|
წერილები, ნაშრომები, ქადაგებები, ავტორიტეტული მართლმადიდებელი მოძღვრებისა
"სტარცების“ ძიებით ადამიანები თავიანთი სულიერი სიცარიელეს ივსებენ
როგორები არიან "სულიერი ტურისტები", რატომ ისწრაფვის თანამედროვე ერისკაცი მონასტრული სულიერებისკენ, შეუძლიათ კი მონასტრებს მატერიალური არსებობა მომლოცველების გარეშე და რაში მდგომარეობს ფხიზელი დამოკიდებულება მონასტერში ცხოვრებისადმი? ამ და სხვა საჭირბოროტო საკითხებზე გვესაუბრება - იღუმენი პეტრე მეშჩერინოვი.
რატომ იღწვიან ადამიანები იმისათვის, რომ მრავალრიცხოვანი მომლოცველობითი მსვლელობები მოაწყონ , როგორ გამოიყურება ეს ერთგვარი "სულიერი ტურიზმი"?
თუ ჩვენ არაეკლესიურ საზოგადოებაზე ვისაუბრებთ, მაშინ ამ მოქმედებაში არის გარკვეული ელემენტი მოდისა, რომელიც კეთილდღეობის ერთგვარ დემონსტრაციას წარმოადგენს. შეძლებულ ადამიანებს უყვართ ათონზე, ზოგადად საბერძნეთში და წმინდა მიწაზე მოგზაურობა . ხოლო რაც შეეხება მშობლიურ მონასტრებს, ჯერჯერობით რამოდენიმე მათგანისაგან ბოლო დროს ვალაამის მონასტერი იწვევს მათში გარკვეულ ინტერეს. პროვინციულ რუსეთში მონასტრების მოლოცვა ამ კატეგორიის "მომლოცველებს" (შეძლებულ ადამიანებს) დიდად არ იზიდავს .
არსებობს ქადაგების გარკვეული "სტილიც", რომელიც ამგვარი შინაარსით არის მიმართული შეძლებული ადამიანებისადმი : პილიგრიმობა ( მომლოცველობა) , შეწირულობების გაკეთება , ტაძრებისა და მონასტრების აღდგენა - ეს ღვთივსათნო საქმეა , რომელიც მათთვის ხელმისაწვდომია . რაც შეეხება ქრისტეს მცნებათა აღსრულებას , ეს შეიძლება მათთვის არაკომფორტული იყოს და ნაკლებად ხელმისაწვდომი , ხოლო ფულადი შეწირულობა - ეს უფრო მეტად შესაძლებელია .
მოაქვს კი ამგვარ მოგზაურობებს ვინმესთვის სარგებელი ?
თავად ასეთი ადამიანებისათვის რათქმაუნდა ამას არანაირი სარგებელი არ მოაქვს , ეს უბრალოდ დეზორიენტაცია - ქრისტიანული ცხოვრების ქადაგების ნაცვლად მათ სთავაზობენ უბრალოდ ( მადლის )შესყიდვას . ხოლო რაც შეეხება მონასტრებს აქ საკითხი რთულად დგას . მე ვთვლი , რომ მონასტრები სრულად დახურულნი უნდა იყვნენ - არა მხოლოდ ტურისტებისთვის , არამედ ყველა გარეშე პირისათვის . მონასტერი - ეს მონაზვნების საზოგადოებაა , რომლებაც თავიანთი ცხოვრება შინაგან სულიერ საქმიანობას მიუძღვნეს და ნებისმიერი გარედან მოსული ადამიანის მოსვლა , თვით მაშინაც კი როდესაც ადამიანები მხოლოდ ლიტურგიაზე მოდიან , შინაგან მოღვაწეობას და მოსაქმეობას სრულადაც არ ეხმარება ეს ( უფრო მეტად ხელსსაც კი უშლის მ.მ ) .
