარჩენა არ მინდოდეს! მოიქეცით, მოიქეცით თქვენი გზიდან, ბოროტეულნო! რისთვის უნდა დაიხოცოთ, ისრაელის სახლო!" (ეზეკ. 33:11).
მაგრამ ერთხელაც ღმერთი დასჯის ყველა უკეთურს მათი საქმეებისთვის და ცეცხლის სახმილში ჩაყრის. ჯერ კიდევ არის დრო სინანულის, ჯერ კიდევ მოგვიწოდებს ის ახალი ცხოვრებისკენ იესუ ქრისტეში.
დამცრობა თუ გაზვიადება?
როკ-სცენის იმ მოვლენათა გამოკვლევისას, რომელთაც უშუალო კავშირი აქვთ ოკულტიზმთან, გამუდმებით ვხვდებით შემდეგ პრობლემებს:
1. მიჩუმათება და გასაიდუმლოება.
ეზოთერული და ოკულტური საქმიანობა იმაზეა დამოკიდებული, რომ ამ საქმით დაკავებული ადამიანები ყოველივეს ღრმად საიდუმლოდ ინახავენ საზოგადოებისგან. ფარული ოკულტური ლოჟები, ჩვეულებრივ, მდუმარების კედლებით შემოიზღუდავენ თავს. ვინც გაბედავს და მათს ოკულტურ წრეში შეიჭრება, ანდა პირიქით, დასტოვებს მას, იგი საფრთხის წინაშე დააყენებს საკუთარ სიცოცხლეს. ეს კეთილხელსაყრელ პირობებს ქმნის მუსიკოსებისა და როკ-ჯგუფებისთვის, რომლებიც აქტიურად არიან დაკავებულნი ოკულტიზმით.
2. მოურიდებელი რეკლამირება.
მეორეს მხრივ, დღეს ისე, როგორც არასდროს, მაგიას და ოკულტიზმს გამოიყენებენ რეკლამის მიზნით, რათა ფული გააკეთონ. ამ გაზრდილ ინტერესს ოკულტიზმისადმი - ე. წ. "ოკულტურ აფეთქებას" ხერხიანად იყენებენ კომერსანტები და უსინდისო ადამიანები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როკ-ჯგუფების ზურგს უკან, რომელთაც ხელშეკრულებები აქვთ დადებული გრამფირფიტების წარმოებაზე, საქმოსანი მეწარმეები დგაგან; მათი უმრავლესობისთვის ყველა საშუალება კარგია გასამდიდრებლად (მათ შორის ოკულტურიც კი); ისინი მხოლოდ კონცერტებისგან, ფირფიტის გაყიდვისგანაც და ა. შ. მიღებულ "წკრიალა ოქროზე" ზრუნავენ. ამასვე დიდად უწყობს ხელს სენსაციაზე დაგეშილი როკ-პრესაც.
3. ცნობისწადილი თუ წარმატების იმედი?
მუსიკოსებისა და ორკესტრების მისწრაფება ოკულტიზმისკენ ბევრწილად გამოწვეულია მათი ცნობისწადილით, ანდა იმედით, რომ ამ გზით მალე მიაღწევენ დიდ წარმატებას.
მეორე და მესამე პუნქტში აღნიშნულთან დაკავშირებით ხშირად ვხვდებით ძლიერ წინააღმდეგობას. კრიტიკოსები თვლიან, რომ ჩვენი შეფასება როკ-სცენაზე ოკულტიზმის ზეგავლენისა ან გადაჭარბებულია, ანდა სულაც არ შეესაბამება სინამდვილეს, იმიტომ, რომ თვით ოკულტური ჯგუფები სულაც არ იღებენ სერიოზულად ყოველივე იმას, რასაც უკრავენ და მაყურებელს უჩვენებენო; ყველაფერი ეს, თითქოს მხოლოდ რეკლამას ემსახურებაო და ა. შ. ... თუმცა სხვა სახის კონტრარგუმენტებსაც ვხვდებით. მაგალითად, შეიძლება მოვიყვანოთ ანონიმური წერილი ჯგუფ AC/DC - ის შესახებ გავრცელებულ პროკლამაციებთან დაკავშირებით.
"... არიან ადამიანები, რომლებიც ამგვარ სიბინძურეს წერენ, ოღონდ კი ახალი წევრები მიიზიდონ თავიანთ სექტაში. ის, რის შესახებაც ისინი გვაუწყებენ, კარგად არის ცნობილი. ყოველმა ბავშვმაც კი იცის, რომ AC/DC იმაზე მღერის, რაც თვითონ არა სწამს და რომ ბონ სკოტის სიკვდილში ისინი დამნაშავენი არ არიან. ჩვენც გვწამს ღმერთი, რომელმაც იცის, რომ ეს უბრალოდ მათი სტილია. და შეიძლება თვით ისინი მოხვდნენ მათზე ადრე ჯოჯოხეთში, ვინც ასე ტალახში სვრის მუსიკოსებს".
ამგვარ კრიტიკულ გამოსვლათა შედეგად უნდა მოვახდინოთ დიფერენცირებული შეფასება იმ როკ-ჯგუფებისა, რომელთაც აშკარა კავშირი აქვთ ოკულტიზმთან. ამ ურთიერთობათა საფუძვლიანი ანალიზი საშუალებას მოგვცემს გარკვეული დასკვნები გამოვიტანოთ.
ჩვენს ოპონენტთა შეპასუხებანი, თითქოს ოკულტიზმით გატაცებული როკ-ჯგუფები უწყინარნი არიან, რადგან მხოლოდ ეთამაშებიან, ეკეკლუცებიან ოკულტიზმს და რეკლამის მიზნით იყენებენ მას, ანდა თითქოს დამშვიდებული სინდისით შეიძლება ოკულტური როკ-მუსიკის მოსმენა - "ოღონდ, რა თქმა უნდა, არა იმისთვის, რომ თაყვანი ვცეთ სატანას", არამედ ამ ჯგუფის "სუპერტონის" გულისთვის, - ყველა ეს შეპასუხება შესანიღბავი მანევრია, რათა ჩვენი ყურადღება მოადუნონ. ამის დასამტკიცებლად მოვიყვანთ შემდეგს:
1. ცნობილია, რომ არსებობენ ისეთი როკ-ჯგუფები, რომელნიც მოგების მიზნით ისწრაფვიან ოკულტური ჯგუფების რეპუტაცია ჰქონდეთ. მაგრამ ოკულტიზმთან შეთამაშების, კეკლუცობის დროს ჯგუფის წარმატების საკითხი უკანა პლანზე გადადის, - არსებითი კი აქ ის ხდება, რომ მუსიკოსები ღია კარებს სთავაზობენ სატანას, რომლითაც ამ უკანასკნელს ყოველთვის შეეძლება ისარგებლოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სატანისთვის განურჩეველია ვინ და რა მიზეზით უკეთებს რეკლამას ოკულტიზმს როკ-მუსიკით. იმასაც არა აქვს არსებითი მნიშვნელობა, თავისი მრწამსიდან გამომდინარე უწევს როკ-ჯგუფი ოკულტიზმს პროპაგანდას, თუ მხოლოდ "თავშესაქცევად" და "სახუმაროდ" აცთუნებს ადამიანებს. ყოველივე ამის შედეგების შესახებ როქველი შემდეგს წერს:
"მოზარდები აღიარებენ და სულ უფრო მეტად ეთაყვანებიან სატანას, მონაწილეობენ სხვადასხვა ჯადოსნური კულტების შესრულებაში, იზეპირებენ მაგიურ ლექსებს, აგრეთვე ხშირად მიმართავენ ჯადოქრებსა და ასტროლოგებს, ასრულებენ ფანტასტიურ ოკულტურ ქმედებებს და საკუთარ თავს ჯადოქრებს, ალქაჯებსა და სატანის სხვა მსახურებს მიუძღვნიან სრულ განკარგულებაში".
