გრიგოლი: საყვარელო პეტრე, ამ ღირსი მამის შესახებ კიდევ მრავალი რამ მსურდა მომეთხრო, მაგრამ რამდენიმე სასწაულს ვტოვებ, რადგან ვისწრაფვი სხვა მამათა ღვაწლის შესახებ გიამბო. თუმცა მსურს იცოდე, რომ ამგვარი სასწაულებით სახელგანთქმული მოღვაწე ნათელს თავისი სწავლებითაც ჰფენდა. მან მონაზონთათვის განწესება დაწერა, რომელიც სიცხადითა და სიტყვის სინატიფით გამოირჩევა. ვისაც სურვილი აქვს მისი ცხოვრების წესი უკეთ გაიცნოს, ამ განწესებით ყოველივეს გულისხმაყოფს, რადგან წმინდანი ვერასგზით ვერ ასწავლიდა იმისგან განსხვავებულს, რასაც თვითონ აღასრულებდა.