მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი მეორე - თავი მეცხრამეტე
დამალული ხელსახოცები, რომელთა შესახებ წმიდა ბენედიქტემ შეიტყო


მონასტრის სიახლოვეს ერთი სოფელი მდებარეობდა, სადაც წმიდა ბენედიქტემ უამრავი ადამიანი კერპთაყვანისმცემლობიდან ღმერთის რწმენაზე მოაქცია. იქვე რამდენიმე წმიდა დედაკაცი ცხოვრობდა. წმინდანი ცდილობდა სულიერი სარგებლობისთვის ძმები მათთან ხშირად გაეგზავნა. ერთხელ ჩვეულებრივ გაგზავნა, მაგრამ გაგზავნილმა მონაზონმა ქადაგება-სწავლების შემდეგ, მოწესე დედებისგან საჩუქრად ხელსახოცები მიიღო და უბეში დამალა. დაბრუნებისთანავე ღმრთის მონამ იგი გულისწყრომით ამხილა: “როგორ შევიდა უღირსება შენს წიაღში?“ მაგრამ ის თითქოსდა გამოშტერდაო, დაავიწყდა, რაც ჩაიდინა და ვერ მიხვდა, რისთვის საყვედურობდნენ. ბენედიქტემ უთხრა: “ნუთუ არ ვიყავი იქ, როდესაც ღმრთის მხევლებს ხელსახოცები გამოართვი და უბეში ჩაიდე?“ დამნაშავე მყისვე მის ფერხთით დავარდა, ცოდვა შეინანა და უბეში დამალული ხელსახოცები გადააგდო.