წმინდანმა ინება, რომ იქ, სადაც ქვა იდო, მიწა გაეთხარათ. ძმებმა საკმაოდ ღრმა ორმო გათხარეს და იქ სპილენძის კერპი აღმოაჩინეს. როგორც კი ის პურის საცხობში შეაგდეს, მყისვე ცეცხლი გამოჩნდა და მონაზონთა თვალში თითქოს მთელ შენობას მოედო. როდესაც ყველანი წყლისთვის გაიქცნენ, რათა წარმოსახვითი ხანძარი ჩაექროთ, ხმაურზე წმიდა მამა გამოვიდა. ის ვერ ხედავდა ხანძარს, რომელიც ძმებს წარმოუდგათ, მყისვე ლოცვა აღავლინა და ცრუ ხან- ძრით მოტყუებულ ძმებს უბრძანა თვალებზე ჯვარი გამოესახათ, რათა პურის საცხობიც უვნებელი ეხილათ და აღარც ცეცხლის ენები დაენახათ, რომელიც მათ მტერმა მოაჩვენა.