ცოდვის საბოლოო, უკანასკნელი და ყველაზე მთავარი შედეგი იყო არა სნეულებანი და ფიზიკური სიკვდილი, არამედ სამოთხიდან განდევნა, რაც ღვთის სასუფევლის დაკარგვას ნიშნავდა. ადამის სახით მთელმა კაცობრიობამ დაკარგა მათთვის მოსალოდნელი მომავალი ნეტარება, რომელიც სამოთხეში ყოფნისას ნაწილობრივ განიცადეს ადამმა და ევამ. მარადიული ცხოვრების ხილვის სანაცვლოდ კაცობრიობამ სიკვდილი, მის უკან ჯოჯოხეთი, ბნელეთი და ღვთისგან განგდება მიიღო. ამიტომ არის ძველი აღთქმის წმიდა წიგნები საიქიო ცხოვრებაზე პირქუში აზრებით სავსე. რამეთუ არა არს, ვინ სიკუდილსა შინა მოგიხსენოს შენ, ანუჯოჯოხეთსა შინა აღგიაროს შენ (ფს. 6,6) - ეს არ არის უკვდავების უარყოფა, არამედ საიქიოში უიმედო არსებობაზე ფიქრია. ასეთ შეგნებასა და დარდს მხოლოდ მაცხოვრის მოსვლა და სამომავლო გამოხსნის იმედი ამსუბუქებდა. ვიცი, რამეთუ საუკუნე არს, რომელსა დადსნა ჩემი ეგულების, ქუეყანით აღდგინებად ტყავი ჩემი, რომელმან თავს-ისხნა ესენი, რამეთუ უფლისა მიერ აღესრულნეს ესენი ჩემ ზედა (იობ. 9,25-26). ამისთვს განიხარა გულმან ჩემმან და გალობდა ენაბ ჩემი, უფრობსღა და ხორცთაცა ჩემთა დაიმკვიდრონ სასოებით. რამეთუ არა დაუტეო სული ჩემი ჯოჯოხეთს, არცა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელსა (ფს. 15,9-10).