მაგრამ ეს უკვე ჩვენთან ამგვარი სახით დიდიხანია დამკვიდრდა : რომ მონასტრები ითვლებიან ერისკაცთათვის ღვთისმსახურების , სულიერი - დაპურებისა და მზრუნველობის ერთგვარ კერად და ამასთან გვიწევს შეგუება .
როდესაც მონასტერი დახურულია გარეშე პირთათვის , ეს მასში მცხოვრებ ბერებს უბიძგებს იმისკენ , რომ თავიანთი შრომითა და ხელსაქმით იარსებონ , ( ხელსაქმე სამონაზვნო მოღვაწეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარეგანი ნაწილია , რომელიც ერთგვარ საყრდენს წარმოადგენს მისი შინაგანი მოღვაწეობისა, ანუ გონიერი ლოცვისა მ.მ) ვინაიდან ისინი ვალდებულნი არიან იყვნენ რაიმე საქმიანობით დაკავებული , რაც მონასტერს უზრუნველყოფს მატერიალურად და როგორც მე მიმაჩნია , ეს არ უნდა იყოს სასოფლო - სამეურნეო საქმიანობა , ვინაიდან ეს უკანასკნელი მცირეშემოსავლიანია და ძალიანაც არ შეესაბამება შინაგან მოსაქმეობას . ანუ ვფრიქრობ , რომ უნდა არსებობდეს პატარ-პატარა სამონაზვნო საზოგადოებები , რომლებიც დაკავებულნი იქნებიან ინტელექტუალური საქმიანობით , თუმცა ეს ყოველივე ჩვენი ქვეყნის თანამედროვე პირობებში ალბათ უტოპიაა .
ხოლო ჩვენი ფართოდგაღებული მონასტრები ამა სოფლის მიმართ , რამენაირად საჭიროებს არსებობას . ისინი ასრულებენ სამოძღვრო და საღვთისმსახურო ფუნქციებს და ბუნებრივია ელიან კიდეც პასუხად გარკვეულ შემოწირულობებს ( დახმარებას) . ამგვარი მდგომარეობაა დღეს ჩვენს მონასტრებში , მაგრამ მონაზვნობის მიზანს - რაც შინაგან ღვაწლს წარმოადგენს - ამგვარი საქმიანობა ჩემის აზრით სარგებელს არ აძლევს .
არის იმის შესაძლებლობა , რომ მონასტერის წყობილებაში შევიდეს გარკვეული კორექტივები , რომ ერთის მხრივ მონაზვნები არ წუხდებოდნენ და კავდებოდნენ ამაოებით და მეორეს მხრივ მომლოცველებსაც ქონდეთ საშუალება მონასტრის მონახულების ?
– ცუდი კიდევ ის არის , რომ ჩვენ არ გვაქვს შიდაგანაწესის მრავალფეროვნება : ჩვენი მონასტრები საერთო საცხოვრებელის წესისანი არიან , სადაც მთავარი ადგილი ღვთისმსახურებას უკავია . მაგრამ , ისტორიულად მონასტრები ხომ განსხვავებული მოწყობისანი იყვნენ : სკიტური ტიპის , საერთო საცხოვრებელი , საშტატო - ჯერ კიდევ XIX - ХХ საუკუნეებში . ამიტომ პატარა მონასტრებს ქონდათ საშუალება ისე ცხოვრებისა, როგორც ეხლახანს მე მოგახსენეთ .
ხოლო დიდ მონასტრებში , რომელნიც ასრულებენ სამოძღვრო - საგანმანათებლო ფუნქციას , ყველაფერი იმგვარად უნდა იყოს მოწყობილი , რომ მაქსიმალურად იყოს საძმო დაცული ამასოფლის ამაოებისაგან და საცდურისაგან .
მაგალითად , ჩვენთან დანილოვის მონასტერში ექსკურსიას უძღვება არა საძმო , არამედ საექსკურსიო სამსახური პროფესიონალი გიდით - ისინი საინტერესოდ უყვებიან ადამიანებს მონასტრის შესახებ . ანუ გარკვეული კომპრომისული ფორმები უნდა იყოს გამოძებნილი .
