მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

ღირსი მაკარი დიდი, მეგვიპტელი (+390-391)

 

სწავლანი წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა მაკარი მეგჳპტელისანი ძმათა მიმართ

 

თავი ოცდამესამე

 

1. მისივე, მამისა მაკარისი, თავი 23
2. ნეტარი მოციქული პავლე, ხუროჲთმოძღუარი იგი ეკლესიისაჲ, მარადის ზრუნვიდა ჭეშმარიტებისათჳს და არა ენება, რაჲთამცა უგულისჴმოებით მორჩილნი იგი სიტყჳსანი სცთებოდეს.
3. და ამისთჳს უფრო გამოწულილვით და ცხადად გჳჩუენა ჩუენ ჭეშმარიტებისა იგი გზაჲ და საიდუმლოჲ, რაჲთა იცნას ყოველმან სულმან, ვითარმედ არს ნათლისა მის ზეცითაჲსა წმიდათა შორის სულთა სულისა წმიდისა მიერ ბრწყინვალებაჲ,
4. რაჲთა არავინ ჰგონებდეს, თუ გულისჴმის-ყოფისაჲ ოდენ გონებაჲ არს ნათელი სულისაჲ და სრული იგი საიდუმლოჲ უგულოსჴმოებისაგან ვერ ცნას.
5. არამედ ფრიად უმტკიცეს გამოცხადებითა საცნაურითა გონებასა შინა ნათელი ზეცისაჲ სულთა ღირსთა განმანათლებელი გამოაჩინა და ამისთჳს სახჱ იგი მოსჱსი თქუა და იგავად მოიღო პირსა მისსა ზედა მდებარჱ იგი ნათელი,
6. რომელი მტკიცედ გულისჴმა-ყონ მეცნიერთა მათ, რომელნი სიყუარულითა ჭეშმარიტებისაჲთა გამოიწულილვიდენ, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ მსახურებაჲ იგი სიკუდილისაჲ წიგნითა გამოსახული ფიცართა ზედა იქმნა დიდებულ,
7. ვითარმედ ვერ შემძლებელ იყვნეს თუალთა შედგმად ძენი ისრაჱლისანი პირსა მოსესსა დიდებისა მის, რომელი იყო პირსა ზედა მისსა, რომელი-იგი განქარვებადი იყო, რავდენ უფროჲს მსახურებაჲ იგი სულისაჲ იყოს დიდებულ,
8. უკუეთუ მსახურებაჲ იგი დასჯისაჲ დიდება არს რაოდენ უფროჲს მსახურებაჲ იგი სულისაჲ დიდებით, რამეთუ არღა დიდებულ არს დაბადებადი ესე ამით ჯერითა გარდარეულისა ამისთჳს დიდებისა და უკუეთუ განქარვებადი იგი იყო დიდებით, რავდენ უფროჲს, რომელი-იგი ჰგიეს დიდებულ“.
9. ხოლო „განქარვებადი“ იგი თქუა, რამეთუ ჴორცთა ზედა მოსესთა იყო ნათელი იგი და შემდგომად ამისა იტყჳს, ვითარმედ: „მაქუს ჩუენ ესევითარი სასოებაჲ“.
10. მრავალი განცხადებულობაჲ ვიჴუმიოთ და შემდგომად მცირედისა გამოაჩინა უკუდავი იგი დიდებაჲ, რომელი შინაგანსა მას პირსა უკუდავად და მიუწთომელად განანათლებს.
11. რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ჩუენ ყოველნი, რომელნი-ესე სრულითა სარწმუნოებითა სულისაგან ვიშვენით, „განცხადებულითა პირითა დიდებასა უფლისასა განვიცდით, მასვე ხატსა მივიცვალებით დიდებითი დიდებად, ვითარცა უფლისაგან სულად“.
12. ხოლო „გამოცხადებულსა პირსა“ იტყჳს სულისასა და „რაჟამს მოიქცეს უფლისა, მოეძარცუვის საბურველი იგი.
13. ხოლო უფალი სულ არს“.
14. ხოლო ამათ სიტყუათა მიერ ცხადად გამოაჩინა საბურველი იგი ბნელისაჲ, რომელი გარდასვლითაგან ადამისით მოვიდა სულსა ზედა.