2. როკ-ჯგუფი, რომელიც ეკეკლუცება, ეთამაშება ოკულტიზმს, ავტომატურად უხსნის საკუთარ თავს სატანური ძალების ზემოქმედებას და ხიფათის ქვეშ იმყოფება, რადგან სანამ მას ეს ხუმრობა-თამაში მოსწყინდებოდეს, იგი სატანური ძალით სავსებით სერიოზულად იმოქმედებს მასზე, რადგან ბოროტი სული სერიოზულად აღიქვამს ოკულტურ თამაშებს. ამიტომ, საშინელი ფაქტის კონსტატირება უნდა მოვახდინოთ: მისკენ გაწვდილ თითოეულ ხელს სატანა, ადრე იქნება თუ გვიან, უსათუოდ რკინისებურად ჩაიჭერს და უკვე აღარც გაუშვებს! ვინც ცეცხლში შეჰყოფს ხელს, აუცილებლად დაეწვება, და აქ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, სჯერა თუ არა მას ცეცხლის დამწველი ძალის. მრავალრიცხოვანი ფაქტები ცხადად ადასტურებენ იმას, რომ ოკულტურ სამყაროსთან აქტიური თანამონაწილეობა არასდროს არ მთავრდება მძიმე შედეგების გარეშე. ზოგიერთნი ამბობენ: "მე ხომ ეს უბრალოდ ხუმრობის გულისთვის გავაკეთე. ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად?!" რაზეც, ერთ ერთმა გამოცდილმა სულიერმა მოძღვარმა ასე მიუგო: "შენი მდგომარეობა გაცილებით უკეთესი იქნებოდა, სახლში შხამიანი გველი რომ შემოგხვეოდა, ვიდრე ოკულტიზმთან დაკავშირება".
საკუთარი გრძნობები ამასთან დაკავშირებით მე შემიძლია დენის ვიტლის სიტყვებითაც გადმოვცე:
"პირადმა გამოცდილებამ იმ დასკვნებამდე მიმიყვანა, რომ ოკულტიზმის სამყაროსთან თანამონაწილეობა ძალზე დიდ საშიშროებას შეიცავს ადამიანისთვის".
3. როცა როკ მუსიკოსი კარს უღებს დემონურ ძალებს და ამის შედეგად ერთ ან რამდენიმე თანმხლებ ბოროტ სულს მიიღებს თავის არსებაში, მაშინ ისინი გამუდმებით მასთან, მის მახლობლად იმყოფებიან და საიდუმლო ძალების ოკულტური "ენერგიის" მატარებლად შექმნიან მას. ამ დემონური ენერგიის მეშვეობით მუსიკოსს უნარი აქვს მედიალურ დონეზე მიმართოს თავის მსმენელთ და პირობებიც შექმნას ამ ძალების შეღწევისთვის თავის მსხვერპლთა ქვეცნობიერებაში.
ამის განმაპირობებელი წინამძღვარია ადამიანის აქტიური შეგნების ზღუდეთა მოშლა, როცა მისი სული იხსნება ბოროტ სულთა წინაშე და ისინიც გამუდმებით მასთან, მის მახლობლად იმყოფებიან და საიდუმლო ძალების ოკულტური "ენერგიის" მატარებლად შექნიან მას. ამ დემონური ენერგიის მეშვეობით მუსიკოსს უნარი აქვს მედიალურ დონეზე მიმართოს თავის მსმენელთ და პირობებიც შექმნას ამ ძალების შეღწევისათვის თავის მსხვერპლთა ქვეცნობიერებაში.
ამის განმაპირობებელი წანამძღვარია ადამიანის აქტიური შეგნების ზღუდეთა მოშლა, როცა მისი სული იხსნება ბოროტ სულთა წინაშე და ისინიც ადვილად აღწევენ მასში. ნებელობისა და გონების მოქმედების სრული უარყოფით ("პასიურობის" მდგომარეობა) შესასვლელი კარი ეხსნებათ უცხო სულებს ადამიანის ქვეცნობიერ შრეებში შესაღწევად. აქტიური გონება წინაღობაა დემონების ზემოქმედებისთვის ადამიანზე. ამიტომ მათი უშუალო მიზანია, გონების ჩაგდება პასიურ მდგომარეობაში, ანუ ისეთი ვაკუუმის შექმნა, რომელშიც მათ შეეძლებოდათ შესვლა. ამიტომაც ძალზე დიდ ხიფათს უქმნიან საკუთარ თავს ის ადამიანები, რომლებიც გამორიცხავენ ოკულტური ძალების ზეგავლენის შესაძლებლობას ადამიანების სულზე. ამიტომაც, ასე სერიოზულად გვაფრთხილებს საღმრთო წერილი: "განიფრთხვეთ, მღვიძარე-იყვენით, რამეთუ წინა-მოსაჯული (მტერი) თქვენი ეშმაკი ვითარცა ლომი მყვირალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა, რომელსა წინა-აღუდეგით მტკიცენი სარწმუნოებითა" (1 პეტრე 5:8).
ერთ-ერთი ყოფილი სატანისტი მოწმობს, რომ როკ-ჯგუფმა "პინკ-ფლოიდმა" კონცერტის დროს მედიალურ დონეზე აცნობა დარბაზში მყოფ სატანისტებს, რომ ზოგიერთი მუსიკოსი "მათთაგანია".
ცნობილი გიტარისტი ჯიმი ჰენდრიქსი სიკვდილის წინ ღრმად ჩაეფლო სატანიზმში. მან მოუთხრო მეგობრებს, რომ იხილა ჩვენებები, კავშირი დაამყარა სულებთან და 1969 წლის აგვისტოში ვუდსტოკში გამართული ფესტივალის დროს ბევრი ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ნახა. ერთხელ კი მან შემდეგი აღიარა:
"მუსიკით ადამიანთა ჰიპნოზირება შეიძლება, და როცა ამ გზით გამოჩნდება სუსტი ადგილი, მათს ქვეცნობიერებაში ყოველივე იმის ჩანერგვა შეგვეძლება, რასაც კი მოვისურვებთ... მუსიკა ჰაეროვანი სივრციდან იღვრება, ამიტომ მე ძალმიძს კავშირი მქონდეს სულებთან.
მუსიკის როლი
საყურადღებოა ის მნიშვნელოვანი მომენტი, რომ მუსიკას ძალუძს ზებუნებრივი განცდები გამოიწვიოს ადამიანში. წარმართულმა რელიგიებმა და ხელოვნებამ, რომელთაც ოკულტიზმთან ჰქონდათ კავშირი, კარგად უწყიან ამ მოვლენის შესახებ და შეგნებულად იყენებენ მუსიკის დამბანგავ სახეობას, იმას, ადამიანის ტრანსში შეყვანა რომ შეუძლია, ანუ ისეთი ატმოსფეროს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს დემონური ძალების ზემოქმედებას მასზე.
პარაფსიქოლოგი ვ. ფ. ბონინი, რომელმაც იცის მუსიკის ასეთი კავშირის შესახებ ოკულტურ ფენომენებთან, შემდეგს აღნიშნავს:
"მუსიკას შეუძლია მასტიმულიერბელ ფაქტორებს შეიცავდეს თავის თავში პარაფსიქოლოგიური ეფექტის გამოვლენისთვის. მას უნარი აქვს ტრანსის მდგომარეობაში შეიყვანოს ადამიანი, ანდა გადამცემი იყოს ASW-სათვის ("გრძნობისგარეთა ცნობიერების" ინფორმაციისთვის)".
უფრო მკაფიოდ ამის შესახებ ლაპარაკობს მუსიკალურ ჟურნალ "შპოტლიგჰტ"-ში გამოქვეყნებული სტატიის - "როკი და შავი მაგია" - ავტორი (11/1978).
იმისთვის, რომ ჩავწვდეთ კავშირს მუსიკასა და ოკულტიზმს შორის, აუცილებელია წარსულში გავიხედოთ, როცა ჯადოქრები, შამანები და სხვადასხვა ჯურის განმკურველნი, რომელთაც კარგად უწყოდნენ მუსიკის განსაკუთრებული ძალა, ცდილობდნენ მისი მეშვეობით გამოეწვიათ ზებუნებრივი, ჩვეულებრივი მიზეზებით აუხსნელი ზემოქმედება. ამგვარი მოვლენები ძველთაგანვე იყო ცნობილი, მაგრამ მათი ახსნა არ შეეძლოთ, და შექსპირი პირველი სულაც არ ყოფილა, როცა თქვა: "მუსიკას მხეცის მოთვინიერებაც კი შეუძლიაო". ამ პრობლემის კარგად მცოდნენი ამტკიცებენ, რომ მუსიკის ძალით შეიძლება განსაზღვრული მდგომარეობა გამოვიწვიოთ ადამიანში, და ეს სწორედ ის არის, რასაც მაგია და ოკულტიზმი ესწრაფვიან".