– ხოლო რაც შეეხება ეკლესიურ ადამიანებს - რატომ ყალიბდებიან ისინი ,,სულიერ ტურისტებად " , რა არ ჰყოფნით მათ თავიანთ ტაძრებში და რა მოაქვთ მათ მონასტრისთვის ?
– გაეკლესიურებული ტურისები - რომლებიც მონასტერში ცხოვრობენ , მონაზვნის თვალსაზრისით ძალიან დიდი ტვირთია ( ხათაბალაა) , რომელის სრულიად ღრღნის და ფიტავს მონასტრის სულიერ ცხოვრებას . თუ სრულიად მკაცრ და უიდურეს შეფასებას მივცემთამ აზრს , მაშინ უნდა ითქვას , რომ თავად მღვდლობა და მონაზვნობა მათი ბუნების თავისებურებებით ნაკლებ შეთავსებადნი არიან .
რატომ მიდიან ადამიანები მონასტრებში ? ალბათ იმიტმო , რომ ისინი ვერ იღებენ საკმარის სულიერ საკვებს სამრევლოებში . და აქ ჩვენ ვეჯახებით პრობლემას , რომელზეც მე ძალიან დიდიხანია უკვე ვსაუბრობ . ჩვენ არ გვაქვს სამოძღვრო პედაგოგიკა , რომელიც საშუალების მომცემი იქნებოდა ადამიანებში ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრების აღზრდისა .
როდესაც ეს უკანასკნელი არ არსებობს , შიგნით ადამიანში ყალიბდება ერთგვარი სიცარიელე , და იგი მის შევსებას ცდილობს მოგზაურობებით , მომლოცველობითი ტურებით და ა.შ .ჯერ კიდევ ძველად , წმინდა მამები ამბობდნენ , რომ მომლოცველობას არ აქვს არსობრივი კავშირი ქრისტიანულ ცხოვრებასთან , რომ ეს არის დროის, ენერგიის და სხვა სახსრების ფლანგვა , ეს გარკვეული დეზორიენტაციაა , რომელიც ადამიანის ყურადღებას შინაგანი ცხოვრებიდან -გარეგან ასპექტებზე მიმართავს ... << როგორ ყოველთვის ყველაფერი უცვლელია>> .
აი ამიტომაც ადამიანისათვის რთული ხდება შინაგანი ცხოვრებით ცხოვრება , რადგან ამას არ ასწავლიან მას სამრევლოში და ის კი ამ სიცარიელის შესავსებად იწყებს ,,სტარცების" ძიებას ( ასევე წმინდა ნაწილების, მირონმდინარე ხატების , წმ. ტანისამოსებისა და სხვა დაუსრულებელი წმინდა და წმინდა რელიქვიების ძიება - თაყვანისცემას მ.მ)
მაგრამ რადგან ეძებს ესეიგი ნახულობს კიდეც - ალბათ თავად მონასტრებშიც გარკვეული სახით მათ ამგვარ სურვილებს მხარს უჭერენ და აქეზებენ ხო ?
– რათქმაუნდა , მე მეტყვიან , რომ შემოთავაზება დიდწილად ბადებს მოთხოვნას . და ნამდვილად , მე ჩემი მღვდლობის 25 წელიწადის განმავლობაში შევხვედრილვარ ძალიან ცოტა ადამიანს, ერთეულებს ეკლესიის წიაღში , რომლებიც მღვდელს კითხვებს უსვამენ სულიერ ცხოვრებაზე , იმაზე თუ - როგორ ილოცონ , რას ნიშნავს ,,წმინდანი გულითა და როგორ მიიღწევა ეს " ან რას ნიშნავს ,,ახალი ადამიანი " რომელზეც მოციქულები საუბრობენ და ა.შ. ამგვარი რამეები თითქმის არავის არ აინტერესებს . ქრისტიანს აინტერესებს დღეს იგივე , რაც არაქრისტიანს : რა იქნება მომავალში , და როგორ უნდა მოვიქცეთ სწორად რომ ყველაფერი კარგად იყოს ( მიწიერი თვალსაზრისით ) .
