მთავარი მწყემსი კეთილი სარჩევი

 

ბერი პაისი ათონელი


ნუ შევქმნით საცდურს თავად!

"- წმიდაო მამაო, როდესაც ადამიანი უყურადღებობით ქმნის რაღაც საცდურს, მაშინ ზოგიერთები ამბობენ: "თავი დაანებე,მაინც არ შეიცვლება!" როგორ უნდა მივუდგეთ ამას?
- არ იცვლება ის, ვისაც არ შეუძლია იფიქროს და არა - ის, ვინც უყურადღებოა. უყურადღებო ადამიანი კოცონს ანთებს და არ ფიქრობს იმაზე, რომ იქ, სადაც მან ცეცხლი დაანთო, ხანძარი გაჩნდება. როდესაც ასეთი ადამიანები კოცონს ანთებენ და სხვათა სულებს ფერფლავენ, უნდა ვილოცოთ და ცეცხლზე თუნდაც ერთი სათლი წყალი დავასხათ. არიან სხვანაირი ადამიანებიც, რომელთაც უქრით: ღვთისმოსავები კი არიან, მაგრამ თავში ყველაფერი რიგზე ვერ აქვთ და თუ ისეთ რაიმეს გაიგონებენ, რასაც არ ეთანხმებიან, განურჩევლად - მართალია თუ არა ეს, თავისას მიაჭენებენ. მაშინ გვმართებს დელიკატურად დავამუხრუჭოთ ისინი, ხოლო როდესაც შეჩერდებიან, ასეთივე დელიკატურობით ბორბლებში ქვა შევუდგათ, რომ დაღმართზე უკან აღარ დაგორდნენ და ჩვენც თან არ ჩაგვიყოლონ."