ვფიქრობ, არ უნდა გავჩუმდე იმის თაობაზე, რაც გავიგე სახელგანთქმული მოსაგრის, ანტონისგან, რომელიც მიამბობდა, რომ მამამისს ყრმა კეთრით დაუავადდა, მას თმა გასცვივდა, ხოლო კანი ამოებურცა და ჩირქის გროვას ვეღარ ფარავდა. მამამ ის წმიდა ბენედიქტესთან გაგზავნა და ყრმა მაშინვე განიკურნა.