მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი მეოთხე - თავი ორმოცდამეთექვსმეტე
ნარნის ეპისკოპოს კასის ცხოვრება და აღსასრული


გრიგოლი: მიცვალებულთა სიტყვები დავიწყებას რომ არ მიეცეს, მათ ცოცხალთა საქმეები მოწმობენ. ნარნის ეპისკოპოსი კასი, რომელიც ღირსეულ ცხოვრებას ეწეოდა, ღმერთს უსისხლო მსხვერპლს ყოველდღიურად სწირავდა და ევქარისტიის აღსრულებისას ცრემლს ღვრიდა. ერთი თავისი პრესვიტერის ხილვის საშუალებით მას შემდეგი რამ ემცნო: “ისე განაგრძე, როგორც იქმ; იგივე აღასრულე, რასაც აღასრულებ; ფეხს ნუ დააცადებ და ხელს ნუ დააყენებ; მოციქულთა დღესასწაულზე ჩემთან იქნები და ჯილდოს მოგაგებ“. შვიდი წლის თავზე, წმიდა მოციქულთა დღესასწაულზე, მან საღმრთო ლიტურგია აღასრულა, წმიდა საიდუმლოებს ეზიარა და ამის შემდეგ აღესრულა.