ვალენტი, რომელიც ღირსეულ ცხოვრებას ეწეოდა, როგორც იცი, ჩემი მონასტრის წინამძღვარი იყო, ადრე კი ვალერიის ოლქში თავის მონასტერს წინამძღვრობდა. მძვინვარე ლონგობადები მაშინ მის მონასტერში მიიჭრნენ და, როგორც თავად მიამბობდა, მისი ორი მონაზონი ხეზე ჩამოახრჩვეს. ისინი იმ დღესვე დაკრძალეს. როდესაც მოსაღამოვდა, მიცვალებულთა სულებმა იმ ადგილზე სრულიად გარკვევით და ხმამაღლა იწყეს გალობა, იმდენად, რომ თვით მკვლელებმაც გაიგონეს, ძალიან გაუკვირდათ და შეშინდნენ. ეს ხმები იქ მყოფ ტყვეებსაც ესმოდათ და შემდგომში მოკლულთა მიერ ფსალმუნთა გალობას ადასტურებდნენ. ყოვლისშემძლე ღმერთმა შესაძლოა ამ სულების ხმები ხორციელი სმენისთვის მისაწვდომი იმიტომ გახადა, რომ ჯერ კიდევ ხორცში მყოფთ ისწავლონ - თუკი ღმერთს მოემსახურებიან, სხეულის სიკვდილის შემდეგაც ჭეშმარიტი ცხოვრებით იცხოვრებენ.