|
წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი
დიალოღონი საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ
წიგნი მეოთხე - თავი მეორე რწმენა ურწმუნოსაც აქვს
გრიგოლი: თამამად შემიძლია გითხრა, რომ რწმენა ურწმუნოსაც აქვს. ურწმუნოს რომ დაეკითხო, მისი მამა ან დედა ვინ არის, ის უყოყმანოდ გიპასუხებს, რომ ესა და ეს. შემდეგ რომ ჰკითხო, თუ იცის როდის ჩაისახა ან თუ ნახა თავისი დაბადება, ის აღიარებს, რომ არ იცის და არ უნახავს. თუმცა სჯერა ის, რაც არ უნახავს, რადგან მამასა და დედას უყოყმანოდ ასახელებს.
პეტრე: გამოგიტყდები, აქამდე არ ვიცოდი, რომ რწმენა ურწმუნოსაც აქვს.
გრიგოლი: რწმენა ურწმუნოთაც აქვთ, მაგრამ - ჰოი, ღმერთის რწმენა რომ ჰქონდეთ, მაშინ ურწმუნონი არ იქნებოდნენ! მათ ურწმუნოებას სწორედ ის განსჯის, რწმენისკენ მხილებით სწორედ ის მოუწოდებს, რომ საკუთარი ხილული სხეულის მიმართ ის სწამთ, რაც არ უხილავთ, ხოლო უხილავი არ სწამთ, რომლის ხილვა ხორციელი თვალებით არც შეუძლიათ.
|
|