15. ხოლო აწ ნათლითა მით ზეცისაჲთა აღეძარცუების ყოველთავე სულთა მორწმუნეთა და ღირსთა, რამეთუ ამისთჳს მოვიდა უფალი, რაჲთა ჭეშმარიტნი მორწმუნენი მისნი ესევითართა საზომთა მოიყვანნეს.
16. არა თუ გულისჴმის-ყოფისა ოდენ სიტყჳსა გამოცხადებაჲ, არამედ მტკიცე იგი სულიერისა მის ნათლისა ბრწყინვალებაჲ სულთა შინა გამოუთქუმელად გამოუჩნდების,
17. „რამეთუ რომელმან-იგი თქუა ბნელისაგან ნათლისა გამოჩინებაჲ, რომელმან გამოაჩინა გულთა შინა ჩუენთა განათლებად გულისჴმის-ყოფისა დიდებისა მისისა“.
18. და კუალად წერილ არს: „განანათლენ თუალნი ჩემნი, ნუუკუჱ დავიძინო მე სიკუდილდ“.
19. ესე იგი არს, ვითარმედ ნუუკუე, რაჟამს სული ჩემი ჴორცთაგან განვიდოდის, დაიფაროს იგი საბურველითა მით ბოროტითა სიკუდილისაჲთა.
20. და კუალად იტყჳს: „განანათლენ თუალნი ჩემნი და გულისჴმა-ყვნე საკჳრველებანი შჯულისა შენისანი“ და „გამოავლინე ნათელი შენი და ჭეშმარიტებაჲ შენი ამათ და „გამოგჳჩნდა ჩუენ ნათელი პირისა შენისაჲ“.
21. ესე ამას ყოველსა გამოუჩნდა ნათელი, რომლისა მიერ მესამედ ცად ამაღლდა და საჲდუმლოთა გამოუთქუმელთა ხილვად ღირს იქმნა, იგი ნათელი არა გულისჴმის-ყოფისა გონებისაჲ იყო, არამედ ბრწყინვალებაჲ იყო სულისა წმიდისაჲ, რომელი სულსა ზედა მოვალს.
22. და საჲდუმლოთა მათ ზეცისათა ცხადად გამოჩინებაჲ, რომლისა გარდამეტებული იგი ბრწყინვალებაჲ ჴორციელთა თუალთა ვერ იტჳრთეს და ამისთჳსცა დაბნელდეს, რამეთუ მის ნათლისა მიერ ყოველივე გულისჴმის-ყოფაჲ სულსა გამოეცხადების და ღმერთსა ჭეშმარიტებით გულისჴმა-ჰყოფს.
23. და კუალად სიტყუაჲცა, რომელსა იტყჳს, „ვითარმედ მიწისაგანი, ეგევითარნი მიწისაგანისანი და ვითარცა ზეცისაგანი იგი, ეგრეთვე ზეცისაგანისანი“,
24. ესე იგი არს, ვითარმედ რომელნი სულისა წმიდისაგან იშვნენ ზეცით და ღირს იქმნენ იგინიცა სრულ-ყოფად, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „შობილი იგი ჴორცთაგან ჴორც არს და შობილი იგი სულისაგან სულ არს“.
25. და კუალად იტყჳს: „რომელნი-იგი არა სისხლთაგან, არცა ნებისაგან ჴორცთაჲსა, არცა ნებისაგან მამაკაცისა, არამედ ღმრთისაგან იშვნეს“.
26. რამეთუ ზეცისა იგი ხატი მამისაჲ ღირსსა მას და სარწმუნოსა სულსა შეეყოფვის და ჰყოფს მას მადლითა სიწმიდისა თჳსისაჲთა, „რამეთუ შევიმოსეთ ხატი იგი მიწისაგანისაჲ, შევიმოსოთ ხატი ზეცისაგანისაჲ“.
27. ხოლო ხატი იგი ზეცისაჲ ქრისტჱ, რომელი-იგი სულთა მათ შინა წმიდათა შეიმოსების, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „შეიმოსეთ უფალი იესუ ქრისტჱ და ჴორცთა ნებასა ნუ ჰყოფთ გულის-თქუმად“.
28. რამეთუ ყოველი სული, რომელი ღირს იქმნას შემოსად უფლისა აღსრულებითა მცნებათაჲთა, ძალითა და გულსმოდგინებითა და ხატსა მას უხრწნელსა ზეცისასა შეეყოს იგი მარადის, საჲდუმლოთა ზეცისათა ცნობად ღირს იქმნების
