|
ღირსი მაკარი დიდი, მეგვიპტელი (+390-391)
სწავლანი წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა მაკარი მეგჳპტელისანი ძმათა მიმართ
თავი მეოცე
1. თქუმული მისივე, განსაცდელთათჳს, თავი 20
2. რომელსა ჰნებავს სათნო-ყოფად ღმრთისა და ჰრწმენეს თანამკჳდრ ყოფაჲ ქრისტესა და ისწრაფდეს, რაჲთამცა მსგავს უფლისა იქმნა, თანა-აც მას, რაჲთა უწინარეს ყოვლისა სულგრძელებაჲ და მოთმინებაჲ მოიგოს,
3. რაჲთა ყოველსავე ჭირსა და განსაცდელსა სიხარულით მოითმენდეს: გინა თუ ჴორციელთა უძლურებათა და ვნებათა, ანუ თუ ყუედრებასა და გინებასა კაცთასა, გინა თუ ჭირთა უხილავთა თითოსახეთა,
4. რომელნი მოიწევიან სულთა ზედა სულთა მათ მიერ ბოროტთა მიერ, რაჲთამცა დააყენეს იგი სასუფეველსა შესლვისაგან და მოიყვანეს იგინი დაჴსნილობად და სულმოკლებად და უთმინოებად.
5. რამეთუ უფალი განგებულებით მიუშუებს თითოეულსა სულსა გამოცდად თითოსახეთა ჭირთა შინა, რაჲთა გამოჩნდენ სულნი იგი,
6. რომელთა ყოვლითა გულითა უყუარს ღმერთი და მოითმინნენ ყოველნი იგი ზედამოსრულნი განსაცდელნი მტერისანი ახოვნად და მარადის გამოჴსნასა მას მადლისასა მოელოდიან სასოებით და მოთმინებით.
7. ხოლო ესევითარნი იგი შემძლებელ არიან განსლვად განსაცდელთა მათგან და ესრეთ პოონ აღთქუმაჲ სულისაჲ და შევიდენ სასუფეველსა მისსა.
8. ხოლო თანა-აც სულსა, რომელი სიტყუასა უფლისასა შეუდგებოდის, რაჲთა ჯუარი იგი უფლისაჲ სიხარულით აღიღოს, ვითარცა წერილ არს.
9. ესე იგი არს, რაჲთა მარადის მზა იყოს მოთმინებად ღმრთისათჳს ყოვლისავე განსაცდელისა მომავალისა გინა თუ ფარულისა, გინა თუ ცხადისა.
10. და რაჲთა ღმერთსა ეკიდოს სასოებითა თჳსითა მარადის, ჴელმწიფებასა მისსა შინა არს ყოველივე, გინა თუ შეუნდოს სულსა, რაჲთამცა ეჭირვოდა, ანუ კუალად, უკუეთუ ენებოს, იგი ყოველისაგან გულისკლებისა.
11. ხოლო უკუეთუ არა განმჴნდეს და ახოვნად მოითმენდეს ყოველსავე ჭირსა, არამედ მწუხარე იყოს და მოწყინე, სულმოკლე და უმძიმეს ღუაწლსა მას შინა და სასოებასა წარჰკუეთეს, ვითარმცა ვეროდეს გამოვიდა განსაცდელისა მისგან.
12. ხოლო ესე ყოველი უკეთურთა ეშმაკთა სიჴელოვნჱ არს, რაჲთამცა მოიყვანეს სული მოწყინებად და სასოწარკუეთილებად, რაჲთამცა არა მოელოდა მოწყალებასა ღმრთისასა.
13. ხოლო ესევითარი იგი სული შვილ ცხორებისა არაოდეს იქმნების, რამეთუ არა შეუდგა ყოველთავე წმიდათა და არცა ვლო მან კუალსა ზედა უფლისასა.
