მთავარი მწყემსი კეთილი სარჩევი

 

ბერი პაისი ათონელი


ელექტრონული მოწმობების შესახებ


ათონელი ბერი – წმ. მამა პაისი გვამცნობს შემდეგს: ”ეს არის ანტიქრისტეს რიცხვი და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ავიღოთ ეს ელექტრონული პირადობის მოწმობები ..., რადგან პასპორტში ჩამონტაჟებულია შავი მაგნიტური ლენტა, რომელზეც აღბეჭდილია კოდი და შტრიხის სისტემა 666. ეს ცხადია, არ ჩანს შეუიარაღებელი თვალით. მხოლოდ კომპიუტერს შეუძლია მისი წაკითხვა. შენ იყავი ყურადღებით და არ გაგიტაცოს იმან, რასაც იტყვის ან ერთი ან მეორე, რადგან ყველას აქვს უფლება თქვას ის, რაც მას სურს, მაგრამ ჩვენ უნდა დავემორჩილოთ მხოლოდ ღმერთის ნებას და იმას, რაც მან გადმოგვცა წმინდა წერილში”. “ასე რომ ამ სრულყოფილი კომპიუტერული გარანტიის სისტემაში იმალება მსოფლიო დიქტატურა, ანტიქრისტეს მონობა”.

“დიდი ცბიერებით შემოიღეს ეს ეკონომიკური სისტემა ქრისტიანების მახეში გაბმის მიზნით. ჩვენთან, ჯერჯერობით არ არის ეს პროცესი დანერგილი, მაგრამ ამერიკაში ლაზერის საშუალებით ხელზე და შუბლზე ადამიანებს ადებენ ნიშანს. ამერიკაში, 1982 წელს ეს ბეჭედი მიიღო 3 ათასმა ადამიანმა და მას იღებენ, როგორც განსაკუთრებული პატივს, უწინარეს ყოვლისა განსაკუთრებული პირები. მიუთითა რა ამერიკელი ქალის მერი სტიუარტ რელფეს -ის წიგნზე ახალი ფულადი სისტემა 666 (Mary Stewart Relfe - The New Money System 666", 1982): დამწუხრებულმა ხუცემსმა განაგრძო: აქ ისე მკაფიოდ იხსნება ეს საიდუმლო, რომლის შესახებ აპოკალიფსში ჩვენ გვამცნობს წმინდა იოანე ღვთისმეტყველი და მე შეშფოთებული ვარ ამის გამო, რომ ძალიან ბევრი, მათ შორის სასულიერო პირები, მღვდლები, ეპისკოპოსები არავითარ წინააღმდეგობას არ უწევენ ამ პროცესს და არ აღიქვამენ როგორც სულიერ პრობლემას, არამედ აღიქვამენ, როგორც საერო ცხოვრების წესს.

ისინი არწმუნებენ ხალხს, რომ მათ არ მიაქციონ ყურადღება მითქმა-მოთქმებს პირადობის მოწმობების შესახებ და არ ითაკილონ მისი აღება. მოკლედ, ამართლებენ ყველაფერ გაუმართლებელს. ეს არ არის მართალი. ისინი ამშვიდებენ ხალხს, მაგრამ დასაფიქრებელია ერთი რამ, რა საჭიროა ასეთი ფუჭი დამშვიდება, როცა შეიძლება ხალხი აღმოჩნდეს ისეთ მდგომარეობაში, საიდანაც გამოსავალი აღარ იქნება, მაგრამ მოვა დრო და მათ ყველაფერი მოეკითხებათ. ბევრმა, რომელთაც იცის ჩემი პოზიცია, რომ მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები პირადობის მოწმობების შემოღებას, ბრძანეს: “მერე რა მნიშვნელობა აქვს რას ამბობს პაისი, ეს ხომ ერთი ბერის აზრია და არა მთლიანი ეკლესიისა”. ეს არ არის მართალი.

ამ შემთხვევაში მე ჩემს აზრს კი არ გამოვთქვამ, არამედ მორჩილად მივუთითებ მათ, ვინც მე ამას მთხოვს და ვეყრდნობი ეკლესიას, რომელიც არის ევანგელია და ქრისტეს სიტყვა. მე ვეთანხმები იმას, რომ არავის, არც პაისის, არც მოძღვარს, არც ეპისკოპოსს, არც პატრიარქს _ არ უნდა ჰქონდეს თავისი საკუთარი აზრი და არა აქვს უფლება ღვთისნიერ ხალხს მოახვიონ თავისი აზრი. ყველა უნდა მიენდოს მხოლოდ ღმერთის აზრს და ნებას, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ ბიბლიის მეშვეობით. ჩვენ უნდა გავანათლოთ ქრისტიანები და უნდა შევიტანოთ მათ სულებში სასოება მათივე საკეთილდღეოდ, რომ ისინი მუდმივ მზადყოფნაში იყვნენ. ამავე დროს ჩვენ არ უნდა შევქმნათ პანიკა, იმიტომ რომ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან მორწმუნე ქრისტიანები კი არა, არამედ ისინი, ვინც ეშმაკის გავლენის ქვეშ მოექცევიან. იმიტომაც აპოკალიფსში წერია, რომ სიძნელეები იქნება ჩვენთვის, მაგრამ ყველა ჭრილობას მიიღებენ სხვები და მათთვის ეს იქნება უფრო ძნელი, რადგანაც ისინი შეეწინააღმდეგებიან უფალს.

ანტიქრისტეს დროს, როცა ის მიმართავს სამყაროს და ამავე დროს ქრისტიანები აღავლენენ ჭეშმარიტ ლოცვებს, ანტიქრისტე შეიგრძნობს რა ლოცვებს, შეძრწუნდება იმიტომ, რომ ქრისტიანის ლოცვებს უდიდესი ძალა აქვს... იმის თაობაზე, რომ ანტიქრისტეს დროს ქრისტიანებს ძალიან გაუჭირდებათ ცხოვრება; ისინი ვერაფერს ვერ იყიდიან, მათ მოუწევთ შიმშილობა, ხუცესმა უპასხა: ქრისტიანი მაინც გაიტანს თავის თავს, თუნდაც იკვებოს ორცხობილით და ზეთის ხილით. დაიტანჯებიან ისინი, ვინც მიეჩვია ნაირ-ნაირების მირთმევას, ვისაც მაგიდაზე 10 სახეობის ყველი ედოთ “როკფორიდან” დაწყებული “ჰოლანდიურით” დამთავრებული.


(ათონის სქიმონაზონის წმ. პაისის ცხოვრებიდან და დარიგებიდან,
რომელიც მოყვანილია დიონისე ტაცისის წიგნიდან “როცა სხვისი ტკივილი შენი ტკივილი ხდება”.)