გონების შეპყრობა
როცა ადამიანი შამანებთან ანდა სხვა ოკულტისტებთან შედის კონტაქტში, მაშინ ეს უკანასკნელნი ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა ტრანსის მდგომარეობაში შეიყვანონ იგი. მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ადამიანის ცნობიერების გადახრებთნ, როცა მას უკვე აღარ ძალუძს საკუთარი თავის გაკონტროლება, და უცხო, ბოროტ სულს ნაწილობრივ ან მთლიანად აჰყავს თავისი კონტროლის ქვეშ მისი ტვინი და სხეული. როგორ შიძლება წარმოვიდგინოთ ეს პროცესი? ტვინის სახელგანთქმულმა მკვლევარმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა ჯო ეკლსმა ადამიანი ტვინი ისეთ მექანიზმს შეადარა, რომლის ამოძრავებაც ნებისმიერი სულის მეშვეობითაა შესაძლებელი.
თავის ამ მტკიცებაში ეკლსი სულაც არ არის ერთადერთი. ამაზე მიუთითებენ თავიანთ შრომებში მისი კოლეგებიც - ვილდერ ჰენფილდი და პოგერ სპერი. რომლებიც საკუთარ გამოკვლევათა შედეგებით უარყოფენ იმ მატერიალისტურ დებულებას, რომ, თითქოს, ყველა სამშვინველისმიერი და სულისმიერი პროცესი მხოლოდ ტვინის ფუნქციას წარმოადგენს და რომ ისინი მასთან ერთად წარმოიშვებიან და სიცოცხლის დასრულებასთან ერთად ჰქრებიან.
ადამიანის ტვინი ისეთსავე მიმართებაშია თავის სულთან, როგორშიც მუსიკალური ინსტრუმენტი შემსრულებელთან. მუსიკოსს არ შეუძლია იყოს არც თვით ინსტრუმენტი, არც ამ ინსტრუმენტის ესა თუ ის ფუნქცია - მას შეუძლია იყოს მხოლოდ ინსტრუმენტის მფლობელი და მუსიკის შემსრულებელი.
ამ ინსტრუმენტებზე დაკვრა სხვა მუსიკოსსაც ძალუძს, თუკი ინსტრუმენტს მას გადაასცემენ, ან რაიმე გზით ჩაიგდებს ხელში: "ნორმალურ მდგომარეობაში ეს სული, რომელიც ჩემს ტვინს ემსახურება, არის ჩემი პიროვნება, - მაგრამ, როცა ჩემი ცნობიერების მდგომარეობა იცვლება, მაშინ "კოსმიურ ძალას" ანდა "სულს" შესაძლებლობა ეძლევა მთლიანად მართავდნენ ჩემს ტვინს და ისეთ წარმოდგენებს იწვევდნენ მასში, რომელნიც მე სავსებით რეალურებად მომეჩვენებოდა, მაგრამ სინამდვილეში სულაც არ არსებობენ".
ტრანსის მდგომარეობაში ადამიანის სული პარალიზებულია. ამიტომ ტრანსი ძირითადი პირობაა "შეპყრობილობის" მისაღწევად. ამ "შეპყრობილობის" მეეშვეობით ადამიანი ისეთ მოქმედებათა აღსრულების უნარს იძენს, რომლებიც მისთვის შეუძლებელია ნორმალურ მდგომარეობაში და გაუგებარია თვით მისთვისაც.
ერთის მხრივ, ტრანსი ოკულტისტისათვის ისაა, რასაც იგი თვითოლნვე ესწარფვის საკუთარი თვისთვის, რათა პარანორმაული უნარით მიაღწიოს ენერგიების გამოვლინებას. მეორეს მხრივ კი, ეს ის მდგომარებოაა, რომელშიც ოკულტისტს სურს თავისი "მსხვერპლი" შეიყვანოს, რათა თავისი ნებელობა მოახვიოს მას თავს. ასეთ მდგომარეობაში ადამიანი ფსიქიურად განიარღებულია და ამიტომ მეტისმეტად ადვილად ექვემდებარება გარედან ჩაგონებას.
შამანებისა და სპირიტუალურ მედიუმთათვის უნარი, სწრაფად და ყოველგვარი სიძნელის გარეშე შედიოდნენ ტრანსის მდგომარეობაში, - ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა მათი საქმიანობისა. არცთუ მცირე მნიშვნელობა ენიჭება ამ საკითხში ე. წ. "მედიალურ წინათგანწყობასაც", რაც საგნრძნობლად აიოლებს ტრანსის მდგომარეობაში შესვლას და საშუალებას იძლევა უკვე ჩვეული სახით მიიყვანონ საკუთარი თავი ამ მდგომარეობამდე.
ტრანსს სხვადასხვაგვარი გრადაციები აქვს და ნაწილობრივისაგან (მეხსიერების შენარჩუნებით) სრული "შეპყრობის" მდგომარეობამდ ვრცელდება, რასაც ამნეზია (მეხსიერების დაკარგვა) მოსდევს.
ვ. ვ. ბონინი ტრანსს "ფსიქოფიზიოლოგიურ მდგომარეობას" უწოდებს და იმ პირობებად, რომელნიც ასეთ "პარანორმალურ სიტუაციას" იწვევენ, ასახელებს შემდეგ მიზეზებს: ჰიპნოზს, მედიტაციის მგომარეობას, ნარკოტიეკბს, მუსიკას, ცეკვებს, ფიზიკურ ტრავმებს, სუნთქვის განსაკუთრებულ ტექნიკას და აუტოტრენინგს.
ზემოხსენებულმა სატანისტამ ალისტერ კროულიმ შემდეგი ქმედითი მეთოდები შესთავაზა თვის მიმდევრბს ტრანსის მდგომარეობის მისაღწევად:
1) მუსიკა, რომელიც ეფუძნება გამეორებადობას და რიტმს.
2) ნარკოტიკები;
3) სექსუალური მაგიის განსაკუთრებული ფორმა.
თავისი სიკვდილის შემდეგ კროულის უფრო მეტი მიმდევრები ჰყავს, ვიდრე სიცოცხლეში. ასე, მაგალითად, როკ-მუსიკოსი ჟან დარი თავის ერთ-ერთ სიმღერაში პროპაგანდას უწევდა კრულისეულ რეცეპტს: "სექსი, ნარკოტიკები და როკ'ნ'როლი, ესაა ყველაფერი ის, რაც შენს სხეულს სჭირდება!" და ეს მართლაც ცხოვრების დევიზად იქცა მისი ბევრი კოლეგისათვის - როკ-მუსიკოსების უმრავლესობისთვის, რომელთაგან ბევრი არამხოლოდ ნარკომანი და გარყვნილია, არამედ - "შთაგონებული" ჰომოსექსუალისტიც.
რობ ჰელფორდი, ჯგუფ Judas Priest-ის ვოკალისტი არ მალავს თავის სექსუალურ ორიენტაციას და აცხადებს, რომ მამათმავალია
გერმანული გოთიკ-მეტალ ბენდი Rammstein, რომლისთვისაც დამახასიათებელია მამათმავლური და ძალადობის სცენები
ბალინეზიური ცეკვის შესრულების დროს, რომელშიც მოგვითხრობენ ინდუსთა "ღვთაება" რამას ცხოვრების შესახებ, მროკავ სოფლელებს, თითქოსდა მონუსხულებს საკუთარი მოძრაობებითა და სიმღერით, გაშმაგება ეუფლებათ, რაც მოძრაობათა დიდი სიმარდით ხასიათდება და ყველაფრით ნამდვილ ტრანსს მოგვაგონებს. ტრანსში ჩაძირვა საშუალებას აძლევს მროკავთ შეუცდომლად შეასრულონ სწრაფი და რთული მოძრაობები, ისე, რომ სულ არ გრძნობდნენ ამ დროს დაღლილობას. როკ-კონცერტებზე ხშირად შეიძლება შევნიშნოთ, თუ როგორ ცეკვავენ ექსტაზში შესული მოზარდები და როგორ დაუღალავად ასრულებენ ისეთ მოძრაობებს, რომლებისგანაც ჩვეულებრივ, ნორმალურ მდგომარეობაში მალე გაითანგებოდნენ.
