გრიგოლი: მეორე დღეს ღირსი დედაკაცი თავის სენაკში დაბრუნდა, წმიდა მამა კი მონასტერს დაუბრუნდა. სამი დღის შემდეგ მონასტერში მყოფმა ბენედიქტემ თვალები ზეცად აღაპყრო და თავისი დის სული დაინახა, რომელსაც სხეული დაეტოვებინა და მტრედის სახით ზეცად მაღლდებოდა. წმინდანმა დის ასეთი დიდებით განიხარა, ყოვლადძლიერ ღმერთს სამადლობელი ჰიმნები და შესხმები აღუვლინა და ამის შესახებ ძმებს აცნობა. შემდეგ ისინი გაგზავნა, რათა მისი სხეული მონასტერში გადმოესვენებინათ და იმ საფლავში ჩაესვენებინათ, რომელიც თავისთვის ჰქონდა მომზადებული. ამგვარად, ამ მოღვაწეთა გონებანი შეერთებული იყო უფლის მიერ და მათი სხეულებიც ერთად დაიმარხნენ.