ამ საიდუმლოს აღსრულებისას აუცილებელია, გულის შემუსვრილებით ღმერთს თავი მსხვერპლად შევწიროთ, უფლის ვნებათა საიდუმლოს აღსრულებისას იმის მიმბაძველნი ვიყოთ, რასაც აღვასრულებთ. ეს საიდუმლო მხოლოდ მაშინ იქნება ღმერთისთვის ჩვენთვის შეწირული ჭეშმარიტი მსხვერპლი, როდესაც ჩვენს თავს ვაქცევთ მსხვერპლად. ღმერთის წყალობით წირვის შემდეგაც ვეცადოთ, სული მისი ძალითა და სიმტკიცით დავიცვათ, რათა შემდგომ ამაოებამ არ დააუძლუროს, გულში ამაო მედიდურობა არ შემოგვეპაროს და სულმა დაუდევარი ქარაფშუტობით ზიარების სარგებელი არ დაკარგოს. ანა ღირსი გახდა მიეღო ის, რასაც ითხოვდა, იმიტომ, რომ გლოვის შემდეგ სულიერი სიმტკიცე დაიცვა. მასზე ნათქვამია: “და პირი მისი არღარა მწუხარე იყო“ (1 მეფ. 1, 18). ამიტომ ღმერთს მისი თხოვნა არ დავიწყებია და სათხოვარი (ძე), რომელიც მისთვის ასეთი სასურველი იყო, არ მოაკლო.