მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი მეოთხე - თავი ოცდამერვე
გვმართებს ვირწმუნოთ, რომ როგორც სრულყოფილთა სულები ზეცაში მკვიდრობენ, ასევე ცოდვილთა სულები სხეულთან გაყრის შემდეგ ჯოჯოხეთში მკვიდრდებიან


გრიგოლი: თუკი ღმრთის სათნო საუბარმა იმაში სრულად დაგარწმუნა, რომ მართალთა სულები ზეცაში მკვიდრობენ, მაშინ იმისი რწმენაც გმართებს, რომ ცოდვილთა სულები ჯოჯოხეთს იმკვიდრებენ. მარადიული სიმართლის მსჯავრით აუცილებელია, რომ მართლები იდიდებოდნენ, ხოლო ცოდვილები დაიტანჯონ. როგორც რჩეულნი ხარობენ ნეტარებით, ასევე უნდა გვჯეროდეს, რომ განკიცხულნი სიკვდილის დღიდან ცეცხლში იწვიან.

პეტრე: როგორ წარმოვიდგინოთ, რომ ნივთიერ ცეცხლში უნივთო არსება იწვის?