14. გულისჴმა-ყავღა და იხილე, თუ ვითარ დასაბამითგანვე ყოველნივე წმიდანი მამათმთავარნი, წინაწარმეტყუელნი, მოციქულნი და მოწამენი ვითარ იწროჲ იგი და საჭიროჲ გზაჲ ვლეს განსაცდელითა და ესრეთ შეუძლეს სათნო-ყოფად ღმრთისა,
15. რამეთუ მოითმინეს ყოველივე განსაცდელი და ჭირი ახოვნად და განსაცდელთა მათ შორის ბოროტთაღა იყვნეს სასოებისა მისთჳს კეთილთაჲსა, რომელსა მოელოდეს, ვითარცა წერილი იტყჳს:
16. „შვილო, უკუეთუ მოხუალ მონებად უფლისა, განჰმზადე თავი შენი მოთმინებად, დააღრმე გული შენი და თავს-იდევ ყოველივე“.
17. და მოციქული იტყჳს ვითარმედ: „უკუეთუ შორს ხართ სწავლასა, რომლისა ზიარ იქმნნეს ყოველნი წმიდანი, მწირნი ვიდრემე ხართ და არა შვილნი“.
18. სხუასა ადგილსა წერილ არს, ვითარმედ: „ყოველივე ზედა მომავალი შენი, ვითარცა კეთილი ესრეთ შევიწყნარე, რამეთუ თჳნიერ ღმრთისა არა რაჲ იქმნების“.
19. და უფალი იტყჳს: „ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გდევნიდენ და გყუედრიდენ და თქუან ყოველი სიტყუაჲ ბოროტი თქუენდა მომართ და სიცრუით, ჩემთჳს გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი დიდი იყოს ცათა შინა“.
20. და „ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათჳს, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ“.
21. ხოლო დევნაჲ გინა თუ კაცთა მიერ ცხადად გინა თუ ფარულად სულთა მიერ უკეთურთა იგივე არს.
22. რამეთუ წინააღუდგებიან სულსა მას, რომელი ღმერთსა ეძიებნ, რაჲთამცა დააყენეს იგი სასუფეველსა შესლვისაგან და რაჲთა გამოიცადოს და გამოჩნდეს, უკუეთუ ჭეშმარიტებით უყუარს ღმერთი.
23. რაჟამს-იგი მოითმინოს ყოველივე ჭირი და სასოებაჲ უკუნისამდე დაიმარხოს და მოელოდის.
24. ანუ კუალად, უკუეთუ არა მოითმინოს, არამედ შეშინდეს და უთმინო იქმნას, რაჲთა ესრეთცა გამოჩნდეს, ვითარმედ არა უყუარს ღმერთი ჭეშმარიტებით.
25. რამეთუ თითოსახენი ჭირნი და განსაცდელნი გამოაჩინებენ ღირსთა და უღირსთა სულთა და, რომელთა აქუნდეს სარწმუნოებაჲ და სიყუარული ღმრთისაჲ და რომელთა არა აქუნდეს.
26. რაჲთა სულნი იგი ღირსნი ყოველსავე შინა გამოჩნდენ გამოცდილ და ღირს და სარწმუნო, რომელთა-იგი უკუე დაითმინონ და სარწმუნოებაჲ იგი დაიმჭირონ და ესრეთ პოონ წყალობაჲ გამოჴსნაჲ მადლისა მიერ და ღირს იქმნენ იგინი დამკჳდრებად სასუფეველსა ცათასა.
27. ამისთჳს უკუჱ თანა-აც ყოველსა სულსა, რომელსა ენებოს სათნო-ყოფაჲ ღმრთისაჲ, რაჲთა უპირატესად ყოვლისა მოთმინებაჲ და სასოებაჲ დაიმჭიროს ახოვნად და ესრეთ შეუძლოს თანაწარსლვად ყოველსავე ჭირსა და ზედააღდგომასა უკეთურისა ეშმაკისასა.
28. რამეთუ სულსა, რომელი მას ესვიდეს და მას დაუთმობდეს, არა შეუნდობს გამოცდად ესრეთ, რაჲთამცა ვერღარა შემძლებელ იყო ტჳრთად ჭირთა და განსაცდელთა მათ, ვითარცა მოციქული იტყჳს:
29. „სარწმუნო არს ღმერთი, რომელმან არა გიტევნეს გამოცდად უფროჲს ძალისა თქუენისა, არამედ განსაცდელსა შინა ყოს აღსასრულიცა, რაჲთა შემძლებელ იქმნნეთ მოთმინებად“.
