მთავარი მწყემსი კეთილი სარჩევი

 

ბერი პაისი ათონელი


ბეჭდის შემოღების ვერაგი ხერხი


...ნელ-ნელა, ბარათების და პირადობის მოწმობების შემოღების შემდეგ, ანუ პერსონალური დოსიების შედგენის შემდგომ, ისინი ეშმაკურად შეუდგებიან ბეჭდის დასმას. სხვადასხვა ხრიკების საშუალებით ადამიანებს აიძულებენ მიიღონ ბეჭედი შუბლზე ან ხელზე. ისინი დიდ დაბრკოლებებს შეამთხვევენ ადამიანებს და იტყვიან: ”ისარგებლეთ მხოლოდ საკრედიტო ბარათებით, ფული გაუქმდება”. ის, ვისაც ბარათი არ ექნება, ვერ შეძლებს ვერც გაყიდვას, ვერც ყიდვას. მეორეს მხრივ, ისინი დაიწყებენ “სრულყოფილი სისტემის” რეკლამირებას: თვალისთვის შეუმჩნეველი 666-ის ნაკაწრი შუბლზე და ხელზე!
- ხუცესო, ხომ არ შეძლებენ ისინი ბეჭდის დასმას ძალადობით?
- აქამდე ისინი ვერ მივლენ თავაზიანობის გამო. ისინი გამოიჩენენ უზენაეს კეთილშობილებას! ისინი ადამიანებს არ აწამებენ, მაგრამ ბეჭდის უქონლობის გამო ადამიანი ცხოვრებას ვერ შეძლებს.”თქვენ უბეჭდონი ბრძანდებით - იტყვიან ისინი - თქვენ რომ ის მიგეღოთ ასეთი სიძნელეები არ შეგხვდებოდათო.” ოქროს მონეტების ან დოლარების მქონე ადამიანი ვერ შეძლებს მათ გამოყენებას. ამიტომ, თუ აქედანვე შევუდგებით უბრალო, ზომიერ ცხოვრებას, შესაძლებელი იქნება იმ წლების ასე თუ ისე გადატანა. ვიქონიოთ პატარა მიწის ნაკვეთი, მოვიყვანოთ ცოტაოდენი ხორბალი, კარტოფილი, დავრგოთ რამდენიმე ზეთისხილი, ვიყოლიოთ ცოტაოდენი საქონელი, თხა, რამდენიმე ფრთა ქათამი. ქრისტიანი ადამიანი შეძლებს თავის კომლის გამოკვებას. თანაც მომარაგებას სარგებელი ნაკლებად ექნება: პროდუქტი დიდხანს ვერ ძლებს, მალე ფუჭდება. მაგრამ ასეთი ზეწოლა დიდხანს არ გაგრძელდება: სამი, სამნახევარი წელიწადი. რჩეულების გამო დღენი შემცირდებიან, ისინი ვერც კი შეამჩნევენ, როგორ გაივლის ეს წლები. ღმერთი არ დატოვებს ადამიანს, რომელიც განიცდის შეჭირვებას, ხშირად ევლინება წმიდანებს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, ქრისტე, იმისათვის, რომ ისინი გადაარჩინონ. წარმოიდგინე, როგორ უფრო მეტად დაეხმარება მაცხოვარი ახლა, როდესაც გაუბედურებული ხალხი იმყოფება ასეთ გაუსაძლის ყოფაში...


ბეჭედი უარყოფის ტოლფასია


მიუხედავად იმისა, რომ წმიდა მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი უაღრესად ნათლად აღწერს აღბეჭდვის შესახებ აპოკალიპსისში, ზოგიერთებს ეს არ ესმით. რას ეტყვი მათ?
- საუბედუროდ შეიძლება გავიგონოთ უამრავი სისულელე ზოგიერთი თანამედროვე “გნოსტიკოსისაგან”. “მე მივიღებ მოწმობას სამი ექვსიანით და გამოვსახავ მასზე ჯვარს”, _ ამბობს ერთი. მეორე შემოსძახის:”მე კი მივიღებ ბეჭედს შუბლზე და გადავიწერ პირჯვარს”. და იმეორებენ მთელ რიგ ამდაგვარ სისულელეებს. ისინი ფიქრობენ, რომ ასე იკურთხებიან, მაშინ, როდესაც ეს აზრი არის ხიბლი. ერთმა მეუფემ მითხრა:”მოწმობაში იქ, სადაც ხელი უნდა მოვაწერო, გამოვხატავ ჯვარს. ქრისტეს არ უარვყოფ: მე მხოლოდ მომხმარებელი ვარ მომსახურე სისტემისა”.
- კეთილი, - მე ვუხსნი მას, - თქვენ ხართ მეუფე, და თქვენი განსაკუთრებული მდგომარეობის გამო, გამოსახავთ ჯვარს თქვენი სახელის წინ. სხვა – არქიმანდრიტია, მისი მდგომარეობაც განსაკუთრებულია და ისიც მისი სახელის წინ დასვამს ჯვარს. ერმა რაღა ქნას? “სიბინძურე არ იკურთხება. სუფთა წყალი იღებს მადლს და იქცევა ნაკურთხ წყლად. მაგრამ შარდი ნაკურთხ წყლად ვერ იქცევა. ქვა სასწაულის გამოისობით იქცევა პურად, მაგრამ სიბინძურეები კურთხევას ვერ იღებენ. აქედან გამომდინარე მხეცი, ანტიქრისტე, გამოჩნდება რა თავისი სიმბოლიკის სახით ჩვენს მოწმობაში, ჩვენ შუბლზე ან ხელზე, არ იკურთხება, თუნდაც წინ ჯვარი დავუსვათ! ძალას პატიოსნისა ჯვრისა - ამ წმიდა სიმბოლოსა და ღვთაებრივ ქრისტესეულ მადლს ჩვენ ვიღებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ვიცავთ ნათლისცემის მადლს, რითაც ვემიჯნებით სატანას, ვუერთდებით ქრისტეს და ვიღებთ წმიდა ნიშანს -”სული წმიდის ბეჭედს”.

