ნაყოფის შეჭმა ზნეობრივი გამრუდების მხოლოდ დასაწყისი, მისი პირველი ბიძგი იყო. იგი იმდენად აშკარა და დამღუპველი აღმოჩნღა, რომ ადრინდელი სიწმიდისა და სიწრფელისაკენ მიბრუნება შეუძლებელი გახადა. პირიქით, თავი იჩინა ღვთისგან კიდევ უფრო მეტად განდგომის მადრეკილებამ. ეს გამოჩნდა მაშინ, როცა ადამმა და ევამ შენიშნეს თავიანთი სიშიშვლე, გაიგონეს სამოთხეში უფლის ხმა და დაემალნენ, შემდეგ იწყეს თავისმართლება, რითაც მხოლოდ გაამძაფრეს საკუთარი დანაშაული. ღვთისადმი ადამის პასუხებიდან ჩანს, რომ მას ჯერ სურს ღვთის მზერას გაექცეს, შემდეგ ცდილობს, დაფაროს დანაშაული და ტყუის, როცა ამბობს, რომ ღმერთს მხოლოდ სიშიშვლის გამო დაემალა. ბოლოს თავს იმართლებს და უნდა თავისი დანაშაული ცოლს გადააბრალოს.
ქრისტიანული მწერლობის უძველეს ძეგლში, სახელწოდებით ეპისტოლე დიოგნეტესადმი, ვკითხულობთ: ცოდნა ან გონიერება განუშორებელია ცხოვრებისგან. ამის სიმბოლო იყო სამოთხეში გვერდიგვერდ დარგული ხე ცხოვრებისა ღა ხე ცნობადისა. ეს ნიშნავდა, რომ ღმერთი არ კრძალავდა ცოდნის მიღებას, ოღონდ ითხოვდა - მისი გაგების მსურველთ კეთილი ცხოვრებით, ანუ ღვთის მცნებებით ეცხოვრათ. პირველი ადამიანების ცოდვა თუ დანაშაული იყო არა თავისთავად ცოდნის შეძენის მონდომება, არამედ სურვილი, მიეღოთ იგი კეთილი ცხოვრების გარეშე, არა ღვთის მცნებების აღსრულებით, პირიქით, ურჩობის ხარჯზე.
ამრიგად, მცნების პირველი დარღვევისთანავე ადამიანში მყისიერად შევიდა ცოდვის საწყისი, ცოდვის კანონი. მან დააზიანა ადამიანის ბუნება, სწრაფად დაიწყო მასში ფესვების გადგმა დ დამკვიდრება. ადამიანის ბუნებაში შემოსული ცოდვის საწყისის შესახებ პავლე მოციქული წერს: რამეთუ უწყი, ვითარმედ არარა დამკვიდრებულ არს ჩემ თანა, ესე იგი არს, ხორცთა შინა ჩემთა კეთილი, რამეთუ ნება იგი წინა მიც მე, ხოლო საქმედ კეთილისა მის არა ვპოებ... რამეთ თანა-მნებავს მე შჯულსა ღმრთისასა შინაგანითა მით კაცითა. და ვხედავ სხუასა შჯულსა ასოთა შინა ჩემთა, რომელი იგი წინა-განეწყვების შჯულსა მას გონებისა ჩემისასა და წარმტყუენავს მე შჯულითა მით ცოდვისაბთა, რომელი იგი არს ასოთა შინა ჩემთა(რომ. 7,18,22-23). ადამიანში გაბატონდა ცოდვისადმი მიდრეკილებანი და იგი ცოდვის მონად აქცია (რომ. 6,6). დაიბინდა მისი გონება და გრძნობა; ამიტომ ადამიანის ზნეობრივმა თავისუფლებამ ხშირად იწყო მიდრეკა ბოროტებისკენ და არა სიკეთისკენ. ადამიანთა მისწრაფებას, ეღვაწათ ცხოვრებაში, გულისთქმა და სიამაყე დაედო საფუძვლად. მათ შესახებ ვკითხულობთ: ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაბ არს სოფლისაბ ამის... რამეთუ ყოველივე სოფელსა შინა ესე არს გულის თქუმაბ ხორცთა და გულის თქუმაბ თუალთაბ და სილაღე ამის ცხორებისაბ. და ესე არა არს მამისაგან, არამედ სოფლისაგანი არს (I ინ. 2,15-16). ხორციელი გულისთქმის დროს ხდება დამონება მდაბალი, ხორციელი სურვილებისადმი, სუსტდება სულის გავლენა სხეულზე: თვალთა გულისთქმა გულისხმობს ცრუ კერპებისა და მავნე ჩვევებისკენ მიდრეკას, აჩენს ამსოფლიურ სიხარბეს, სიძუნწესა და შურს. სილაღე ამის ცხორებისაბ ნიშნავს საკუთარი უცდომელობის გრძნობას, ეგოიზმს, მზუაობრობას, სუსტებისა და ღარიბებისადმი ზიზღს, თავმომწონებას, პატივმოყვარებას.
თანამედროვე ფსიქოლოგიურ გამოკვლევებსაც მიჰყავს მკვლევარნი იმ დასკვნამდე, რომ გულისთქმა და სიამაყე (ანუ სხვებთან შედარებით საკუთარი უპირატესობის ხაზგასმა) თანამედროვე დაცემული ადამიანის მისწრაფებათა მთავარი ბერკეტებია მაშინაც კი, როცა ისინი სულში ღრმად ჩაკარგულნი და აზრობრივად ჩამოუყალიბებელნი ჩანან.