30. რამეთუ არა ჴელ-ეწიფების უკეთურსა მას ეშმაკსა გამოცდად სულისა, რაჲზომცა ენებოს, არამედ რაჲზომცა ღმერთმან მიუშუას.
31. ოდენ სულსა ესე უჴმს, რაჲთა ახოვნად დაიმჭიროს სასოებაჲ და სარწმუნოებით მოელოდის შეწევნასა და ჴელის-აპყრობასა მისსა.
32. და შეუძლებელ არს, თუმცა დაუტევა იგი ღმერთმან, არამედ რაჲზომცა ისწრაფდეს და სარწმუნოებით და სასოებით მიივლტოდის ღმრთისა და მისმიერსა შეწევნასა უეჭუელად მოელოდის, ეგოდენცა ადრე გამოიჴსნის მას უფალი ზედა-მომავალისა მის ჭირისაგან.
33. რამეთუ მან უწყის, რაჲზომ უჴმს სულსა გამოცდაჲ და განსაცდელთა შინა ყოფაჲ და ესეზომცა მიუშუებს, ოდენ იგიმცა დაიმჭირავს მოთმინებასა და სასოებასა, ვიდრე აღსასრულამდე
34. და არა ჰრცხუენეს მას, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „ჭირი შობს მოთმინებასა, ხოლო მოთმინებაჲ გამოცდილებასა, ხოლო გამოცდილებაჲ სასოებასა, ხოლო სასოებამან არა არცხჳნის“.
35. და კუალად იტყჳს: „ვითარცა მონანი ღმრთისანი მოთმინებითა მრავლითა ჭირთა შინა და გულისკლებათა და იწროებათა“, და შემდგომი ამისი.
36. და უფალი იტყჳს, ვითარმედ: „რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს“, და „მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი...“
37. და სხუასა ადგილსა წერილ არს: „ვინ მიენდო ღმერთსა და ჰრცხუენამას, ანუ ვინ დაადგრა შიშსა შინა მისსა და დატევებულ იქმნა, ანუ ვინ ხადოდა მას და უგულებელს-ყო იგი?“
38. რამეთუ უკუეთუ კაცნი, რომელთა მცირედი გონებაჲ აქუნდეს და შემძლებელ არიან გულისჴმის-ყოფად, თითოეული პირუტყუთაგანისა რაჲზომსა სიმძიმესა და ტჳრთსა აღიღებს, ვითარ კარაული, ანუ ჯორი, ანუ აქლემი, და თითოეულსა ძალისა მათისაებრ აჰკიდებენ.
39. და უკუეთუ მეკეცჱ ჭურჭელსა მას კეცისასა შეჰყრის საჴუმილსა შინა, რაჲთა გამოიჴურდენ და იქმნნენ საჴმარ კაცთა და უწყის, თუ რაჲზომ უჴმს მათ გამოწუვაჲ,
40. და არცა კუალად უფროჲს ზომისა უტეობს დაწუვად, რაჲთა არა განტყდენ და განიხრწნეს და არცა უწინარეს ჟამისა გამოიხუამს მათ ცეცხლისაგან, რაჲთა უჴმარ იპოვნენ.
41. ხოლო უკუეთუ საჩინოთა მათ საქმეთა შინა კაცთა ესეზომი გულისჴმის-ყოფაჲ აქუს მაშა, ვითარმცა არა უფროჲსად უწყოდა ღმერთმან,
42. ვითარ-იგი არს მიუწთომელ და გამოუთქუმელ, გულისჴმის-ყოფაჲ და მეცნიერებაჲ და ყოვლითურთ სიბრძნჱ, თუ რაჲზომი გამოცდაჲ და ჭირი განსაცდელთაჲ უჴმს სულთა მათ, რომელნი მას ეძიებენ და უნდეს სათნო-ყოფაჲ მისი და სუროდის დამკჳდრებად სასუფეველსა ცათასა.