აზიის ზოგიერთ ხალხებში მკვდართა გამომძახებელნი თავიანთ "ღმერთების" (ანუ დემონების) შეფუცვისას თმებს გაიშლიან და დაფდაფის მონოტონური ხმების ქვეშ მანამდე არხევენ თავებს, სანამ თავბრუ არ ესხმით და გონებაც მთლიანად არ "ეთიშებათ". ამ დროს ბაგეებიც ქვეცნობიერად იწყებენ მოძრაობას, მთელს სხეულს თანდათან ძაგძაგი ეუფლება და მათი "ღმერთიც" - ბოროტი სული - "გადმოდის მროკავებზე. ასე მიიღწევა დემონური შეპყრობილობა.
ტრანსში შესვლის მსგავს ტექნიკას ვხვდებით ჰარდ-როკის ფანატებს შორისაც. ეს რომ სამედიცინო თვალსაზრისითაც ძალზე სახიფათოა, შემდეგი საგაზეთო ცნობით დასტურდება.
ინგლისელი როკ-ფანატი გარდაიცვალა ხანგრძლივი და მძაფრი თავის ქნევის შედეგად.
ერთი ინგლისელი მოზარდი ჰევი-მეტალ როკ მუსიკის კონცერტის დროს მოკვდა იმის გამო, რომ თავდავიწყებით არხევდა თავს მეტისმეტი სწრაფი მუსიკის ტაქტში. ბრიტანეთის გაზეთები იუწყებიან, რომ სიკვდილის მიზეზი სასამართლო ექსპერტიზის წესით იქნა დამტკიცებული პათოლოგოანატომის მიერ როგორც "თავის რხევა" (Head banging), რაც ჩვეულებრივ რაიმედ ქცეულა მრავალი ახალგაზრდა როკ-ფანატისათვის და ამჟამად ცეკვად ითვლება.
მოწმეთა ჩვენებების თანახმად ამ 15 წლის მოზარდის სიკვდილის მიზეზი იყო ის, რომ სამი საათის განმავლობაში კრუნჩხვამორეულივით შეუჩერებლად არხევდა თავს მუსკის ტაქტში.მომდევნო დღეს მას დამბლა დაეცა და აღარც ლაპარაკი შეეძლო. ექიმებმა თავის ტვინში სისხლჩაქცევა დაუდგინეს. რვა დღის შემდეგ ყმაწვილი გარდაიცვალა.
მე არ ვამტკიცებ, რომ ასეთი "თავის რხევა" სატანური სულების შეგნებული მოწოდებაა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამგვარად წარმოიქმნება სატანური შეპყრობილობისათვის შესაბამისი პირობები, და ეს, ალბათ, სავსებით უეჭველია.
ამაღელვებელ საცეკვაო დრამის დროს, რისი ნახვაც ხშირად შეიძლება კუნძულ ბალიზე, ბევრი მროკავი ექსტაზურ სიშმაგეში ვარდება და იარაღსაც კი იყენებს საკუთარი თავის წინააღმდეგ: მროკავთ ანაზდად დაუოკებელი მისწრაფება იპყრობთ საკუთარი თავის ქენჯნისა და თავის გაწირვისა.
ეს სიშმაგე იმდენად ეუფლებათ მათ, რომ მროკავთა დემონური ექსტაზი ეგრეთ წოდებული "როკვითი ტრანსის" მდგომარეობაში გადადის. ამ დროს ხშირია გულისწასვლის შემთხვევები, როცა აღგზნებული საცეკვაო ორგიაში და სასოწარკვეთილ თავგანწირვაში მროკავნი ერთიმეორის მიყოლებით გონწასულნი ეცემიან მიწაზე.
ინდუიზმში არსებობს საკუთარი თავის დასახიჩრების რიტუალი ("თჰაიპუსამ"), როცა ინდუსები მრავალი საათის განმავლობაში დაფდაფების პულსირებადი რიტმის ქვეშ სხვადასხვა იარაღებით იჩხვლეტენ სხეულს - დანებით, მახათებით, კაუჭებით, შუბებით.
ბობ ლარსონი შემდეგს მოგვითხრობს თავისი დაკვირვებების გამო სინგაპურში: "ვინც თავს არ იქნევდა, ისინი ან უყურებდნენ სხვებს, ან ცეკვავდნენ. გარშემო ველურებივით იკლაკნებოდნენ, იგრიხებოდნენ ზორბა-ზორბა მოზარდები, რომლებიც ისეთსავე ჟესტებს აკეთებდნენ, როგორიც არაერთგზის მინახავს ამერიკელი მოზარდების ცეკვისას. მუსიკის რიტმი ისეთივე პულსირებადი და სინკოპირებადი იყო, როგორსაც ჩვეულებრივ ჰარდ-როკში იყენებენ. ის, რაც სინგაპურელი მოზარდების თავს ხდებოდა, ამერიკელ მოცეკვავე მოზარდებშიც შეგვიძლია ვნახოთ. ანაზდად ერთ-ერთმა ახალგაზრდამ წამოიკივლა, მისი სხეული თითქოს გახევდა, იგი მიწაზე დაეცა და კრუნჩვამორეული გორავდა. ოთხი ადამიანი შექნა საჭირო მის დასაკავებლად. ასეთივე სიმპტომებს ავლენდნენ სხვა მოცეკვავე მოზარდები. "რა ხდება აქ?" - ყვირილით მივმართე ჩემს გვერდით მდგომ მამაკაცს. "ჩვენ მანამდე ვცეკვავთ ამ მუსიკის ქვეშ, სანამ ჩვენი ღმერთის სული არ შემოვა ჩვენს არსებაში!" - მომიგო მან. შიშით შეპყრობილი შევყურებდი, როგორ ერთი-მეორის მიყოლებით წამოიკივლებდნენ ხოლმე გიჟურად მროკავნი და მათი მოძრაობებიც უწესრიგო, კრუნჩხვისმაგვარი ხდებოდა, თითქოს სხეულის სხვადასხვა ნაწილები ნაღრძობ-ამოვარდნილნი აქვთო. მათ დემონური ძალები ქენჯნიდნენ".
აფრიკული კულტები დიდ როლს ასრულებენ როკ'ნ'როლში. ბრიტანეთის ენციკლოპედიაც მოწმობს ამის შესახებ:
"შეპყრობილთამიერმა აფრიკულმა ცეკვებმა ახალ სამყაროშიც ჩააღწია... ამ ცეკვების დროს ღვთაება ეფულება მროკავთ და მათს განძვინვებულ მოძრაობებს იწვევს, შესატყვისთ ღვთაებრივი ხასიათისა".
პროფესიულ გაზეთში - "მედიცინა დღეს" (8/1982) დაბეჭდილი იყო სტატია სათაურით: "მუსიკა, როგორც ნარკოტიკი და გარემოს დამაბინძურებელი", რომელშიც გამოკვლევათა საფუძველზე დადგენილი იყო შემდეგი:
"ელექტროგიტარების ზემძლავრი, ყმუილისმაგვარი ხმები და დასარტყმელი ინსტრუმენტების გამალებული სტოკატო იძულებულს ხდიან ნერვებს ვიბრირებდნენ და მთლიანად თიშავენ აზროვნებას. ბიტ და როკ-მუსიკოსები გონებადაკარგულ მყმუვარ-ურჩხულებად აქცევენ თავიანთ ჭაბუკ მსმენელებს ხშირი გულწასვლები და გულყრათა შემოტევები ფასდება როგორც როკ-ჯგუფის წარმატება".
ამ დაკვირვებას შეავსებს ექიმის - დოქტორ ე. კნოულის სიტყვები: "ამ მდგომარეობაში კონტროლი სხეულის ფუნქციაზე წყდება და გაშმაგების ეს მდგომარეობა სხეულის ნაწილთა ეპილეპტიკური ტანჯვით, როცა ახალგაზრდები ყმუიან, იკბინებიან, იცინიან, ჩაისველებენ და ტანსაცმელს იგლეჯენ, მათ მიერ აღიქმება როგორც ბედნიერი და მხიარული თავგადასავალი.
