მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი მეორე - თავი მეექვსე
ცელი, რომელიც წყლის სიღრმიდან ტარს დაუბრუნდა


სხვა დროს ერთი სულით გლახაკი (ანუ სიმდაბლით შემოსილი) გუთი მოვიდა მონასტერში საცხოვრებლად. ბენედიქტემ ის სიყვარულით მიიღო. ერთხელ მას დაავალეს ცელით ეკალ-ბარდებისგან ტბის ნაპირზე ადგილი გაეწმინდა, სადაც ბოსტანი უნდა გაეშენებინათ. გუთმა ცელი ერთ მსხვილ ეკალს მთელი ძალით დასცხო; იგი ტარს მოძვრა და ტბაში ჩავარდა, ის კი ისეთი ღრმა იყო, რომ ცელის ამოღება შეუძლებელი იყო. გუთი აღელვებული მიეჭრა მავრს, მოუთხრო დანაკარგის შესახებ და სინანულით თავს იდანაშაულებდა. მავრმა ყოველივე მაშინვე ღმრთის მონა ბენედიქტეს მოახსენა. ის ტბის ნაპირისკენ გაემართა, გუთს ტარი გამოართვა და ტბაში ჩაუშვა. ცელი ტბის ფსკერიდან ამოტივტივდა და ტარს თავისით ჩამოეცვა. ღმრთის მონამ მიაწოდა ცელი გუთს და უთხრა: “იმუშავე და ნუ დანაღვლიანდები“.