დიახ , ასეთია მოთხოვნა - მაგრამ ქრისტეს ეკლესიაში ხომ დადგენილია მოძღვრობის წესი , რომ წინაღუდგეს ამგვარ << ზოგად რელიგიურობას >> , რომ ასწავლონ ადამიანებს სიმართლე , იქადაგონ სახარება და სულიერი შინაგანი ცხოვრება ქრისტეში და არა სასწაულმოქმედი სტარცები და მრავალი სხვა რამ..
და ვინაიდან ეს ყოველივე არ არის ჩვენს რეალობაში ( საუბარია შესაბამისი პედაგოგიკით აღზრდილ სასულიერო პირებზე, რომლებიც სწორად უნდა აყალიბებდნენ მრევლის რელიგიურ ცნობიერებას მ.მ ) ამიტომაც მონასტრები იტვირთება სტარცების მაძიებელი ტურისტებით . რათქმაუნდა , ნამდვილი მონოზვნები ამითი ძალიან იქანცებიან და მძიმდებიან . მაგრამ დღეს მონასტრის გარშემო ჩამოყალიბდა შესაბამისი სუბკულტურა , მათ შორის თავისი ეკონომიკური მახასიათებლებით , და ის არსებობს და თავსაც იცავს საჭიროების შემთხვევაში .
არსებობს - რაიმე გონივრული გამოსავალი ამ სიტუაციიდა , საჭიროა მთელი ამ სისტემის კარდინალური ცვლილება , მონასტრების ხელახალი მოწყობის გგემა , რომ როგორმე იმუშავონ ხალხთან ( მომსვლელებთან) ?
– გონიერი გამოსავალი აქედან მდგომარეობს არა რევოლუციებსა და რეფორმებში , არამედ იმაში , რომ ყოველი ადამიანი თავად ცდილობდეს სიტუაციის ქრისტიანულად და გონივრულად შეფასებას . მე არ ვამბობ , რომ თანამედროვე მონასტრებში საერთოდ არ შეიძლება ცხოვრება და გადარჩენა - შეიძლება , მაგრამ აუცილებელია , რომ ყველაფერი თავის ადგილზე იყოს და ადამიანი არათუ მოიხიბლოს ძველი წიგნებით , არამედ მიიღოს რეალური და კონკრეტული სარგებელი საგანთა და მოვლენათა მიმართ სწორი შეხედულების ჩამოყალიბებაში .
როდესაც მე დანილოვის მონასტერში მოვდიოდი - (და მე ვთვლი , რომ შინაგანაწესით ეს საუკეთესო მონასტერია , მიუხედავად იმისა რომ ისი ქალაქის( მოსკოვის) ცენტრში დგას . )ერთმა მოძღვარმა , რომელსაც მე ამის შესახებ ვკითხე პასუხად მომიგო : ,,მოდი , მონასტერი ნამდვილად მონასტრობს , როგორც წიგნებში , ყველაფერი ძველი მამების დარად არის : <<სიმდაბლე და მორჩილება >>მაგრამ აღმოჩნდა , რომ ეს ასე არ არის , რომ არის თავისებური სპეციფიკა . ადამიანს , რომელიც მონასტერში მიდის საჭიროა უთხრა სიმართლე იმის შესახებ , თუ რა შესაძლო საფრთხეები ემუქრება მას და მის წარმოდგენებს , თუ როგორი შინაგანი ბრძოლებია და მაშინ ის სწორად შეძლებს ორიენტირებას . იმიტომ, რომ სამოძღვრო დახმარების გარეშე ადამიანისათვის რთულია ამაში გარკვევა .