ასეთი მძიმე მასობრივ ისტერიებთან დაკავშირებით როკ-კონცერტების დროს, ჟურნალში "როკ-მუსიკა და შავი მაგია" ვკითხულობთ:
"შესაძლოა ეს იყო ენერგიის ხელმწიფების გამოცდა, რომლის შესახებაც მის აღმომცენებლებს თუ მედიუმებს მოსწონდათ ლაპარაკი და წერა. მასობრივმა ისტერიებმა მოგვიყვანეს იმის აუცილებლობამდე, რომ გამოაშკარავებულ იქნას ამ ენერგიის ფესვები. ისმითვის, რომ დასაყრდენი საფუძველი ჰქონოდათ თავიანთი ახლებული აზროვნებისა და საქმიანობისათვის, მუსიკოსებმა პირველებმა მიუძღვნეს თავი ნარკოტიკებს, მაგიასა და ასტროლოგიას. ისინი უკვე დიდი ხანია გამოვიდნენ ისეთი მდგომარეობიდან, როცა ჯერ კიდევ ახერხებდნენ ყოველივე იმის გაგებასა და ახსნას, რასაც სხვებში იწვევდნენ. ვისაც მოუსმენია ელვის პრესლის, "ბითლზებისა" თუ "როლინგ სტოუნზის" პირველი ინტერვიუები, ალბათ ახსოვს, თუ რა უმწეოდ ცდილობდნენ ისინი თავი დაეღწიათ შეკითხვისათვის იმის შესახებ, თუ რისთვის არის აუცილებელი ეს ისტერიები - ყველაფრიდან ჩანდა, რომ მაშინ მათ თვითონაც არ იცოდნენ ეს.
ბობ ლარსონი, რომელიც თავის მოქცევამდე იესუ ქრისტესადმი, აქტიური როკ-მუსიკოსი იყო, დიდ შეშფოთებას გამოთქვამს ყოველივე იმასთან დაკავშირებით, რისი ნახვაც როკ-მუსიკის კონცერტებზე უხდებოდა. იგი წერს:
სატანას ესმის, რომ გარკვეული წარმატების მისაღწევად უკანასკნელ დღეებში, იესუ ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ, მას უსათუოდ დასჭირდება გავლენის მოპოვება ახალგაზრდებზე. ამიტომ ახალგაზრდათა მრავალ თაობაზე ბატონობის მისაღწევად სატანა ჰარდ-როკს იყენებს. მე მინახავს, თუ როგორ ხდებოდნენ ახალგაზრდები დემონთაგან შეპყრობილები როკ-მუსიკის ქვეშ ცეკვის დროს. განსაკუთრებით ძლიერად ეს ვლინდება ქალიშვილებში. თითქოსდა მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო, რომ ქალიშვილები ცეკვის დროს თუნდაც რაღაც გარეგნულ წესიერებას შეინარჩუნებდნენ. მაგრამ ხშირად გვიხდებოდა იმის დანახვა, თუ როგორ ვარდებოდნენ ისინი ექსტაზში და ისეთი კრუნჩხვისმაგვარ ტოკვას იწყებნდნე, რისი ახსნაც მხოლოდ დემონური აქტიურობის გამოვლინებით თუ შეიძლება. გული შიშით მევსებოდა, როცა ყოველივე იმას ვხედავდი, რაც ჩემი მუსიკის ქვეშ ცეკვისას ხდებოდა.
დემონს შუძლია ყოველთვის ერთ ადამიანში არ დარჩეს. როცა ადამიანი როკ-მუსიკის რიტმის ზეგავლენის ქვეშ ექცევა, დემონს ძალუძს მყისიერად შევიდეს მასში, მორალურად და გონებრივად გააჩანაგოს იგი და მალევე დასტოვოს. პარასკევობითა და შაბათობით, როკ-კონცერტების დროს, სატანა უკვე უდიდეს ძალაუფლებას იძენს ათასობით ახალგაზრდა ადამიანზე".
დასასრულ, აუცილებელია აღინიშნოს შემდეგი: როკ-კონცერტებისა და დიკსოთეკების მთავარი ნიშან-თვისებებია - ზემძლავრი მუსიკა მონოტონურ-ერთგვაროვანი გამაყრუებელი რიტმით, არომატული, დამბანგავი ნივთიერებების ფრქვევით, სიბნელით, ფერთა განუწყვეტელი მონაცვლეობით, ელვის მსგავსად ფეთქებადი სინათლით და ძალზე დიდი რაოდენობით მაყურებლით, რომლებიც ასევე ზემოქმედებენ ერთმანეთზე; ნიშანდობლივია, რომ აქ საუბარია იმავე ფაქტორებზე, რომლებიც მაგიაში გამოიყენება ჯადოქრების - ეშმაკის მსახურთა მიერ, რათა ისეთ მდგომარეობაში შთააგდოს სპექტაკლის მონაწილენი, როცა ისინი ადვილად დაექვემდებარებიან ჰიპნოზს და გაეხსნებიან დემონურ სულებს მათში შესაღწევად. ნარკოტიკებისგან გაბრუების მდგომარეობა და აზროვნების დაბინდვა - სატანის მზაკვრული ხერხებია. ბიბლია კი პირიქით, სიფხიზლისა და მღვიძარებისკენ მოგვიწოდებს: "იღვიძებდით და ილოცევდით, რაითა არა შეხვიდეთ განსაცდელსა..." (მათე 26:41) და "მღვიძარე იყვენით, მტკიცედ დეგით სარწმუნოებასა ზედა, მხნე იყავით და განძლიერდით" (1 კორინთ. 16:13).
ოკულტური აფეთქება
"და სხვათა მათ კაცთა, რომელნი-იგი არა მოკლნეს ამათ წყლულებათაგან, არა შეინანეს მათ საქმეთაგან ხელთა მათთაისა, რაითამცა არა თაყვანისსცემდეს ეშმაკთა და კერპთა ოქროისა და ვერცხლისა და ქვისა და შეშისათა, კაცისმკლველობათა მათთაგან და არცა მწამლველობათა მათთაგან, არცა სიძვისა მათისაგან, არცა მპარაობათა მათთაგან" (გამოცხ. -: 20-21).
წმიდა მოციქულ იოანეს ეს აპოკალიპსური ხილვა გვიჩვენებს სატანისაგან ცთუნებული და ღმერთისგან განდგომილი კაცობრიობის დაბნელებულ მდგომარეობას, რომელზეც ღმერთის მსჯავრი აღესრულება. უღმერთო ადამიანი, ამპარტავანი თავის წინააღდგომაში შემოქმედი ღმერთის მიმართ, არ ცდილობს დაემორჩილოს მას და სინანულით მოიქცეს მისკენ. ეს არის საშინელი შედეგი ღმერთის ჯიუტი უარყოფისა და მის მიმართ წიინააღდგომისა თანამედროვე ადამიანის მხრიდან.
საღმრთო წერილის ცხადი წინასწარმეტყველება ასეთი აპოსტასიის - ღმერთისგან დიდი განდგომილების შესახებ განეკუთვნება იმ დროს, რომელიც უშუალოდ უსწრებს წინ უფალ იესუ ქრისტეს მეორედ დიდებით მოსვლას ამქვეყნად (იხ. თესალონიკ. 2:3; მათე 24: 37-39). უსჯულოებათა განმრავლება და სიყვარულის განგრილება, როგორც ამის შედეგი - დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა ამ უკანასკნელი დროისა (იხ. მათე 24:12). თვით უფალ იესუს ამ წინასწარმეტყველების აღსრულება დღეს უკვე მთელს მსოფლიოშია საცნაური. მაგრამ ღმერთის წყალობით სულიწმიდა და ჭეშმარიტ ქრისტეანეთა მოწმობები ჯერ კიდევ იკავებენ მსოფლიოს საბოლოო კატასტროფებისაგან, რომლის წინასწარი შეგრძნება თავზარს სცემს ხალხებს.
დღეს ყველგან ცხადი შექმნილა მზარდი განძვინვება ღმერთისა და მისი სიტყვის წინააღმდეგ. "წარმატებებმა" მეცნიერებისა და ფილოსოფიაში გააამპარტავნეს ადამიანი და ამის გამო მას უჭირს ღმრთისკენ მოქცევა.
ამიტომ დღეს ადამიანთა უმრავლესობა შემოქმედ ღმერთს კი არ სცემს თაყვანს, არამედ - კერპებს, ცრუ-ღმერთებს, რომლებიც მას შეჰყვარებია. ოქრო-ვერცხლის კერპებია - ტექნიკა და სამხედრო პოტენციალი, ქვისა და ხის კერპებია - მნიშნვნელოვანი არქიტექტურული ნაგებობანი. ამ კერპებს სასოებს თანამედროვე ადამიანი, მათკენ აქვს მიქცეული თავისი მზერა და გულითაც სწორედ მათ მიკრობია.