43. და რაჟამს ესრეთ მოითმინონ ვიდრე აღსასრულადმდე ახოვნად ყოველივე ჭირი და განსაცდელი და გამოჩნდენ ცხორებასა მას საუკუნესა.
44. რამეთუ ვითარცა ბუნებაჲ კანაფისაჲ, უკუეთუ არა დაინაყოს ფრიად, შეუძლებელ არს მისგან საბლისა წულილისა შეგრეხაჲ და რაჲზომცა იგუემოს იგი ნაყითა, ეგოდენცა უკეთეს და იქმნების უწმიდე,
45. ეგრეთვე სული ღმრთისმოყუარჱ, რომელი მრავალთა განსაცდელთა და ჭირთა შევიდეს და მოითმინოს ახოვნად, უწმიდე და უშუენიერე იქმნების საქმესა მას შინა წურილადსა სულისასა და უკუანაჲსკნელ ღირს იქმნების დამკჳდრებად საშუებელსა მას სასუფეველისასა.
46. რამეთუ ვითარცა ჭურჭელი კეცისაჲ ახლად შექმნული უჴმარ არს, უკუეთუ ცეცხლსა არა შევარდეს, ანუ ვითარცა ყრმაჲ ჩჩჳლი უჴმარ არს საქმეთათჳს სოფლისათა
47. რამეთუ ვერცა ქალაქთა შემძლებელ არს აღშენებად, ვერცა თესვად ყანათა, ვერცა დასხმად ვენაჴსა და, ვერცა სხჳსა რასმე საქმესა ქმნად სიჩჩოჲსა მისგან მისისა, ეგრეთვე სულნი, დაღაცათუ ზიარ მადლისა იქმნენ და განსუენებულ იყვნენ სიტკბოებითა მით სულისაჲთა,
48. და უფალი სიჩჩოებისა მათისათჳს სახიერ ექმნების, უკუეთუ არა გამოიცადნენ თითოსახითა ჭირითა უკეთურთა მათ სულთა მიერ, ჯერეთ ჩჩჳლ არიან რაჲთა, ესრეთ ვთქუათღა, საჴმარ არიან სასუფეველისათჳს ცათაჲსა გამოუცდელობისა მათისათჳს,
49. ვითარცა თქუმულ არს, ვითარმედ: „უკუეთუ შორს ხართ სწავლასა, რომლისა ზიარ იქმნეს ყოველნი, მწირნი ვიდრემე ხართ და არა შვილნი“.
50. ამისთჳს უკუჱ საცნაურ არს, ვითარმედ ჭირნი და გამოსაცდელ უმჯობესისათჳს კაცისა არიან და გამოცდილ და მტკიცე-ჰყოფენ სულსა,
51. უკუეთუ ოდენ ახოვნად მოითმინოს და გულსმოდგინედ სასოებითა უფლისაჲთა რამეთუ მოელოდის სარწმუნოებითა შეუორგულებელითა გამოჴსნასა უფლისა მიერ და წყალობასა მისსა.
52. და შეუძლებელ არს, თუმცა არა პოა აღთქუმაჲ სულისაჲ და გამოჴსნაჲ ვნებათაგან, ვითარცა გამოცდილი და სარწმუნოჲ, რომელმან სარწმუნოებაჲ უფლისაჲ აღსრულებადმდე მოთმინებით დაიცვა.
53. რამეთუ ვითარცა წმიდათა მოწამეთა მრავალნი ღუაწლნი მოითმინნეს და ვიდრე სიკუდილადმდე სასოებითა უფლისაჲთა დაადგრეს კეთილსა მას აღსაარებასა შინა და ესრეთ გამოცდილ იპოვნეს და ღირს იქმნნეს ძიებად გჳრგჳნსა მას დიდებისასა.
54. ხოლო რომელთამე უმეტესნი და უფიცხლესნი სატანჯველნი მოითმინნეს უმეტესსაცა კადნიერებასა და დიდებასა და მიემთხჳნენს ღმრთისა მიერ.
