მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი მეორე - თავი ოცდამეოთხე
ყრმა მონაზონი, რომელსაც დაკრძალვის შემდეგ მიწა განაგდებდა


გრიგოლი: ერთხელ ყრმა მონაზონი, რომელსაც მშობლები ზომაზე მეტად უყვარდა, მათთან გაემგზავრა, მაგრამ მონასტრიდან კურთხევის გარეშე გავიდა და იმ დღესვე, მათთან მისვლისთანავე, გარდაიცვალა. ის დაკრძალეს, მაგრამ მეორე დღეს მისი სხეული მიწიდან ამოგდებული ნახეს. ის კვლავ დაკრძალეს, მაგრამ მომდევნო დღეს ისევ ამოგდებული აღმოაჩინეს. მაშინ დაუყოვნებლივ წმიდა ბენედიქტეს მიმართეს და ცხარე ცრემლით ევედრებოდნენ, რომ მას ყრმისთვის შენდობა მიემადლებინა. წმიდა მამამ ზეთი აკურთხა, მისცა და უთხრა: “წადით, ეს ზეთი მკერდზე დაასხით და ამგვარად დაკრძალეთ“. როდესაც მათ ბრძანება აღასრულეს, მიწამ სხეული შეიწყნარა და აღარ განუგდია. გულისხმაყავ, პეტრე, ეს მოღვაწე უფალ იესო ქრისტესაგან როგორი მადლით იყო მოსილი: იმის სხეულს მიწაც კი განაგდებდა, ვინც ღირსი ბენედიქტეს ბრძანება დაარღვია.

პეტრე: ცხადად ვხედავ და გაკვირვებული ვარ.