მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი მეორე - თავი ოცდამეხუთე
მონაზონი, რომელსაც მონასტრიდან გასვლის შემდეგ ურჩხული შეხვდა.


გრიგოლი: ერთი მონაზონი გონებაგაფანტულობამ შეიპყრო და მონასტერში ცხოვრება აღარ სურდა. წმიდა მამა გულმოდგინედ შეაგონებდა და ხშირად აფრთხილებდა, მაგრამ ის არაფრით თანხმდებოდა ძმობაში დარჩენილიყო და გულისგამაწვრილებელი თხოვნით - გაეშვა მონასტრიდან - ღირს მამას იმდენად შეაწყინა თავი, რომ განრისხებულმა უბრძანა, წასულიყო. გავიდა თუ არა მონასტრიდან, მონაზონს გზაზე, პირისპირ, პირდაღებული ურჩხული შეხვდა. მან შეჭმა დაუპირა, შეშინებულმა მონაზონმა კი ხმამაღალი ყვირილი მორთო: “მიშველეთ, ურჩხული შეჭმას მიპირებს“. ძმებმა მოირბინეს, მაგრამ ურჩხული ვერსად ნახეს, ათრთოლებული მონაზონი კი მონასტერში დააბრუნეს. მან მაშინვე აღთქმა დადო, რომ მონასტრიდან აღარასოდეს გავიდოდა და მტკიცედ შეასრულა თავისი აღთქმა. ამგვარად, წმინდანის ლოცვით, მან ურჩხული პირისპირ იხილა, რომელსაც აქამდე ისე მიჰყვებოდა, რომ ვერ ხედავდა.