დავუშვათ, რომ ჩვენ არ ვიცოდით და მივიღეთ ბეჭედი. მაშინ ქრისტე გვეტყვის ჩვენ: - “ორგულნო! პირისამე ცისაი იცით ცნობად, ხოლო სასწაულნი ჟამთანი ვერ გიცნობიეს გულისხმის-ყოფად”.

ბეჭდის მიღებისას, თუნდაც უმეცრებით, ადამიანი კარგავს ღვთაებრივ მადლს და იღებს მხეცის ზემოქმედებას, როდესაც მღვდელი ნათლობისას ჩვილს წმიდა ემბაზში ჩაუშვებს, ბავშვმა არ იცის, რომ იღებს სულიწმიდის მადლს, თუმცა შემდგომში მასში სუფევს ღვთაებრივი მადლი. ახალი პირადობის მოწმობები

...ერთნი ბრკოლდებიან პირადობის მოწმობასთან დაკავშირებით, მეორენი კი სარგებლობენ ამით და ართულებენ დაბრკოლებებს. ეკლესიამ მართებული პოზიცია უნდა დაიკავოს, უნდა აუხსნას მორწმუნეებს, რომ ახალი მოწმობების მიღება იქნება მათი დაცემა, და იმავდროულად, ეკლესიამ უნდა მოსთხოვოს სახელმწიფოს, რომ ახალი პირადობის მოწმობა, უკიდურეს შემთხვევაში, არ იყოს აუცილებელი! თუ ეკლესიის პოზიცია არ იქნა სერიოზული, თუ მორწმუნეთა თავისუფლება ხელყოფილ იქნა და ვისაც უნდა - აიღებს ახალ მოწმობას, ხოლო ვისაც არა - დარჩება ძველით, მაშინ მხოლოდ მცირედნი არ მიიღებენ სამ ექვსიანს. მათ ელით განსაცდელი, ვინაიდან დანარჩენები დაუპირისპირდებიან მათ. ადამიანთა უმრავლესობა მიიღებს მოწმობას მხეცის რიცხვით. ისინი, ვინც მოინდომებენ კეთილდღეობას, მიიღებენ ახალ მოწმობებს, მხოლოდ ალალი და მოკრძალებული ადამიანები დარჩებიან ძველი საბუთებით, ამიტომაც მათ აწამებენ!


...ბეჭედი, ხელზე ან შუბლზე ჩაკაწრული, აცნობებს მათ შენს ადგილსამყოფელს, შენს მონაცემებს, შემოსავალს და ხარჯებს. ასეთ დიქტატურას მხოლოდ ეშმაკი ასწავლის. ბეჭდის დასმით მათ სურვილი აქვთ ყველა ადამიანი აიყვანონ აღრიცხვაზე. ბეჭდის მიღებისას ადამიანი უარყოფს ღმერთს. იგივეა პასპორტების მიმართ. როდესაც პასპორტს აქვს მხეცის სიმბოლო, და მე თავად ვაწერ ხელს, ჩემს პირად პასპორტზე - ეს უკვე წვრილმანი არ არის. აქედან გამომდინარე მე ვეთანხმები უარყოფას. მაგრამ, როგორც იოანე მახარებელი და წმიდა მამები გვასწავლიან, ვინც ბეჭედს არ მიიღებს, მათ ვერ გააკონტროლებენ და ვერც იპოვნიან”.


ამონაწერი მაგნიტოფირზე ჩაწერილი საუბრისა, რომელიც შედგა
1992 წელს. სენაკი პანაგუდა, ათონი