29. და აღდგომასა მას მერმესა მითვე ზეცისა დიდებისა ხატითა ჴორცნი სულსა თანა იდიდებიან და აღიტაცებიან ცად სულისა მიერ წმიდისა, ვითარცა წერილ არს, „შემთხუევად უფლისა ჰაერთა შინა“ და „თანახატ-ყოფად ჴორცთა დიდებისა მისსა თანა“ ღირს იქმნებიან
30. და ესრეთ ერთბამად უფლისა თანა სუფევდენ................................... რამეთუ იტყჳს პავლჱ, ვითარმედ: „რომელმან აღადგინა ქრისტჱ მკუდრეთით, ცხოველ-ყვნეს მოკუდავნიცა ესე ჴორცნი ჩუენნი სულისა მისისა მიერ, რომელი-იგი ჩუენ შორის დამკჳდრებულ არს“.
31. რამეთუ რაჲზომიცა მადლი მიიღოს კაცმან, აქავე სულისა მიერ წმიდისა თჳსითა სარწმუნოებითა და მოღუაწებითა შეამკოს სული თჳსი, ეგოდენცა დიდებაჲ მიიღონ მას დღესა ჴორცთა მისთა, რამეთუ რაჲცა ვინ აქა შინაგან დაისაჯოს, იგივე მუნ გარეგნით გამოჩნდების.
32. ვითარცა ნაყოფი იგი, რომელი ზამთრის ხეთა შინაგან აქუნ, მასვე ზაფხულის გარეგან გამოიღებენ, ეგრეთვე სულთა, რომელნიცა ნაყოფნი აწ შინაგან მოეგნენ, იგინივე მას დღესა ჴორცთა ზედა მათთა გამოჩნდებიან.
33. რამეთუ წმიდათა შორის ხატი იგი წმიდისა სულისაჲ აწვე გამოხატულ არს შინაგან, ხოლო მაშინ მადლი იგი სულთა მათ ღმრთივ-შუენიერ და ნათლით შემოსილ ჰყოფს,
34. ხოლო ცოდვილთა და უღირსთა, რომელთა სულნი აქავე საბურველითა მით ცოდვისაჲთა დაბურვილ არიან და საქმით აღსრულებითა ვნებათაჲთა დაუბნელებია იგი, მას დღესა ბნელ და უშუერ და სავსჱ სირცხჳლითა გამოჩნდენ გარეგან.
35. რამეთუ ვითარცა ღმერთმან ადამს უბრძანა, ვითარმედ: „რომელსა დღესა ხისა მისგანი შჭამოთ, სიკუდილით მოსწყდეთ“.
36. რომელი-იგი პირველად სულსა ზედა მოიწია, რამეთუ საცნობელნი იგი მისნი წმიდანი და ზეცისანი დაბნელდეს და მკუდარ იქმნეს.
37. ხოლო ჴორცთა სიკუდილი უკუანაჲსკნელ იქმნა შემდგომად ცხრაას ოცდაათისა წლისა.
38. ეგრეთვე აწ კუალად, რაჟამს დაეგო ქრისტე კაცებასა და განჴორციელდა და ჯუარცუმაჲ და სიკუდილი ჩუენთჳს თავს-იდვა, აწ ჭეშმარიტად სარწმუნოსა მას სულსა ვიდრეღა ჴორცთა მათ შინა იყოს,
39. მოიყვანებს განსუენებასა მას საღმრთოსა და გულისჴმის-ყოფასა საიდუმლოთასა და განათავისუფლებს საბურველისა მისგან ვნებათაჲსა ზიარებითა სულისაჲთა.
40. და საცნაურთა მათ საცნობელთა მისთა კუალად მასვე მისცემს და საღმრთოჲთა მით ნათლითა განანათლებს მას და შემდგომად ამისა მერმესა აღდგომასა მიიყვანებს ჴორცთა მათ წმიდასა მას და უხრწნელსა დიდებასა.
41. და ესრეთ ბრწყინვალებაჲ იგი საღმრთოჲ შეიმოსს და სულსა თანა სუფევდეს.
42. ამისთჳს გჳჴმს, რაჲთა მცირესა ამას ჟამსა კეთილად ვიღუაწოთ სარწმუნოებითა წმიდითა და აღსრულებითა მცნებათაჲთა, რაჲთა აქავე მოვიგოთ საუნჯე სულისაჲ, რაჲთა მის მიერ, წარმართებაჲ ადვილად მოვიგოთ და აღძარცუვაჲ ბნელისა მის საბურველისა სულისაჲ მოვიღოთ.
43. აქაჲთვე ნათლითა სულისა წმიდისაჲთა სულნი ჩუენნი განბრწყინდენ და შეიმოსონ სამოსელი ზეცისაჲ.
44. და ესრეთ ქრისტეს თანა ვსუფევდეთ განსუენებითა საუკუნოჲთა და გამოუთქუმელითა უკუნითი უკუნისამდე, ამენ.