აი, მცნებები, რომლებიც ღმერთმა მისცა ხალხს თავისი რჩეულისა და წინასწარმეტყველის, მოსეს, მეშვეობით სინას მთაზე:
✞ 1. „მე ვარ უფალი, ღმერთი შენი... არა იყვნენ შენდა ღმერთნი სხუანი თჳნიერ ჩემსა“
✞ 9. „არა ცილი სწამო მოყუასსა შენსა ზედა წამებითა ცრუჲთა“
(გამოსვლ: 20: 2-17)
ჭეშმარიტად, მოკლეა ეს კანონი, თუმცა ეს მცნებები მრავლისმეტყველია მათთვის, ვისაც აზროვნება შეუძლია და ვინც სულის ცხონებას ეძებს.
ის, ვინც გულით არ ჩასწვდება ღვთის ამ მთავარ კანონს, ვერ შეძლებს მიიღოს ქრისტე და მისი სწავლება. ვინც არ ისწავლის ცურვას ნაკლები სიღრმის წყალში, ის ვერ იცურავებს სიღრმეში, რადგან დაიხრჩობა; ვინც ჯერ სიარულს არ ისწავლის, ის ვერ ირბენს, რადგან დაეცემა და დაიმტვრევა; ვინც ჯერ ათამდე თვლას არ ისწავლის, ვერასოდეს დაითვლის ათასამდე; ვინც ჯერ დამარცვლით კითხვას არ ისწავლის, ვერასოდეს შეძლებს სწრაფად კითხვას და მჭევრმეტყველებით საუბარს და ვინც ჯერ არ ჩაასხამს სახლის საძირკველს, ამაოდ ეცდება დაადგას სახურავი.
გავიმეორებ: ვინც არ იცავს მოსეს ხელით მოცემულ ღვთის რჯულს, ამაოდ აკაკუნებს ქრისტეს სამეფოს კარზე.
ხოლო თუ რას გვაუწყებს ღვთის პირველი კანონები და რას ნიშნავს უფლის კანონები, მაშინ შევიტყობთ, თუ უფრო ახლოს განვიხილავთ მათ და უფრო მეტს ვიფიქრებთ მათ შესახებ.