გარყვნილება, ქურდობა და მკვლელობა, ვითარცა სულ უფრო მზარდი უსჯულოების შედეგი, ყოველგნით გავრცელებულია და სულ უფრო საშიშ გაქანებას იღებს. გარყვნილება დღეს სავსებით ნორმალურ მოვლენად ითვლება აპოსტასირებული საზოგადოებისთვის. პორნოგრაფიის ტალღამ თავს გადაუარა ადამიანებს ჟურნალ-გაზეთების, კინოსა და ტელევიზიის მეშვეობით.
ფართოდაა გავრცელებული ჯადოქრობა, მაგია, ასტროლოგია და კერპების თაყვანისცემა. ამ მოვლენათა ქვეშ რაღაც გაცილებით უფრო დიდი იფარება, ვიდრე დროის სულისადმი თაყვანისცემა, - გარკვეული იდეოლოგიისა თუ წარმართული კერპების თაყვანისცემა. კერპების დღევანდელი თაყვანისცემა და ჯადოქრობა - ეს არის ოკულტური კატასტროფა, რომელიც აპოკალიფსური მასშტაბებით დაატყდა თავს ღმერთისგან განდგომილ კაცობრიობას და როკ-სცენაც, მოქცეული ოკულტიზმის ზეგავლენის ქვეშ, მხოლოდ თხემია ამ ვეება აისბერგისა.
წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება ინტერესი საიდუმლო მეცნიერებებისა და პარაფსიქოლოგიისადმი. აშშ-ში პარაფსიქოლოგიის კურსები ასზე მეტ კოლეჯშია გახსნილი. შეუნელებელი ინტერესით სარგებლობს ფართო მკითხველში წიგნები ზებუნებრივი უნარის მქონე მედიუმებზე, ასტროლოგიაზე, მაგიაზე, ჯადოქრობაზე... ამ ფაქტებმა ნება მისცეს ფრიდრიხ ვ. დოუცეტს შემდეგი დასკვნები გაეკეთებინა თავის შრომაში "საიდუმლო მეცნიერებათა ისტორია".
"მილიონობით ადამიანმა, რომელთა უდიდესი ნაწილი ახალგაზრდები არიან, სხვადასხვა ოკულტურ სექტებს მიაშურა იმ იმედით, რომ იქ ზებუნებრივ, მაგიურ ძალებს მიიღებდნენ..." ყოველივე გამოუკვლეველი, საიდუმლოებით მოცული და, ამასთანავე, საშინელიც ამოუხსნელ ხიბლს აღმოაცენებს ადამიანებში. ამჟამად ჩვენ უკვე შეგვიძლია ამის შესახებ საუბარი როგორც "ოკულტური ტალღის" მოვლენის შესახებ.
სხვა მკვლევარი - ჰ. შტადელმანი წერს:
"ოკულტიზმი დღეს ჰყვავის და ეს მით უფრო საოცარია, რომ ჩვენი განათლებული დრო გამუდმებით აღემატებოდა ხოლმე ყოველივე ზებუნებრივს. სატანა, დემონები, ჯადოქრობა და მაგია - ეს არის ყოველივე ის, რისიც თანამედროვე ადამიანს უკვე აღარა სჯერა. დიდი როლი შეასრულა ამაში რაციონალისტურმა თეოლოგიამ თავისი რწმენით გონების სრულყოფილებაში, რომელსაც ამდაგვარი შეხედულებები მოძველებული და სინამდვილისადმი შეუფერებლად მიაჩნია.
ოკულტიზმის აყვავებას ხელი შეუწყო აგრეთვე მოდერნისტულმა თეოლოგიამაც (გავრცელებულმა დასავლეთის პროტესტანტულ სამყაროში), რომელიც მატერიალისტურ პოზიციებზე დგას. ამასთან დაკავშირებით ოს გიუნესი ასეთ დასკვნას აკეთებს:
"ქრისტეანობამ, რომელსაც ოკულტიზმი უკვე აღარ თვლიდა კვლავაც არსებულად, დაკარგა თავისი საშუალი მდგომარეობა სკეპტიციზმსა (უარყოფითი დამოკიდებულება რომ აქვს მისადმი) და იმათ შორის, ვინც მთლიანად იღებდა ქრისტეანობას. ამიტომაც ყველა, ვინც სულიერ სინამდვილეს ეძიებდა და ვერ ჰპოვებდა მას ეკლესიაში, ოკულტიზმისკენ მიიქცეოდა. თეოლოგები, რომელთაც უზრუნველად მიუძინიათ თავიანთი თეოლოგიის რაციონალიზმში, უკანასკნელნი არიან, ვისაც ჯერ კიდევ სწამს ეს (ანუ ქრისტეანობა - მთარგმნ.)".
ამრიგად, ოკულტიზმი საშინელ რეალობად იქცა!
მედიცინის მუშაკი დოქტორი ულრიხ ზენი შემდეგს დაასკვნის: "ოკულტისტური აფეთქებისა" და დემონურის შემოჭრის ჩვენს საუკუნეში სატანის გეგმა იმაში მდგომარეობს, რომ ყოველი ადამიანი - მორწმუნე თუ ურწმუნო, განათლებული თუ გაუნათლებელი ოკულტიზმის სამყაროში შეიყვანოს, შებილწოს ამით ადამიანის სული და ამ გზით მოიპოვოს ძალაუფლება მასზე".
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ევანგელისტი რიჩარდ კრიზე განმარტავს:
"ოკულტური აფეთქება" - ცეცხლოვანი თავდასხმაა სატანისა, რომელიც ემზადება რა საბოლოო შემოტევისთვის, ნომინალური ქრისტეანობის ნახევრადდანგრეულ გამაგრებებს ბომბავს, მაშინ, როცა ათეისტურად შეფერილ იდეოლოგიას არ ძალუძს მზრუნველობა აღმოუჩინოს სულიერად გამეჩხერებულ ზონას, რომელსაც ოკულტიზმი ნაბიჯ-ნაბიჯ იპყრობს რაიმე განსაკუთრებული სიძნელეების გარეშე. ამგვარია დღევანდელი სიტუაცია.
სულ უფრო მზარდი დემონური შემოჭრის გამო ცნობილი თეოლოგი პეტერ ბაიერჰაუზი დაჟინებით გვირჩევს შემდეგს:
1) ჩვენ არამც და არამც არ უნდა ვფიქრობდეთ, რომ ოკულტური ტალღის სხვადასხვა გამოვლინებანი საზიანო არ არის ჩვენთვის.
2) პირად სულიერ ცხოვრებაში აუცილებელია დავუპირისპიროთ ამ ტალღას გამუდმებული სულიერი სიფხიზლე (რაც შესაძლებელია მხოლოდ ქრისტეს მართლმადიდებელ ეკლესიაში - მთარმგნ.).
3) ოკულტური ტალღის ზრდასთან ერთად ქრისტეანები კეთილსინდისიერად უნდა ეკიდებოდნენ თავიანთ მოწოდებას და სულიერ ბრძოლაში ქრისტეს ნათლი მხედრობის მხარეს უნდა იდგნენ.
ფრთხილად! - რელიგიური საცთური
დღეს ჩვენ სრული სერიოზულობით უნდა მივიღოთ უფალ იესუ ქრისტეს გაფრთხილება: "ფხიზლად იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ. ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ვარ ქრისტეო, და მრავალს აცდუნებენ" (მათე 24: 4-5). და " ხოლო რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები: იფხიზლეთ" (მარკოზი 13:37). უფალი იმისთვის ეუბნებოდა ამას თავის მოწაფეებს, რომ მაშინვე ცხადად უწყოდა მომავალ განსაცდელთა შესახებ, რომელნიც კაცობრიობას დაატყდებოდა თავს მისი მეორედ მოსვლის წინ, ქვეყნიერების დასასრულის ჟამს, როცა ძალზე გაიზრდებოდა დემონური გავლენა და დახვეწილი რელიგიური საცთური, რაც დღეს ჩვენს თავს აღესრულება.
