მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი მესამე - თავი ოცდამეშვიდე
ორმოცი გლეხი, რომლებიც ლონგობარდებმა იმის გამო დახოცეს, რომ ნაკერპავის ჭამაზე უარი თქვეს


მაგალითად, თხუთმეტიოდე წლის წინ, როგორც თვითმხილველნი მოწმობენ, ორმოცი გლეხი ლონგობარდებმა დაატყვევეს და ნაკერპავის ჭამას აიძულებდნენ. როდესაც მათ წინააღმდეგობა გაუწიეს და შებილწულ საჭმელს არ გაეკარნენ, ლონგობარდები სიკვდილით დაემუქრნენ. მაგრამ ტყვეები, რომლებმაც მარადიული ცხოვრება უფრო მეტად შეიყვარეს, ვიდრე ამქვეყნიური და წარმავალი, სარწმუნოების ერ- თგულნი დარჩნენ და ამ სიმტკიცის გამო ყველანი დახოცეს. განა ეს ადამიანები, რომლებმაც სიკვდილი ამჯობინეს, ვიდრე აკრძალულის ჭამით შემოქმედი შეურაცხეყოთ, ჭეშმარიტებისთვის ნამდვილი მოწამენი არ იყვნენ?