მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

ღირსი მაკარი დიდი, მეგვიპტელი (+390-391)

 

სწავლანი წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა მაკარი მეგჳპტელისანი ძმათა მიმართ

 

თავი ოცდამეორე

 

1. მისივე, მამისა მაკარისი, თავი 22
2. ჭეშმარიტნი იგი მოყუარენი ღმრთისანი, რომელთა უყუარს იგი, ვითარცა ჯერ-არს, იგინი არა ჰმსახურებენ მას სასუფეველისათჳს, რაჲთამცა სასყიდელი მიიღეს, არცა კუალად შიშისათჳს ჯოჯოხეთისა, არამედ თჳთ მისისა სიყუარულისათჳს დამბადებელისა,
3. რამეთუ უცნობია მათ ჭეშმარიტი მეუფებაჲ მისი და ჰმსახურებენ, ვითარცა მონანი, რომელნი ისწრაფდიან სათნო-ყოფად თჳსისა უფლისა და ბრძოლითა მათ სულთასა ახოვნად მოითმენენ.
4. რომელნი-იგი ისწრაფიან, რაჲთამცა განაშორნეს იგინი ღმრთისა, ვითარცა დავით იტყჳს, ვითარმედ: „მრავალ არიან მდევარნი ჩემნი და მაჭირვებელნი ჩემნი და წამებათა შენთაგან მე არა გარდავაქციე“.
5. რამეთუ რაჲზომცა იდევნებოდიან და იჭირვოდიან სულთა მათ მიერ უკეთურთა, რომელნი განაბნევენ გულისსიტყუათა სულისათა და ისწრაფიან, რაჲთამცა სხუანიცამცა ჭირნი აღადგინნეს მათ ზედა.
6. ხოლო იგინი უფროჲსად შეეყოფვიან უფალსა და თავთა თჳსთა აჲძულებენ ძიებად მისსა და ყოველსავე ჭირსა მოითმენენ და არა განეშორებიან უფლისაგან, არამედ სიყუარულითა მისითა იწუებიან,
7. რამეთუ მრავალნი არიან სოფელსა ამას შინა, რომელნი ახრწევენ სათნო-ყოფად ღმრთისა და სიგლახაკჱ დამახრწეველ არს სათნო-ყოფად ღმრთისა და, სიმდიდრე ეგრეთვე დამაყენებელ არს, უპატიოებაჲ და გინებაჲ ეგრეთვე განსაცდელ არს, სენნი და ვნებანი ესეცა დამაყენებელ არიან.
8. ეგრეთვე კუალად უხილავნი ბრძოლანი და ჭირნი ახრწევენ სულსა მიახლებად ღმრთისა და ისწრაფიან დაჴსნილობად მოყვანებასა მისა, ვითარცა წერილი იტყჳს, ვითარმედ: „ჭირთა და ღუაწლთა მპოვეს მე და მცნებანი შენნი წურთა არიან ჩემდა“.
9. ეგრეთვე კუალად ესეცა გულისჴმის-ყოფით ისმინეთ, ვითარმედ განსუენებაჲცა იგი და რომელი მადლისა მიერ მოიწევის სულსა ზედა და ნუგეშინის-ცემაჲ უკუე სულმან არა მეცნიერებით შეიწყნაროს
10. და დამდაბლდეს და ესრეთ დაიმჭიროს მადლი იგი, იგიცა ვითარცა დამახრწეველი მისი ექმნების გამოცდილ,და რაჲთა არა მარადის იყოს მჴურვალებასა ზედა და ტკივილსა მას მიახლებად ღმრთისა.
11. და ვითარცა განსუენებით პოოს მადლისა მის მიერ, რომელი მის თანა მოვიდა, რამეთუ უკეთური იგი მადლისა მიზეზითა დაემორჩილების და აცთუნებს მას დაჴსნილობისა მიმართ და სიმაღლისა მცირედისა მის განსუენებისაჲთა ამპარტავანებად და უვარობად მოიყვანებს.
