|
წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი
დიალოღონი საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ
წიგნი მეოთხე - თავი ოცდამეოთხე ბეთილში გაგზავნილი წმიდა მოსაგრის აღსასრული
გრიგოლი: როდესაც დაწერილია: “მართალი თუ აღესრულოს, განსუენებასა შინა იყოს“ (სიბრძ. 4,7), მაშ, რჩეულთათვის, რომლებიც, უეჭველია, მარადიული ცხოვრებისკენ ისწრაფვიან, სასტიკი სიკვდილი რა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს? შესაძლოა მცირე შეცოდებანი მათაც აქვთ, რომელთაგან ამგვარი სიკვდილით უნდა განიწმინდონ. ამიტომ ხდება, რომ განგდებულნი მართლებზე ძალაუფლებას იღებენ, ვიდრე ისინი ცოცხლები არიან, მაგრამ მათი სიკვდილის შემდეგ მტრებს სისასტიკით მიეგებათ, რადგან თავიანთი ხელმწიფებით შეუბრალებლად ისარგებლეს. ამგვარად, მკვლელი, რომელიც მიშვებული იქნა ღირსი დიაკვნის მიმართ ამგვარი სიშმაგე გამოეჩინა, ვიდრე წმინდანი ცოცხალი იყო, მისი სიკვდილით გახარებას ვერ მოესწრო. წმიდა წერილიც იმავეს მოწმობს. სამარიაში წარგზავნილმა კაცმა ღმერთის მიმართ დაუმორჩილებლობა გამოავლინა - გზაში ჭამა, რის- თვისაც ის იმავე გზაზე ლომმა მოკლა. მაგრამ იქვე წერია: “ვირი იგი და ლომი დგა Pორცთა მისთა თანა, და არა შეახო ლომმან მან ჴორცთა მათ კაცისა მის ღმრთისათა და არცა განხეთქა ვირი იგი“ (3 მეფ. 13, 28). აქედან ჩანს, რომ დაუმორჩილებლობის ცოდვა თვით სიკვდილით განიწმინდა: იგივე ლომი, რომელმაც ის მოკლა, მიცვალებულს არ მიეკარა. მას მოკვლის ნება მიცემული ჰქონდა, მაგრამ გვამის შეჭმის უფლება არ ჰქონდა. ის, რომელმაც სიცოცხლეში შესცოდა, დაუმორჩილებლობისთვის მიღებული სასჯელით სიკვდილის შემდეგ გამართლდა. ამიტომ ლომი, რომელმაც ცოდვილს სიცოცხლე წაართვა, უკვე მართლის გვამს იცავდა.
პეტრე: მომწონს, რასაც შენ ამბობ, მაგრამ მინდა ვიცოდე, სხეულთა მკვდრეთით აღდგომამდე მართალთა სულები ზეცაში თუ მიიღებიან?
|
|