მთავარი მწყემსი კეთილი სარჩევი

 

წმინდა მღვდელმთავარი
ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)


სიცოცხლე

შეხედე, ნუ მიეცემი ილუზებს, რომელსაც მიღებულია ერქვას "ბრძოლა სიცოცხლისათვის." ამ სიტყვებს აზრი აქვს, თუკი ისინი ნიშნავს - "ბრძოლა ღვთისათვის." სხვაგვარად ისინი უაზროა. მათთვისაც, ვინც თავისი სიცოცხლე ღმერთში ჰპოვა, არ არსებობს არავითარი "ბრძოლა სიცოცხლისათვის." ღმერთი არავისთან არანაირ ბრძოლას არ აწარმოებს. თვითონ ღმერთის თანამყოფობა გამარჯვებაა.
ბრძოლა არსებობისათვის, საზოგადოდ მიღებული გაგებით, ნიშნავს ბრძოლას მიწაზე სხეულის არსებობის გახანგრძლივებისათვის. აქედან გამომდინარე, ეს არ არის ბრძოლა არსებობისათვის, ეს არის ბრძოლა სხეულისათვის.
ამ დევიზის ილუზიურობა იქიდან ჩანს, რომ ადამიანები , რომლებმაც მის შესახებ არ იციან, რომლებიც საკუთარი სხეულისაგან კულტს არ ქმნიან, ხშირად იმათზე უფრო ხანგრძლივად და ბედნიერად ცხოვრობდნენ, ვინც ამას მისდევდა.
სიცოცხლე შემოქმედისაგან გვეძლევა.
წარმოიდგინე, რომ ზეთით სავსე ქოთნებმა ერთმანეთს დაუწყონ ბრძოლა იმის თაობაზე, რომელი იქნეს მათგან შენახული და რომელი - დამტვრეული. რას იზამს მექოთნე? იგი გადმოასხამს მათგან ზეთს, რომელიც ქოთნებზე უფრო ძვირფასია, ცოტა ხნით დააკვირდება ქოთნების თავშესაქცევ ბრძოლას, ბოლოს კი დაამტვრევს მათ და ახლებს გააკეთებს.
მათ, ვინც არ ფიქრობენ ღმერთზე, როგორც სიცოცხლის წყაროზე, უფალი ართმევს მის მიერვე ბოძებულ სიცოცხლესა და სულს და ცარიელ ქოთნებს ტოვებს.