მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პროტოპრესვიტერი
მიქაელ პომაზანსკი

 

ბოროტება და ცოდვა სამყაროში

 

ცოდვით დაცემის ფიზიკური შედეგები.

 

ასეთ შედეგებად მოგვევლინა სნეულებანი, ჯაფა, სიკვდილი. ისინი მივიღეთ, როგორც ზნეობრივი დაცემის, ღმერთისგან გაუცხოებისა დ მისგან ადამიანთა განდგომის ბუნებრივი შედეგი. ადამიანები დაემორჩილნენ სამყაროს ხრწნად საწყისებს, სადაც ლპობა და სიკვდილი მოქმედებს: განეშორნენ ცხოვრებისა და ყოველი ძალის მუდმივი განახლების წყაროს - ღმერთს. როცა უფალმა იესო ქრისტემ განკურნა უძლურებაში მყოფი, იქვე მიუთითა სნეულების დამოკიდებულებაზე ცოდვასთან: აჰა, ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რაბთა არა უძგრესი რაბმ გეყოს შენ (ინ. 5,14).


ცოდვასთან ერთად კაცთა მოდგმაში სიკვდილი შემოვიდა. ადამიანის სული შექმნილია უკვდავად, სხეულიც შეიძლებოდა ასეთად დარჩენილიყო, ღმერთს რომ არ განშორებოდა. ღმერთმან სიკუდილი არა დაჰბადა - ამბობს წიგნი სიბრძნე სოლომონისა (სიბრ. 1,13). როგორც ნეტარმა ავგუსტინემ ზუსტად გამოხატა: ადამიანის სხეულს არ გააჩნია სიკვდილის შეუძლებლობა, მაგრამ ჰქონდა შესაძლებლობა არ მომკვდარიყვნენ, რომელიც დაკარგა. შესაქმისაღმწერელიგვაუწყებს, რომ სამოთხეში ცხოვრების ხის ნაყოფის ჭამით მიიღწეოდა შესაძლებლობა არ მომკვდარიყვნენ, რაც პირველმა ადამიანებმა დაკარგეს სამოთხიდან განდევნის გამო. ვითარცა-იგი ერთისა მის კაცისათგს ცოდვაბ სოფლად შემოხდა და ცოდვისა ძლით სიკუდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესცოდეს (რომ. 5,12). მოციქული სიკვდილს როჭიკს, ანუ ცოდვის სასყიდელს უწოდებს: საგზალი ცოდვისაბ სიკუდილი არს (რომ. 6,23).