ერთმა ჩვენმა ახლობელმა კაცმა, რომელიც ღირსეულად, ღმრთისმსახურებით ცხოვრობდა და ოთხი წლის წინ აღესრულა, სხვა ღმრთისმოსავ კაცთა დამოწმებით, ვინც მის აღსასრულს დაესწრო, სიკვდილის ჟამს წინასწარმეტყველები - იონა, ეზეკიელი და დანიელი იხილა, ისინი სახელებით მოიხსენია და თავისი ბატონები უწოდა. მან მასთან მყოფთ წინასწარმეტყველთა მოსვლის შესახებ აცნობა, თავმდაბლური გამოხედვით მათ მიმართ კრძალვა გამოხატა და შემდეგ სული ღმერთს შეჰვედრა. აქედან სრულიად ცხადი ხდება, იმ უხრწნელ ცხოვრებაში როგორი შემეცნება იქნება, როდესაც ამ კაცმა წინასწარმეტყველნი, რომლებიც თვალით არასოდეს უხილავს, ჯერ კიდევ ხრწნად ხორცში ყოფნის დროს შეიცნო.