55. ხოლო რომელნიცა შეშინდეს ჭირთაგან სატანჯველთაჲსა და არა დაადგრეს კეთილსა მას წამებასა ზედა, ეგევითარნი იგი სრულიად სირცხჳლეულ და კდემულ არიან აქაცა და მუნცა საუკუნესა.
56. ეგრეთვე სულნი, რომელნი მიეცნენ ჭირთა მრავალთა გამოსაცდელად სულთა მათ უკეთურთაგან უხილავად იგუმებოდინ, გინა თუ შინაგან ჭირითა გულისსიტყუათა ბოროტთაჲთა, ანუ ცხადთა ჴორციელთა ვნებათა მიერ,
57. ხოლო უკუეთუ მოითმენდენ ახოვნად და დაიმჭირონ სასოებაჲ მათი ღმრთისა მიმართ და სარწმუნოებით მოელოდინ მადლსა უფლისასა,
58. ეგევითართავე გჳრგჳნთა სიმართლისათა ღირს იქმნებიან მიღებად, რაჟამს აქაჲთვე გამოჴსნასა მოელოდინ და მასვე კადნიერებასა ჰპოებენ მოწამეთასა................
59. ხოლო აწ, ძმანო, ვინაჲთგან ესევითარი სასოებაჲ წინა-გჳც და ეგევითარნი აღთქუმანი აღთქუმულ არიან უტყუველისა მის ღმრთისა მიერ, ყოველივე ზედააღდგომაჲ და ჭირი უკეთურისაჲ ახოვნად მოვითმინოთ სასოებისა მისთჳს ცათა შინა მდებარისა,
60. რამეთუ რაჲზომნი ჭირნი და განსაცდელნი მოვითმინნეთ, რაჲთამცა ვიქმენით ღირსი ნაცვალი, ანუ თუ საუკუნოჲსა მის აღთქუმულისა ცხორებისა ანუ ნუგეშისცემისა მისთჳს, რომელი აქავე მოეცემის სულისა წმიდისა მიერ სულთა მათ მოთმინეთა,
61. ანუ გამოჴსნისა მისთჳს ვნებათაჲსა და ბნელისა მის ბოროტისა, ანუ თანანადებთა მათ სიმრავლისა ცოდვათა ჩუენთაჲსა, წერილ არს: „გან-თუ-ვიკითხვით, ღმრთისაგან განვისწავლებით, რაჲთა არა სოფლისა თანა დავისაჯნეთ“.
62. და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „არა ღირს არიან ვნებანი ამის სოფლისანი მერმესა მას დიდებისა გამოჩინებად არს ჩუენ ზედა“.
63. ვიქმნნეთ ჩუენ, ვითარცა მჴნენი მჴედარნი და მეუფისა ჩუენისათჳს სიკუდილად მზა-ვიყვნეთ, რამეთუ რაჲსათჳს არა გუჭირდენ ესე ბრძოლანი და ჭირნი, რაჟამს სოფელსა შინა ვიყვნეთ და ზრუნვათა ქუეყანისათა?
64. აწ ოდეს მოვედით სათნო-ყოფად ღმრთისა ესეზომნი ჭირნი და განსაცდელნი მტერისანი ჩუენ ზედა აღდგებიან.
65. ჰხედავთა, რამეთუ ესევითარი ღმრთისათჳს მოიწევის ჩუენ ზედა?..........................
66. ამისთჳს უკუე ვევედრნეთ ქრისტესა, რაჲთა მომცეს ჩუენ მეცნიერებაჲ ცნობად ნებისა მისისა და აღსრულებად გულსმოდგინებად მოთმინებით და სულგრძელებითა და სიხარულითა,
67. რამეთუ მან მოგუცეს ჩუენ ძალი სათნო-ყოფად მისა, რაჲთა ვიპოვნეთ გამოცდილ და ღირს მისა და ესრეთ ცხორებასა საუკუნესა მივემთხჳნეთ ქრისტჱს იესუს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომელსა შუენის დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
|
|