ერთხელ ამ მონასტრის ძმები თავისთვის საცხოვრებლებს აგებდნენ; მონასტრის შუაგულში იდო ქვა, ძმებს შენობაში მისი ჩაყოლება ჰქონდათ გადაწყვეტილი. ორმა და სამმა მისი აწევა ვერ შეძლო. მათ სხვებიც შეურთდნენ, მაგრამ ქვა ისე უძრავად იდო, თითქოს მიწაში ფესვები ჰქონდა გადგმული. ცხადი იყო, რომ მასზე უძველესი მტერი იჯდა და ამიტომ ვერ შეძლო მისი დაძვრა მრავალი ადამიანის ხელმა. ამ წინააღმდეგობის გამო სთხოვეს წმიდა მამას მოსულიყო და ლოცვით გაეგდო ეშმაკი, რათა ქვის დაძვრა შეძლებოდათ. ის მოვიდა, ლოცვა აღავლინა, აკურთხა ძმები და მათ ქვა ისეთი სისწრაფით ასწიეს, თითქოს სიმძიმე არც ჰქონოდა.