მახარებლები: მათე (24:24) და მარკოზი (13:22) გვაფრთხილებენ ცრუმოძღვართა და ქრისტემტყუვართა გამო, რომელნიც ოკულტურ ძალთა დახმარებით, ანუ ეშმაკის ძალით, მრავალ დიდ დიდ ნიშებსა და სასწაულებს აღასრულებენ, რითაც ბევრთ აცთუნებენო. ადამიანები მაშინ " რწმენისაგან განდგებიან და შეუდგებიან მაცდურ სულთა და დემონთა მოძღვრებას" (1 ტიმ. 4:1) და ბოლოს, დემონური ძალის გამოვლინება თავის აპოგეას მიაღწევს, როცა გამოჩნდება დიდი მაცთუნებელი ანტიქრისტე "რომლისა-იგი მოსლვაი არს ქმედებითა ეშმაკისაითა, ყოვლითავე ძალითა და ნიშებითა სასწაულებითა ტყუილისათა და ყოვლითავე საცთურითა სიცრუისაითა და წარწყმედულთა მათ შორის" (2 თესალონიკ 2:9-10).
იოანეს გამოცხადებაში კიდევ ერთხელ არის განმარტებული, რომ ზებუნებრივი მოვლენები იმათი საქმეა, რომელნიც "არიან სულნი ეშმაკთანი, მოქმედნი სასწაულთანი" (გამოცხ. 16: 13-14).
დღეს ჩვენ ისეთ მძიმე დროში ვცხოვრობთ, რომლის შესახებაც იესუ ქრისტეს უთქვამს: "... ნეტარ არიან, რომელთ არა უხილავ და ვჰრწმენე" (იოანე 20:29) და თუ ჩვენ ჭეშმარიტებით ვირწმუნებთ იესუ ქრისტეს, რომელიც არ გვინახავს ამქვეყნად მავალი, რომელიც არ ვიცოდით და შეგვიყვარდა, რომელსაც არა ვხედავთ და ვირწმუნებთ, მაშინ განვიხარებთ "სიხარულითა გამოუთქმელითა და დიდებულითა" (1 პეტრე 1:8). ამის შესახებ პავლე მოციქულიც გვიმოწმებს: "... სარწმუნოებით ვიქცევით და არა იჭვით" (2 კორინთ. 5:7), ანუ არა ხილვით, დანახვითო.
ღმერთისგან განდგომილ ადამიანს კი ჯერ დანახვა სურს. თავისი რწმენის საფუძვლად მას უნდა ნიშები და სასწაულები ჰქონდეს და სატანაც ხალისით მიდის მათთან, რათა ეს სურვილი დაუკმაყოფილოს და მოხერხებულად იყენებს ამა "ნათესავსა ბოროტს და მემრუშეს", რომელიც "სასწაულსა ეძიებს" (მათე 12:39) და მაცთური ეშმაკიც აძლევს მას ამის შესაძლებლობას, რითაც უდიდეს წარმატებას აღწევს მათს მონადირებაში.
გზა ძლევისკენ სამწუხაროდ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ნომინალური ქრისტეანობა შეეგუა უკანასკნელი დღეების "ოკულტურ ტალღას", და მთვლემარება თუ განურჩევლობა იმ ზომამდე დაუფლებია, რომ ზემოთმოყვანილი ფაქები ბევრს არავის აღელვებს. მაგრამ ქრისტეანები არ უნდა იყვნენ უმოქმედონი ამ საშინელი ოკულტური და დემონური სინამდვილის წინაშე. და ოკულტური ძალების ნებისმიერი გამოვლინება უნდა შეფასდეს როგორც იმ ადამიანთა გამოწევევა, ვინც ღმერთის მხარეზე დამდგარა.
მოცემულ შემთხვევაში ლაპარაკია ღმრთისადმი მტრულად განწყობილ ძალთა მოქმედებაზე, რომელთა ზურგს უკან, როგორც კულისებს მიღმა მდგომი ხელმძღვანელი და ორგანიზატორი, სატანა მიმალულა და მისი მთავარი ამოცანაა ადამიანთა შეკავება ცოდვის ტყვეობაში, - შორს შემოქმედი ღმრთისაგან. ხოლო იმათ, ვინც შორსა სატანის ბრჭყალთაგან და იესუ ქრისტესმიერ ხსნის გზას ადგას, იგი განსაკუთრებული განძვინებითა და მზაკვარებით ებრძვის.
ამიტომაც შეაგონებდა პავლე მოციქული ქალაქ ეფესოს ეკლესიას (მცირე აზიის ეს ქალაქი იმ დროს მაგიისა და ოკულტიზმის ცენტრად ითვლებოდა), ყოვლადსაჭურველად ღმერთის რწმენა მოემარჯვებინათ, რათა იესუს მორწმუნეთ შეძლებოდათ წინა-აღდგომა სატანის მზაკვრული თავდასხმებისადმი: "შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ" (ეფეს. 6:11, 12).
პეტრე მოციქულიც ასევე დაბეჯითებით მოგვიწოდებს სიფხიზლისა და სიმტკიცისკენ სატანის წინააღმდეგ ბრძოლაში: "იფხიზლეთ და ფრთხილად იყავით, რადგანაც თქვენი მტერი ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და მსხვერპლს დაეძებს. წინ აღუდექით მას მტკიცე რწმენით; გახსოვდეთ, რომ იგივე ვნებები ემუქრება თქვენს საძმოს ამ წუთისოფლად" (1 პეტრე 5:8-9).
აქ საუბარია იმ ბრძოლაზე, რომელშიც ყოველ ქრისტეანს შეუძლია ბრძოლა სატანის წინააღმდეგ სიმხნევითა და უფლის სასოებით, და ძლევაც მზაკვარი სულის მანქანებათა ზედა მიიღწევა მხოლოდ ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს ძალითა და ხელმწიფებით, როგორც ამას პავლე მოციქული გვასწავლის: "მაგრამ მადლობა ღმერთს რომელმაც მოგვცა ძლევა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ" (1 კორინთ. 15:57).
ეშმაკის მეუფება - ცოდვის მეუფებაა, რადგან თავიდანვე, დასაბამიდანვე ეშმაკი ცოდავდა "მიტომაც მოგვევლინა ძე ღვთისა, რომ დაერღვია ეშმაკის საქმენი" (1 იოანე 3:8). სატანის მოქმედება მიმართულია ადამიანებზე ძალადობისა და მათი დამონებისაკენ. უფალ იესუ ქრისტეს კი თავისუფლება და მშვიდობა მოაქვს თავის მორწმუნეთათვის. ყოფილმა მედიუმმა ვიქტორ ერნესტმა სპირიტიული სეანსის დროს ჰკითხა ბოროტ სულს - გწამს თუ არა შენ, რომ იესუ ქრისტემ სისხლი დაღვარა ჩვენი ცოდვების მოტევებისათვისო, და ეშმაკმა, ამ სიტყვების გამო განძვინვებულმა, ისეთი ძალით გადააგდო მედიუმი სკამიდან, რომ ეს უკანასკნელი ტკივილისაგან აყვირდა.
ეგრეთ წოდებული თეთრი მაგიის მიმდევარი კრუცი მოგვითხრობს: "სულები ყოველის მხრიდან მესხმოდნენ თავს. ისინი ჩამჩურჩულებდნენ, რომ აღარ დამიცავდნენ და მთელს იმ ძალაუფლებასაც წამართმევენ, რაც უკვე შეძენილი მქონდა მათზე. ისინი მპირდებოდნენ, სწორედ იმ მომენტში მოგკლავთ, როცა განცხადებულად აღიარებ იესუ ქრისტესო. მემუქრებოდნენ, აგრეთვე, რომ ყველა ჩემს ახლობელ-ნათესავსაც მოკლავდნენ". როცა ყოფილმა სპირიტმა რ. გასონმა გადაწყვიტა ჩამოშორებოდა სპირიტიზმს და იესუს შესდგომოდა, უკანასკნელი სპირიტუალური სეანსის დროს მაკონტროლებელი ბოროტი სული მის დახრჩობას შეეცადა.
ხშირად გვსმენია, რომ სპირიტუალური სეანსი იშლება და ბოროტი სულები აღარ ემორჩილებიან მონაწილეებს, როცა მათს მახლობლად სადმე წრფელი ქრისტეანები ლოცულობენ.ასტროლოგებისა და ჯადოქრების მიერ ადამიანისათვის ნაწინასწარმეტყველევი მხოლოდ იმ მომენტამდე სრულდება, სანამ იგი ქრისტეანი გახდება. ჭეშმარიტი ძალა, ავტორიტეტი და ხელმწიფება კი მხოლოდ ჩვენს უფალ იესუ ქრისტეს აქვს. იგი არის "თავი ყოვლისა მთავრობისა და ხელმწიფებისა" (კოლას. 2:10). და იქ, სადაც წყვდიადის მეუფება ქრისტეს მეუფებას ეჯახება, ბოროტი სულები შეძრწუნებულნი შორს განილტვიან. უფალი განგვიმარტავს: " როცა ძლიერი შეჭურვილი იცავს თავის კარ-მიდამოს, არაფერი ემუქრება მის საბადებელს. მაგრამ როცა უფრო ძლიერი დაესხმის თავს, დაამარცხებს, აჰყრის საჭურველს, რომლის იმედიც ჰქონდა, და ანაწილებს ნაძარცვს" (ლუკა 11: 21-22).
