მთავარი მწყემსი კეთილი სარჩევი

 

ბერი პაისი ათონელი


სიყვარულის კრიტერიუმები !

თუკი ადამიანს შესაძლებლობა აქვს და მოწყალებას გასცემს,შეუძლებელია იმის გარკვევა,აქვს თუ არა მას სიყვარული.იმიტომ,რომ იგი,შესაძლოა,იმისათვის გასცემდეს,რომ რაღაც ნივთები თავიდან მოიშოროს.სიყვარული მაშინ ჩანს,როდესაც თავადაც გაჭირვებული კაცი გასცემს.ვთქვათ,მე ვთვლი,რომ სიყვარული მაქვს,იმისათვის,რომ ჩემი სიყვარული გამოსცადოს,ღმერთი მიგზავნის ღატაკს.მაგ: თუ მე ორი საათი მაქვს,ერთი კარგი და ერთიც - მცირედ დაზიანებული.და ღატაკს ამ დაზიანებულს მივცემ,,გამოდის,რომ მე მეორე ხარისხის სიყვარული მაქვს.ხოლო თუ ნამდვილ სიყვარულს ვფლობ,მას უკეთეს საათს მივცემ.მაგრამ აქ ზარალის ლოგიკა ამეტყველდება: - "კარგი როგორ მივცე?! იმ დროს,როდესაც საათი საერთოდ არა აქვს,მისთვის ძველიც საკმარისია."- და მე მას ძველ საათს ვაძლევ.მაგრამ,რადგანაც აძლევ სწორედ ძველს,ეს იმას ნიშნავს,რომ შენში ისევ ცოცხლობს ძველი კაცი,ხოლო თუ ახალს აძლევ,მაშინ შენ განახლებული ადამიანი ხარ.ხოლო ის მდგომარეობა,,როდესაც ძველსაც და ახალსაც სახლში იტოვებ და არაფერს აძლევ,უკვე ჯოჯოხეთური მდგომარეობაა.
- წმიდაო მამაო,ამ მდგომარეობიდან გამოსვლა რანაირად შეიძლება?
- ასე უნდა განვსჯიდეთ: "ღატაკის ადგილას თვით ქრისტე რომ ყოფილიყო,რას მივცემდი მას? რა თქმა უნდა - საუკეთესოს!" ამგვარად ხვდება ადამიანი,თუ რა არის ჭეშმარიტი სიყვარული,იღებს მტკიცე გადაწყვეტილებას (რომ მისდევდეს მის პრინციპებს) და სხვა შემთხვევაში უკვე საუკეთესოს გასცემს.თავდაპირველად,ეს შეიძლება ცოტა ძნელიც იყოს მისთვის,მაგრამ,თუ ასე იღვაწებს,იმ მდგომარეობამდე მივა,რომ სხვათა დასახმარებლად ძველსაც გასცემს და - ახალსაც.შეიძლება თვითონ საერთოდ უსაათოდ დარჩეს,მაგრამ სამაგიეროდ,ქრისტე იქნება მასში და გაიგონებს ტკბილ ძგერას საკუთარი გულისა,რომელიც საღვთო სიხარულით იხარებს.თუკი შენ ვინმე"მიგიღებდეს სამოსელსა შენსა,"და შენ იმ პერანგსაც გასცემ,რომელიც გაქვს,მაშინ შემდეგში შენ ქრისტე შეგმოსავს.თუკი ვინმე უბედურზე გული შეგტკივა და ეხმარები მას,იფიქრე,თუ რა მსხვერპლს გაიღებდი,მის ადგილას თავად ქრისტე რომ ყოფილიყო.ამგვარად აბარებს ადამიანი გამოცდებს.მოყვასის სახეში მორწმუნე ქრისტეს ხედავს,ხოლო ქრისტე თვითონვე ამბობს,რომ,როდესაც რაიმეს აკეთებთ უბედურებისათვის,ამას აკეთებთ ჩემთვის.რა თქმა უნდა,თითოეულს მისთვის განკუთვნილი პატივი უნდა მივაგოთ,მაგრამ სიყვარული ყველასადმი ერთი და იგივე უნდა იყოს - მინისტრი და ღატაკი,გენერალი და ჯარისკაცი მორწმუნის გულში ერთსა და იმავე ადგილზე უნდა იდგნენ."