ჩემს თაობას , რომელიც მონასტერში 80 - იანი წლების დასასრულსა და 90 იანების დასაწყისში მოვიდა , ეს ყოველივე არ გააჩნდა . ჩვენ ცარიელი ადგილიდან დავიწყეთ და რათქმაუნდა მოვტყუვდით იმასთან მიმართებაში , თანამედროვე მონასტერი წარმოგვედგინა იმგვარად, როგორც ეს წიგნებში- წმინდა მამებთან აის მოთხრობილი , განსაკუთრებით კი დიდ ქალაქის მონასტრებზე .
მინდა ხაზი გავუსვა იმას , რომ სრულიად შესაძლებელია ცხოვრება ასეთ მონასტრებშიც , მათში მოღვაწეობა და მეტიც, ნებისმიერ მონასტერში რაც კი ამ ქვეყანაზეა , თუ რაიმე შესაცვლელია შესცვალო, გარდაქმნა უკეთესობისაკენ მისი ცხოვრება . მაგრამ საჭიროა თავიდანვე ვაუწყოთ მომსვლელ ადამიანს ის , რაც არის რეალობაში , არ დავუბინდოთ გონება ამ წმინდა მამების ციტირებით , არ ავურიოთ ორიენტირები . დღესეობით უკვე დაგროვდა გარკვეული გამოცდილება ჩვენს თაობაში , რაც იძლევა ამ ყოველივეს შესრულების საშუალებასც .
და როგორი საუბარია საჭირო ,,ტურისტ" - მომლოცველებთან ?
– იგივე მდიდარ ადამიანებთან , რომლებიც მიმოდიან წმინდა ადგილებში - მათ უნდა ვუთხრათ სიმართლე : კი ბატონო , მიბრძანდით , იარეთ , გააკეთეთ შეწირულობები ,მხოლოდ იცოდეთ , რომ ამ საშუალებებით თქვენ სამოთხეში ადგილს ვერ იყიდით . მათ უნდა ვუთხრათ , რომ მთავარი - ქრისტეს მცნებათა აღსრულებაა ყოველდღიურ ცხოვრებასა და საზოგადო მოღვაწეობაში , რაც ნიშნავს იმას , რომ არ მოიტყუო , არ იცრუო , არ იამაყო , არ ითვალთმაქცო, არ განიკითხო , არ იბილწმეტყველო , არ მოიპარო და არ შეგშურდეს და ა.შ. - და თუ ეს ასე იქნება , მაშინ , ამ მომლოცველობას ათონზე თუ იერუსალიმში რომელიღაც მეხუთე ან მეათე ადგილზე ,,სულიერი დასვენების" ოფციაში ექნება თავისი ღირსეული ადგილი .
ხოლო თავისთავად , ეს მომლოცველობა და სხვა ზემონახსენები მოქმედება ვერ ,, გააწონასწორებს " მათ არასწორ ცხოვრებას . ამის შესახებ აუცილებლად უნდა ვუთხრათ მათ ! ბევრი მათგანი , მე ვფიქრობ გაკვირვებაშიც კი დარჩებიან - ვინაიდან მათ თავიანთი მოძღვრებისაგან ვაი, რომ ისმენენ მხოლოდ ამგვარ აზრებს ,, ყველა ადამიანი ცოდვილიდა უძლურია , შენ სამრეკლო ააშენე და ცოდვებიც მოგეტევება " .
"სტარცები"; კი - ეს მთელიფსევდოეკლესიური იდეოლოგია და სუბკულტურაა , რომელიც ნელნელა უნდა შეცვალოს იერარქიამ ჯანსაღი საეკლესიო პედაგოგიკით . მაგრამ ეს ჯერ, როგორც ჩანს არ შედის ჩვენი ეკლესიის პრიორიტეტულ მიზნებში ...
თარგმნა : მიქაელ მთაწმინდელმა. |
|