მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

ღირსი მაკარი დიდი, მეგვიპტელი (+390-391)

 

სწავლანი წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა მაკარი მეგჳპტელისანი ძმათა მიმართ

 

თავი ოცდამეერთე

 

1. მისივე, წმიდის მაკარისი, თავი 21
2. რომელსა ენებოს მოსლვად უფლისა და ცხორებისა საუკუნოჲსა პოვნად და სამკჳდრებელ ქრისტესა ყოფაჲ და სულითა წმიდითა აღვსებაჲ, რაჲთა ნაყოფნი იგი სულისნი მცნებათაებრ უფლისათა შეუძლოთ აღსრულებაჲ წმიდად და უბიწოდ, ესრეთ თანა-აც დაწყებად პირველად,
3. რაჲთა ჰრწმენეს მტკიცედ უფალი და მისცეს თავი თჳსი ყოვლითურთ სიტყუასა მცნებათა მისთასა და განეყენოს სოფელსა ყოვლითურთ, რაჲთა არარასა შინა უცალო იყოს გონებაჲ მისი საქმეთაგან ამის სოფლისათა
4. და ლოცვასა შინა თანა-აც ყოფაჲ სარწმუნოჲთა მოლოდებითა უფლისაჲთა, და რაჲთა მოხედვასა და შეწევნასა მისსა ხედვიდეს და ძალი გონებისა მისისაჲ მარადის მის თანა იყოს.
5. მერმე კუალად თანა-აც, რაჲთა აიძულებდეს თავსა თჳსსა ყოვლისა კეთილისა მიმართ და ყოველთა შინა მცნებათა უფლისათა დაღაცათუ გულსა მისსა არა უნდეს მის თანა დამკჳდრებულისა ცოდვისათჳს,
6. აჲძულებნ თავსა თჳსსა დამდაბლებად კაცთა და თავიმცა უქუემოეს ყოველთა კაცთა შეურაცხია და ნუმცა ვისგან ეძიებს პატივსა და ქებასა ანუ თუ დიდებასა.........................
7. რამეთუ სამკჳდრებელი და განსასუენებელი სულისა წმიდისაჲ სიყუარული არს და სიმდაბლე და სიმშჳდე და სხუანი იგი მცნებანი უფლისანი.
8. ხოლო თანა-აც ყოველთა, რომელთა ჰნებავს სათნო-ყოფაჲ ღმრთისაჲ და მოღებაჲ მის მიერ ზეცისა იგი მადლი სულისა წმიდისაჲ აღორძინებად წმიდისა სულისა მიერ ყოველთა შინა მცნებათა უფლისათა,
9. რაჲთა პირველად აიძულნენ თავნი თჳსნი, დაღაცათუ გულსა მათსა არა ენებოს დამორჩილებაჲ, ვითარცა წერილ არს, ამისთჳს „ყოველთა მიმართ მცნებათა შენთა წარმემართა და ყოველი გზაჲ სიცრუვისაჲ მოვიძულე“........................
10. ამისთჳს უკუე, ძმანო, მოვიყვანნეთ თავნი ჩუენნი სიმდაბლედ დიდებით, დაღაცათუ გულთა ჩუენთა არა ენებოს და სიმშჳდედ და ვევედრებოდით ღმერთსა მარადის სარწმუნოებით და სიყუარულითა დაუცხრომელითა,
11. რაჲთა ესრეთ მოავლინოს სული თჳსი ჩუენ ზედა, რაჲთა თაყუანის-ვსცეთ სულითა მამასა.
12. და თჳთ სულმან ილოცოს ჩუენთჳს რაჲთა თჳთ სულმან გუასწაოს ლოცვაჲ ჭეშმარიტი, რომელი ჩუენ თჳთ იძულებითცა და შრომით ვერ მოვიგეთ სიმდაბლე, ჭეშმარიტი სიმშჳდე, სიყუარული,
13. რომელ აწ შრომით და ჭირით ვერ მოვიგებთ, სახიერებაჲ, სიტკბოებაჲ და ყოველნივე მცნებანი უფლისანი გუასწავნეს ჭეშმარიტებით უშრომელად და უჭირველად, ვითარცა სულმან თჳთ უწყის, აღგუავსნეს ნაყოფითა თჳსითა.
14. და ესრეთ რაჟამს მცნებანი ქრისტესნი აღვასრულნეთ სულისა მიერ მისისა, რომელ მან მხოლომან უწყის ნებაჲ მისი და სრულმყვნეს ჩუენ სრულიად და იგი სრულ იქმნეს ჩუენ შორის და განგუწმიდნეს ჩუენ ყოვლისაგან ცოდვისა,
15. რაჲთა სულნი ჩუენნი, ვითარცა სძალნი კეთილნი და უბიწონი წარუდგინნეს ქრისტესა და განვისუენებთ ჩუენ მის მიერ სასუფეველსა შინა მისსა ქრისტე ჩუენ შორის რომელსა შუენის დიდებაჲ და დაუსრულებელთა მათ კეთილთა საუკუნეთა.
16. დიდებაჲ სახიერებასა მისსა და წყალობასა და სიყუარულსა მისსა, რამეთუ ესევითარსა პატივსა და დიდებასა ღირს-ყო ნათესავი კაცთაჲ, ღირს-მყვნა ჩუენ ძედ მამისა ზეცათაჲსა წოდებად და ძმად თჳსად გჳწოდა.
17. დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.