12. რამეთუ მასცა მადლსა საღმრთოსა უჴმს, რაჲთა სულმან გულისჴმა-ყოს და იქმოდის ნაყოფსა ღირსსა მისსა,
13. რამეთუ განსაცდელნიცა ეშმაკისანი გამოსაცდელ არიან სულისა და მადლი იგი წმიდისა სულისაჲ ეგრეთვე სულისა მის ჩჩჳლისაჲ და უგუნურისა გამოსაცდელ არს, ხოლო სარწმუნოჲსა მის და ბრძნისა – ცხორებაჲ საუკუნო.
14. რამეთუ ორთავე საქმეთა ღმრთისათა გამოსცდის, რაჲთა გამოჩნდეს, ვითარმედ არა შესაძინელისათჳს უყუარს იგი, არამედ თჳთ მისისა მეუფებისათჳს, რომელი ფრიადისა პატივისა და სიყუარულისა ღირს არს.
15. ხოლო უკუეთუ არა უდებ იქმნას მოღუაწებისაგან სათნოებათაჲსა, რომელსა ენებოს სათნო-ყოფაჲ უფლისაჲ და არცა განსუენებისათჳს და ნუგეშინისცემისა, რომელი მადლისა მიერ მოვალს, არცა ბრძოლათაგან მტერისათა დაიჴსნას მოღუაწებისა მისგან,
16. ეგევითარი იგი ვითარცა მოყუარჱ ჭეშმარიტი ღმრთისაჲ მკჳდრ სასუფეველისა გამოჩნდების და ღირს იქმნების შვილ ღმრთისა ყოფად.
17. რამეთუ არცა ბრძოლათა მიერ დაჴსნილ იქმნა და ვერცა ნუგეშინის-ცემამან სულისამან დააცხრვო იგი რაჲთ მოღუაწებისაგან.
18. ხოლო ესევითარი იგი ძჱ ღმრთისაჲ არს.
19. რამეთუ, ვითარცა ვთქუ, ყოველივე საქმე ამის ქუაყანისაჲ მცირედმორწმუნისა მისთჳს დასახრწეველ არნ, გინა თუ ჭირი ვნებათაჲ, გინა თუ სენნი, გინა თუ შეურაცხებაჲ, გინა თუ ფარული ბრძოლაჲ მტერისაჲ, გინა თუ პატივი და დიდებაჲ გინა თუ სიმდიდრჱ და ქებაჲ.
20. ესე ყოველნი დამახრწეველ ცხორებისა საუკ[უნოჲსა არიან კაცისა მისთჳს, რომლისა გონებაჲ ჩჩჳლ არს.
21. ხოლო კუალად კაცისათჳს მორწმუნისა და მოსწრაფისა ესენი წინამღუარ სასუფეველისა არიან, რამეთუ-იგი ჭეშმარიტებით ღმერთი უყუარს, რამეთუ ყოველივე მანვე განხეთქა და სძლია.
22. და მხოლოჲ ღმერთი შეიყუარა და მას შეეყო, ვითარცა დავით იტყჳს: „ბადის პირნი ცოდვისანი მომეხჳნეს მე და მცნებანი შენნი მე არა დავივიწყენ“.
23. და მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „მოყუარეთა ღმთისათა ყოველივე კეთილად განემარჯოს“.
24. ამისთჳს უკუჱ ჩუენცა მივსცნეთ თავნი ჩუენნი ძმანო მეუფესა ჩუენსა სარწმუნოჲთა გონებითა და შეუდგეთ მას, ვითარცა დამბადებელსა ჩუენსა და სიყუარულისა აღსრულებითა მცნებათაჲთა გამოვაჩინოთ,
25. რაჲთა ამით ესევითარითა სახითა და მართალითა გონებითა ვპოვნეთ აღთქუმანი სულისანი და გულნი ჩუენნი მადლითა მისითა აღივსნენ და ესრეთ დავიმკჳდროთ სასუფეველი ცათაჲ და ქრისტეს თანა ვიშუებდეთ უკუნითი უკუნისამდე, ამენ.