მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი მეოთხე - თავი ორმოცდამესამე
ჯოჯოხეთის ცეცხლი ერთია, თუ - სხვადასხვაგვარი?


გრიგოლი: თუმცა გეენიის ცეცხლი ერთია, მაგრამ ყველა ცოდვილს ერთნაირად არ დაწვავს. იქ სასჯელს თითოეული ცოდვის ხარისხის მიხედვით ისევე მოიწევს, როგორც ამქვეყნად ერთი მზის ქვეშ ვცხოვრობთ, მაგრამ მის სითბოს ყველა ერთნაირად არ შეიგრძნობს: ერთნი უფრო მეტად თბებიან, სხვები - ნაკლებად. ასევეა იქაც: ერთსა და იმავე ცეცხლში ყველასთვის ტანჯვის ერთნაირი ხარისხი არ არის გამზადებული. რასაც აქ სხეულთა განსხვავება იწვევს, იქ ცოდვათა განსხვავება წარმოშობს: თუმცა ცეცხლი ყველა ცოდვილისთვის ერთია, მაგრამ თითოეულ მათგანს ერთნაირად არ დაწვავს.

პეტრე: ნუთუ ისინი, ვინც ცეცხლში იქნება ჩაგდებული, მარადიულად დაიწვებიან,?