წმიდა მამების მითითებით, ბოროტებას არ გააჩნია არსი, მას ღვთის მიერ შექმნილი ელემენტებისა და სამყაროს ძალთა მსგავსი ნამდვილი, დამოუკიდებელი მყოფობა არ ახასიათებს. იგი არის მხოლოდ ცოცხალ არსებათა მიდრეკა შემოქმედის მიერ დადგენილი მდგომარეობის საპირისპირო მხარეს. ამიტომაც. ბოროტების მიზეზი ღმერთი კი არა, თავად ის არსებები არიან, რომლებმაც თავი აარიდეს თავიანთი ნების შეთანხმებას საღვთო ნებასთან. ბოროტება არის ღვთის ნების, მისი მცნებებისა და ადამიანის სინდისში ჩაწერილი ზნეობრივი კანონების დარღვევა. ამ დარღვევას ცოდვა ეწოდება.