და აი, იესუ მოვიდა - მხსნელი შედის შეჭურვილი მოძალადის ეზოში და ბორკილთაგან ათავისუფლებს ტყვეებს. და ბოროტმოქმედი სატანაც ცხადად გრძნობს უძლიერესის მოსვლას, ამ სულიერ ბრძოლაში უფალი ნებას არ გვაძლევს ნეიტრალური პოზიცია გვეკავოს, იგი გვეუბნება: "ვინც ჩემთან არაა, ჩემს წინააღმდეგაა, და ვინც ჩემთან არა კრებს, - ფანტავს" (ლუკა 11:23). და განა შეგვიძლია ჩვენ გულგრილნი ვიყოთ? სამწუხაროდ, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ისინიც კი, ვინც სახელით იესუს მიმდევარია, კონკრეტულ სიტუაციებში, ამათუიმ მიზეზის გამო არ დგებიან უფლის მხარეზე და ამგვარად გაუცნობიერებლად მისი მოწინააღმდეგენი ხდებიან. ამასთან დაკავშირებით საღმრთო წერილი გვასწავლის:
"ნუ შეცდებით, ღმერთს ვერ შეურაცხყოფთ, რადგანაც ვინც რას დასთესს, მასვე მოიმკის" (გალატ. 6:7). არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველაზე უმნიშვნელო კონტაქტსაც კი ოკულტიზმთან შეთამაშების, ექსპერიმენტისა თუ ოკულტური ლიტერატურის წაკითხვის სახით, შეუძლია მთლიანად დაუქვემდებაროს ადამიანი ამ შავბნელი ხელმწიფების შეჩვენებას.
საღმრთო წერილი მრავალგზის გვაფრთხილებს: "უფლის შიში სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის ხაფანგისაგან გამომხსნელი... უფლის მოშიშებით ბოროტებისგან თავს დაიხსნის კაცი... მართალთა გზა-კვალი ბოროტებას გვერდს უქცევს; ვინც თავის გზას აკვირდება, თავის სულს იცავს" (იგავთა 14:27; 16:6, 17).
უფლის შიში ნიშნავს რწმენითა და მოწიწებით აღსავსე მინდობას ღმერთისადმი და, ამავე დროს, სიძულვილს ბოროტისადმი (იგავთა 8:13). როცა ჩვენ როკ-ჯგუფების გრამფირფიტებს ვისმენთ, რომელთა შინაარსი ოკულტურია, ღვთისმგმობი და ეშმაკის განმადიდებელია, განა მაშინ ღმერთს არ შევურაცხვყოფთ?! რა შეიძლება მოვიმკათ ასეთ შემთხვევაში? თითოეულმა ჩვენთაგანმა საღმრთო წერილის შუქზე უნდა შეხედოს საკუთარ ცხოვრებას და ასე შეაფასოს იგი, ამასთან, უნდა "განვიშოროთ ბნელის საქმენი და შევიმოსოთ ნათლის საჭურვლით" (რომ. 13:12). ხოლო შენ რა უნდა მოიმოქმედო ახლა, მკითხველო, თუკი როკ-მუსიკის ბორკილები გადევს, მის ტყვეობაში ხარ და, ამგვარად, სატანას ემსახურები? თავის წიგნში "როკ-მუსიკა და ქრისტეანული თვალსაზრისი" ვალტერ კოლი გათავისუფლების გზას მიგვანიშნებს (ნამდვილი გათავისუფლება ყოველგვარი ბოროტებისგან და ეშმაკის დემონური ზეგავლენისგან შესაძლებელია მხოლოდ სულიწმიდს საღმრთო მადლით, მართლმადიდებელ ეკლესიაში - მთარგმნ.): "მოციქულის დროს ჯადოქრებმა დაწვეს თავიანთი ძვირადღირებული წიგნები (საქმე მოციქულთა 19:19). ზუსტად ასევე, როკ-მუსიკოსების ტყვეებმაც უნდა მოსპონ ოკულტური, ღვთისმგმობი და ბინძური შინაარსით აღსავსე მათი გრამფირფიტები. თუკი სურთ, რომ ღვთის სიტყვა განმტკიცდეს და მძლავრად აღორძინდეს მათ შინაგან კაცში (საქმე მოციქულთა 19:20).
შეუძლებელია ცოცხალი ერთობა გქონდეს ღმერთთან და ამავე დროს შეგნებულად ექვემდებარებოდე ხანგრძლივ უღმერთო ზეგავლენას". რა მიზეზით დაწვეს თავიანთი გრძნეული წიგნები ქალაქ ეფესოს მცხოვრებლებმა, რომელნიც მათთან წმიდა პავლე მოციქულის ყოფნისას ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცნენ? - განა სატანის ხელმწიფების წინაშე და ბოროტ სულთა მუქარის წინაშე შიშის გამო? - არა! ისინი იმ ზომამდე იყვნენ გატაცებულნი უფალ იესუ ქრისტეს ძალაუფლებითა და დიდებით, მისი აღმატებით წყვდიადის ძალებზე, რომ თავისი უფლის და მაცხოვრის სიყვარულით მოიმოქმედეს ეს. ამას შედეგად მოჰყვა ის, რომ:
1. "ეს რომ შეიტყვეს ეფესოში მცხოვრებმა იუდეველებმა და ბერძნებმა, თავზარი დაეცა ყველას, და განდიდებულ იქნა უფალ იესოს სახელი" (საქმე მოციქულთა 19:17).
2. "მრავალი მორწმუნე მოდიოდა, აღიარებდა და აცხადებდა თავის საქმეებს" (იქვე. 19:18) და
3. "ბევრმა გრძნეულმა შეაგროვა თავისი წიგნები და ყველას თვალწინ დაწვა; როდესაც დაიანგარიშეს მათი ფასი, გამოვიდა ორმოცდაათი ათასი ვერცხლი" (იქვე. 19:19).
ეფესელი ქრისტეანები ვერ შეაშინა დიდმა ფინანსურმა დანაკარგებმა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მეზვერის დღიური ხელფასი 1 დინარს შეადგენდა, ხოლო ზემორეხსენებული წიგნების ფასი 50 000 დრაჰმა (ანუ ამდენივე დინარი) იყო, ეს ფული 160 მეზვერის ხელფასს ეყოფოდა მთელი წლის განმავლობაში.
ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ "ღმერთი ნათელ არს და ბნელი არა არს მის თანა არც ერთ" (1 იოანე 1:5). ღმერთი წმიდაა და თავისთან ვერ ითმენს ვერანაირ ცოდვას, ამიტომაც "თუ ვამბობთ, მას ვეზიარებითო და ბნელში კი დავდივართ, ვცრუობთ და არ ვიქცევით ჭეშმარიტების თანახმად" (1 იოანე 1:6). ხოლო "თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, სანდო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უსამართლობისაგან" (იქვე. 1:9). და ღმერთიც თავისი სამართლიანი მსჯავრითა და სიბრძნით ცხადზე უცხადესი არჩევანის წინაშე გვაყენებს: "ვიმოწმებ დღეს თქვენს წინაშე ცას და მიწას: სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდევი წინ, კურთხევა და წყევლა. აირჩიე სიცოცხლე, რომ იცოცხლოთ შენ და შენმა შთამომავლობამ, გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, გესმოდეს მისი სიტყვა და მიეწებო მას, რადგან ის არის შენი სიცოცხლე და შენი დღეგრძელება, რომ იცხოვრო იმ მიწაზე, რომლის მოცემა ფიცით აღუთქვა უფალმა შენს მამა-პაპას - აბრაამს, ისაკს და იაკობს" (მეორე რჯლ. 30:19-20).
ჩვენც კურთხევა გამოვირჩიოთ და უფალი ღმერთი შევიყვაროთ, რათა ვცხოვნდეთ. ამინ!
| |