რატომ იყო ადამიანთა ცოდვით დაცემა შესაძლებელი?
შესაქმისაღმწერელი არ გვაუწყებს, დიდხანს ცხოვრობდნენ თუ არა პირველი ადამიანები სამოთხეში ნეტარი ცხოვრებით. მათ დაცემაზე საუბრისას მიუთითებს, რომ ისინი თავად კი არ შეცდნენ, არამედ ეს მაცდურმა ჩაადენინა:ხოლო გუელი იყო უგონიერეს უფრობს ყოველთა მხეცთა ქუეყანასა ზედა, რომელი ქმნნა უფალმან ღმერთმან, და რქუა გუელმან დედაკაცსა: რად რამეთუ თქუა უფალმან ღმერთმან: არა შჭამოთ ყოვლისგან ხისა სამოთხისა. და რქუა დედაკაცმან გუელსა: ყოვლისაგან ნაყოფისა ხისა სამოთხისა ვჭამოთ. ხოლო ნაყოფისაგან ხისა, რომელ არს შორის სამოთხისა, თქუა ღმერთმან, არა შჭამოთ მისგანი, არცა შეეხნეთ მას, რათა არა მოჰკუდედ. და რქუა გუელმან დედაკაცსა: არა სიკუდილით მოჰკუდეთ. რამეთუ უწყოდა ღმერთმან, ვითარმედ: რომელსა დღესა შჭამოთ მისგანი, განგეხუნენ თქუენ თუალნი და იყვნეთ, ვითარცა ღმერთნი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა. და იხილა დედაკაცმან, რამეთუ კეთილ არს ხე ჭამად ღა სათნო თუალთათვს ხილვად და შუენიერ განცდად. და მიმღებელმა დედაკაცმან ნაყოფისაგან ჭამა და მისცა ქმარსაცა მისსა მის თანა და ჭამეს (შესაქ. 3,1-6).
ქრისტიანული ეკლესია გველ-მაცდურში ყოველთვის ეშმაკს გულისხმობდა. მის მიერ მიღებული ეს სახე ყველაზე მეტად შეეფერება შემპარავ, მოხერხებულ და შხამიან მაცდურს. ამას ნათლად გვაგებინებს მაცხოვრის სიტყვები ეშმაკზე: იგი კაცის-მკვლელი იყო დასაბამითგან (ინ. 8,44). იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში მას ვეშაპი იგი დიდი, გუელი დასაბამისაბ ეწოდება (გამოცხ. 12,9); სოლომონის სიბრძნის წიგნში ნათქვამია: შურითა ეშმაკისათა სიკუდილი სოფელსა შინა შემოხდა (სიბრ. 2,24).